დიდი სვანეთის პატარა სტუმრები (ნაწ. 1)

„დ’რრ’ასტი!“ – ასე იწყება ჩვენი პრველი შეხება სვანეთში სვანთან ქუთაისიდა ჰერი ჰერი!... მოკლედ ისოტორია ასე დაიწყო, დილის 6–ის ნახევარზე მირეკავს მეგობარი (ბექა), მაღვიძებს მერე გავემზადე უცებ პატარა წავილუკმე და გავედი დედაჩემი მეუბნება სვანეთში რო ახვალ სანთელი აანთე ეკლესიაშიო და მემშვიდობება... დღე კურიიზებით დაიწყო, პირველი კურიოზი სახლიდან გასულს 200 მეტრში შემხვდა :) სამხედრო კამუფლირებული შარვალი მაცვია და მივდივარ ჩემთვის ქალაქის ცენტრში, ღამეა მოედანზე ერთი მანქანა დგას რომელმაც როგორც კი დამინახა ეგრევე სანათების ციმციმი დამიწყო, მეთქი ნაცნობია ალბათ ვინმე შიგთქო და გზა გავაგძელე სვეტემთან (ბაღის კიდეის შესასვლელთან) მეგობრაბი დავინახე და იქეთ ავიწიე, ოპელი „დავიკიდე“ მოკლედ მივედი მივესალმე ვემზადებით მარშტს როგორც ცესი გვიან შევიკრიბეთ და უფრო გვიან მანქანა მოვიდა 7 საათზე გასასვლელები 11–ზე გავედით :) მოკლედ ამ ცდაშ როგორც კი გათენდა ოპელიდან გამოძვრნენ სამხედროები :)) (ეტყობა უშიშროება აკონტროლებდა ქალაქს, 2 ნოემბრის ამბებზე ვინ მიდიოდა ქუთაისიდან აინტერესებდათ და მე კიდე დეზერტირი ვეგონე :) ) ამ ცდაში მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით ბაზარში ვიყიდეთ პროდუქტი და მანქანა უკვე მოსული იყო და გავეშურეთ.. ჩვენს მგზავრობას ასპონსორებდა შოტლანდიელი პიტერი (პიტერპენად წოდებული, სვანეთშ პეტრედ მიღებული, მეგობრებში „ბედნიერა“–დ წოდებული (სულ იცინოდა ვეჩნი კაიფში იყო) ვსო გავედით, გზად ნინოშვილის ბაზართან გავიარეთ ერთი მეგობარი ჩავისვით და წავედით... ხო მანამდე ბაზართან დიალოგი გოჭის გამყიდველის და ჩვენი ერთ ერთ მძღოლის: – ბიჯო რა ღრს შენი გოჭი – 50 ლარი – რაია ბიჯო რაამბავია, დამკვრელები მოყვება თუ რა არის? :) გზად საწვავი ჩავასხით (მთელი ბაკი ავავსეთ) და წავედით წინ თავგადასავლები გველოდა... გზა... მივდივართ და თან მივყვინთაობ. ჩვენს მარშუტს მოგახსენებთ... ქუთაისი, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, ჯვრის უღელტეხილით გავიარეთ რუსების ბლოკპოსტი (ძაან ლამაზი ხეობაა ენგურის ხეობა) მერე მესტია და სანატრელი უშგული :) მივდივართ...
გავშორდით სამეგრელოს ავუღევით ჯვარს პირველი სვანური კოშკი უღელტეხილის დასაწყისშ დაგვხვდა, რაც მეტი ზემოთ ვდივართ ულამაზესი ხეობა იშლება ულამაზესი ფერებით
ენგურის კაშხლის წყალსაცავი
პირველი გაჩერება, ვცდილობდით სილამაზის აღქმას :)
პირველი გაჩერებიდან რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გაიჩითა ჩანჩქერი,
ჩვენ არც დავაყოვნეთ და საქმეს შევუდექით
იქვე ლამაზ ადგილთან არსებული „ლამაზი“ ნაგვის ბუდე
თუმცა მაინც ლამაზია ყველაფერი
ბევრი თვალიერების შემდეგ განვაგრძეთ გზა და პირველ სვანურ სოფელსაც მივუახლოვდით, მოულოდნელად გზა გადაგვიკეტა 4–მა სვანმა და ერთერთი რომელიც ყველაზე ინტელექტუალურად და სოლიდურად იყო გამოწყობილი (ვალინკებში ჩატნეული ჯინსის შარვალი და ტყავის კურტკა სვანური ქუდის თანხლებით) მოვიდა მძღოლთან და სვანური აქცენტით მიმართავს: – დ’რრ’ასტი!.. – გაგიმარჯოს... – ე’ცერამდი წამოგყვები მძღოლს მეტი რა უნდა ექნა და ეწერამდე წამოვიყვანეთ ეს ჩვენი სვანი რომელსაც მისი ძმაკაცი ახლდა... მოკლედ სალონში ცოტა არ იყოს სიტუაცია დაიძაბა, სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა... და განვაგრძეთ გზა...გზად ყველა ბიჭს ერთმა უმნიშვნელო დეტალმა დაამახსორა თავი (თურმე როგორც მერე აღმოჩნდა), სოფელ ხაისში არსებულ ერთ ერთ „მაღაზიის“ ზითელ სვიტრიან და ლურჯ ჟინსიანმა, ყურებამდე წითელ პამადა ძასმულ ახალგაზრდა ქალმა დააგვამახსოვრა თვალი რომელსაც გავლის დროს უბრალოდ თვალი მოვკარით და ეგ იყო :) გზაში ამ სიჩუმის დროს ამ ინტელიგენტმა სვანმა მოითხოვა... – ჩარ’თ’ე ერთი ზუი’კა – მაგნიტაფონი გვაქვს ბაფუჭებული – პასუხობენ მძღოლები – მაგრად მიყუარს მუზიკა, მუზიკის გარეშე ერთი წამით არ მამყოფოს ღმერთმა!.. ცოტახაში ერთი–ერთი უღელტეხილიც ავიარეთ, მძღოლებმა გააჩერეს მანქანა
და ეგრევე მაგნიტაფონს ეძგერნენ რო გაეკეტებინათ (მეტი გზა არ იყო სვანები გვყავდა მანქანაში) როგორც გააკეთეს ჩართეს და გახარებილი გავემგზავრედ შემდეგი თავგადასავლისთვის.
შემდეგი გაჩერება ხის მააზია სადაც ვიყიდეთ ლუდები და სვანური რახი დავილიეთ ერთმანეთ ვადღეგრძელეთ გზა დავლოცეთ, გაცნობა ავღნიშნეთ და მოკლედ ჩავეხუტეთ...
აი იმ ინტელიგენტ სვანს უკვე ერთ ჭიქაშ კისერი მოტყდა :) (დათვრა „ფინთი“ ყოფილა) გავნაგრძეთ გზა წინ ულამაზესი ადგილები გვხვდება და ყველანი გაოცებული და პირღია შევყურეთ, ემოციებით ვივსებით, დადებითი ენერგიები და ძალა გვემატება... შემდეგი გაჩერება სოფელი ეცერი, საიდანაც იყვნენ ეს ჩვენი სტუმარი/მასპინძელი სვანები.. საიდანაც უშბამთავი დაგვანახა :)
მოკლედ ამ სვანებმა გზაში გადარეკეს გადმორეკეს მათ ენაზე უთხრეს რო ჩემთან სახლშიო რო შეხვალო მარფხნივ არისო ორნახადი არაყიო და ხილიო და ნიგოზიო გამოიტანე გზაზეო სტუმრები მომყავსო, კი მართალია ცოტა ლოდინი მოგვიწია მაგრამ ეს ლოდინი „მუზიკით“ გავლიეთ, :) ვარი რო გვეთქვა აგვხანჟლავდნენ ალბათ :)
მოკლედ 2 ლიტრიანი რახი გამოიტანესს (ნამეტანი რბილი კი იყო ისე) :)
ეს კოკია კიდე საწყლად იყურებოდა რა უნდა ამ ხალხს აქო :)
წავიდა სმა ჩახუტება სიყვარილი და გაგება
ჩვენი მასპინძელი ბაკური
ამ ყველაფრის შემდეგ გავნაგრძეთ გზა მშვენიერი ამინდია და ლამაზი ფერებია ტყეში.. გვიხარია რო ჯერ ზამთარი არ არის სვანეში, ჯერ კიდე უშგულამდე 100 კილომეტრზე მეტი გვაქვს გასავლელი
შემდეგი გაჩერება
საუბრები უშბის სირთულეზე, სილამაზეზე, სიძლიერეზე :)
გავნაგრძეთ გზა და გზაში უამრავი ლამაზი რაღაცეები გვხვდებოდა,
მათ შორის ქალბატონი ძროხებიც :)
კოშკებიც გამოჩნდაა, და არ გამოვტოვეთ ეგრევე მანქანაშვე დავიწყეთ ფოტოაპარატების ჩხაკუნი :)
ბევრი ვიარეთ ნახევრად ძილის და დამღლელი მგზავრობის შემდეგ ჩავედით ნანატრ უშგულში, თუმცა მანამდე ერტთი დაბრკოლება კიდევ შეგვხვდა, დაბრკოლებას ერქვა -"ტალახი უშგულამდე" მოკლედ ამ ტალახში ჩაეფლო ჩვენი, ჯანღნით სავსე მანქანა,  და მთელი 2–3 საათ ამ ტალახშ ვიწექით, და ფეხშიშველი ვზილავდი სვანურ ტალახს :) 
თუმცა მანქანის ამოყვანა ვერ მოვახერხეთ, შემდეგ ჯგუფის 2 წევრი გაიქცა ახლომდებარე სოფელში საიდანაც დამხმარე ძალა უნდა ამოეყვანათ და ამოიყვანეს, მანამდე კი იმსოფელში ამ ახალგაზრდებმა ძაღლი იმდენად შეაშინეს საფლავის ქვას ამოეფარნენ სოფლის ძაღლბი, თმცა გადავრჩთ და ყველაფერი კარგად დასრულდა, ბარებიც ამოიტანენ და ე კაციც, მაგრამ ვერაფრით გვიშველა ამ კაცმა, შემდეგ უშგულიდან მომავალი 2 ნავამი  სვანი შევნიშნეთ, იმათმა შემოგვძახეს "ჰე ახლა თავი გამწარეთ"–ო და დიდი წვალების შემდეგ მანქანა ტალახიდან ამოვიყვანეთ...
ეს იყო ჩვენი პირველი დიდი დაბრკოლება სვანეთს გზაზე, თუმცა აწი ვინ იცის კიდე წინ რა გველის :)
ჩავედით თუარა თოვა იმ საღამოსვე დაიწყო თუმცა გადაიღო, მასპინძელთან წასვლის დროს გორაკი გვქონდა ასავლელი მანქანას ცოტა გაუჭირდა ასვლა თუმცა იქვე ხიდის თავშ შეხვედრილმა უშგულელებმა დიდი დახმარება გავიწიეს და „სვანური ძალით“ იმ გორაზე კიარა 4 იმხელა გორაზე გადაიტანდნენ იმ მანქანას :)
როგორც იქნა მივედით სახლამდე და დავბანაკდით
როგიც კი მივედით ეგრევე ნაწილი ტელევიზორს მიუჯდა რადგან თბილიში დიდი შალვა ნათელაშვილი სიტყვით გამოდის და მიშიკოს გადადექი გადადექის ეძახდა :) არადა გვერდით შესანიშნავი ხედი იშლება
ოხხ პურმარილი პურმარილი, მშიააააა :)
სვანური სულგუნი, კუპდარი, სახლში დამცხვარი პურები, ხორცეული, ფხალეული, ნუ ყველაფერი რა მოკლედ იმ საღამოს დიდი პატივი გვცეს და საკმაოდ კარგადაც მოვილხინეთ, მაგრამ სანამ დავჯდებოდით მანამ სახლის პატრონმა თავის სახლშ არსებული მუზეუმი დაგვათვალიერებინა
ჯიხვის ფიტულები
„მთის ვეფხვისადმი“ მიძღვნილი წიგნი
ასე დასრულდა ეს დღე... მეორე ნაწილს მალე შემოგთავაზებთ :) „სვანეთდან დაბრუნება“ – გაგრძელება იქნება.

Comments

Anonymous said…
საინტერესოდ გიმოგზაურია :2kiss: