Tuesday, October 30, 2007

სულ შენია, სულ!


ორომტრიალში გახვეულ სევდის ლამაზ გრძნობას
ვერ უმკლავდება სიყვარული!.. თავმოყვარეობის ლტოლვას
პიროვნება არ გაჩუქებს გრძნობისთვის ლამაზ თრთოლვას
ეგოისტობა არ აძრწუნებს... და ვერ განახებს ნდობას

საღამოს ისევ, მეობა შენში, არ ასრულებს ბორგვას
ძახილი გრძნობით და გაუგონრად ისევ აგრძელებს ბოდვას
ნეტა ოდესღაც ეს მონატრება აგისრულებდეს როკვას
და არასოდეს არ იკარებდეს საკუთარ თავთან ბოღმას

რადგან ივსება და ისევ ისე გული იწყებს დღეს კვდომას
გამოსავალს ვერ პოულობს დრო და აბრალებენ თრობას
ხოლო სიყვარულს არასოდეს არ უწოდებდნე ბოდვას
თრთოლვა, ლტოლვა, თრობა და ნდობა ალამაზებს გრძნობას


No comments: