დიდი სვანეთის პატარა სტუმრები (ნაწ. 3)

ათვლის წერტილი მესტია ანუ მესტია = 0
მოკლედ სად იყო და სად არა გათენდაა... ხალხი უკვე ამდგარი იყო,
მძღოლები დილის 10 საათიდან რეკვებში იყო, ქუთაისიდან დამხმარე ძალებს იხმობდნენ, რო ეს ცეპლენია ჩამწვარ და კოლოფ ჩაშლილი ურემი როგორმე ჩაეტანათ ქუთაისამდე, პარალელურად ვალერი (ჩვენი ხაზეინი) დაპირდა მძღოლებს მესტიამდე ჩაგიყვანთ საწვავზე წაგიყვანთ და მეც ჩამისხით საწვავი რო იქედან დავბრუნდეო, როგორც იქნა ავდექი ავწიე ეს ჩემი გასიებული თავი (პახმელიამ იცის თავის გასიება) ლოგინიდან კარგად მივიარ მოვიარე რაც შეიძებოდა.
ასე იცავდა მასპინძელი მურია მძინარე სტუმრებს
ეს ბიჭი თუალეტშ მიიპარება, თავი მაქვს ტანკივითო თან გაიძახის.
ხედი ჩეჩმიდან :)
ჩეჩმის სახელური :)
მივიარე მოვიარე ეზო კარი გადავიღე რაცხეები, მერე მაგიდაზე დავჭექი ცოტა წავიცმაცუნე და ვალერი მოვიდა აბა ბიჭები გჭირდება უღელტეხილზე ვერ ავდივარ ჩემი ჯიპითო (მიცუბიშ პაჯერო) და მიმწოლი ჯალა მჭრდებაო მეტი რა გზა იყო წავყევით ბევრი ვიწვალეთ და ბოლოს ავედით, გზად მწყემსები გვხვდებოდნენ, ნახირს მიერეკებოდნენ მესტიისკენ, ჩავედით მესტიაში ვიყიდეთ საწვავი, დავბრუნდით და გზად ერთი ფორუმელი ვიცანი რომელიც ხიდისთავიდან სურათებს იღებდა, (უბრალოდ ვიცანი რა :) ) და ასე ღიღინ, ბრიხინ, თუხთუხით ავედით სახლში თან გზაში ლუდი ვიღიდეთ და მივარტყით (გამომაცოცხლა ცოტა) ბარე 2 საათი მოანდომა ამ საქმემ. ამასობაში ხალხი იქვე სოფლის თავში არსებული წმინდა გიორგის ეკლესიაში ყოფილან, და მეც მაინინტერესებდა სასწრაფოდ სახლშ სევარდი, ჩემს მეგობარს ვსტაცე ხელი წამო ბიჭო წავიდეთთქო (ის ახალი გაღვიწებული იყო), ოო მეც მინდოდა შენ გაგახარა ღმერთმაოო და წავედით... ავიარეთ აღმართი, გზად ვაფიქსირებდით ყველაფერს სოფელი იფარი
მდინარე ენგური სოფელ იფარის მიდამოებში
იფარის ხიდი მდინარე ენგურზე მიტოვებული სახლი, ეტყობა ბატონი მოკლეს და გაიქცნენ :)
სად იყო და სად არა ეკლესიასაც მივადექით
სამრეკლო რომელიც ეკლესიის გარეთ არის აშენებული იქვე 10 მეტრში პატარა გორაკზე
ეკლესიასთან მივედით და კარი დაკეტილი დაგვხვდა, წამოვედით გულდაწყვეტილები, მაგრამ სამრეკლოს გორიდან დაბვიძახა კაცმა რომელსაც ეკლესიის გასაღები ებარა და შეგვიპატია ეკლესიაში, თან უნიკალური ხატებიც გვანახა იფარის წმინდა გიორგი, ხატი უნიკალურია რადგან მასზე გველეშაპის ნაცვლად გამოსახულია დიოკლიდიანე.
წმინდა გიორგის წამების სცენა ეკლესიის დასავლეთ კედელზე
ეკლესიაში არსებული შეწირული ხატები
და ღვინითაც გაგვიმასპინნძლდა XVI საუკუნის ოქროს თასით
ნიკოლოზამაც მიირთვა
და ასე მირთმეული წამოვედით ეკლესიიდან, მანამდე ეკლესიის მცვემლა გვითხრა აქ იმის გულისთვის არ უნდა ამოდიოდეთ რო ეს ოქროს თასი ნახოთო და ეს უნიკალური ხატიო, სალოცავად უნდა მოდიოდეთო (ეს შენიშვნა იმის გამო მოგვცა, სანამ ხატს და თას გვანახებდა ჩვენ მოვთხოვეთ, ჩვენი ჯგუფის წევრებს უნახავთ ჩვენამდე და ჩვენც დაგვაინტერესა)
არჩილა და ნიკოლოზა
ჩამვედით თუ არა მძღოლები მზად იყვნენ წასასვლელად, უცებ ავარდით სახლშ და იქ გამოსამშვიდობებელი სიყვარული ჩავატარეთ ვჭამეთ ვსვით და წამოვედით. (მაგარი პატივი გვცა ამ ოჯახმა)
ჩავჯექით ჩვენს ურმად ქცეულ მარშუტკაშ კამაზს ჩავუბით ბუქსირი და წავედით
ხანაც უბუქსიროდ მივგორავთ, გზად კი ის „რაშენ ჯიპ“–ი შეგვდა რომელმაც წინადღით ტალახიდან ამოგვათრია.
დროდადრო მაინც გვიწევდა ჩაბმა 3 ხიდიან სამხედრო კამაზზე რადგან ურემს დაბრკოლებები გადაეახა :)
წოგჯერ სამხედრო კამაზის ლომსაც უჭირდა ასვლა და სრიალებდა თოვლზე, თან მარშუტკას ახოხებდა რაზეც მძროლები საშნელ პანიკაშ ჩავარდნენ :)
ჩვენ კი ამას არ ვიმჩნევდით და ბექას დახმარებით სიმღერას ვსწავლობდით და „ოოოოოოოოო“–ს გავიძახოდით
მანქანას კი მიათრევს კამაზი ისევ
ხან კიდე გავაჩერებდით ხოლმე და იმ ნაზი თოვლით ვერთობოდით და მძღოლებს ვესაუბრებოდით
გზა გავნაგრძეთ...
გადადით გზა დაგვითმეთ... ძროხებოოო :)
ასე ლამაზია ზამთარი სვანეთში
მოკლედ ასე დრიხინ დრიხინით ჩავაღწიეთ მესტიამდე, მაგის შემდეგ გზა ჩვენი ხოდით უნდა გაგვეგრძლელებინა
– მადლობა კამაზს ;)
მესტიის ცენტრში ჩვენმა სტუმარმა და სპონსორმა პიტერმა იქვე მდებარე მაღაზია გაამდიდრა თუ რამე იყო იყიდა ყველაფერი (7 შოკოლადის ნაკრები და 4 ღვინო) მაღაზიის თანამშრომელი ძალზედ გახარებული იყო
თურმე ეს ყველაფერი პეტრეს საჩუქრად უყიდია ჩვენთვის
ჩვენი ურემი დაიძრა, ცოტა ჩვენც მივაწექით დაიძრა ჩვენ კი ფეხით მივზდევთ
და 200 მეტრის გავლის შემდეგ გაჩერდა. მეტი ვერ ავიდა აღმართზე... ამასობაშ მედანიკოლოზი თავს ვიმხნევებთ ასეთ ფორმით
მერე ბექაც ჩაერთო ჩვენს გამხნევებაში
მანქანა ისევ დგას და უცდის ვინმე მადლიანმა ჩაგვიბას და წაგვიყვანოს
ჩვენ არ ვცდებით და იქვე მანქანაშ არსებული ღვინით დავიწყეთ თავის გართობა რომელიც პეტრემ ბექას აჩუქა
დაძვრამდე მანქანას წავაწერე ჩვენი პეტრეს და მთლიანად ჩვენი ექსპეტიციის კოდური სიტყვები ვაი, ვუი, Yee, OK
ბევრი წვალებით და მიწოლ მოწოლით მანქანა გავუშვით მორიგ დაბრკოლებამდე მშვიდათ მივდივართ.
მზე ნელნელა გვტოვებდა და მთის მწვერვალებს ოქროდ აქცევდა
მორიგი დაბრკოლებაც გაიჩითა, აქ ბიჟებმა ვიმარჯცვეთ გაქანებული ურმის კარი გავაღეთ პირველი პრიჟოკი მოვჭიმე... და ტყლაპოში მშვენივრად ჩავარდი.
ურემიც გაჩერდა
მანქანებმა გაგვიარ გამოგვიარა.. კაციშვილი ვერ გვეხმარებოდა ეზარებოდათ ჩვენიჩაბმა, ხან კიდე მანქანას უფრთხილდებოდნენ
მოკლედ ქუთაისიდან ნივა არის წამოსული და ალბათ 1 საათში ჩვენთან იქნება, შებინდდა, ჩვენ კიდე ვიცდით ვიხელთეთ დრო და მორიგი ღვინის ბოდლი გავხსენით.
ამასობაში ჩვენამდე მოვიდა ნივის ეკიპაჟის ერთ–ერთი წარმომადგენელი დაგვითხრა ჩვენგან რამოდენიმე კილომეტრში დიდი სატვირთო მანქანები არის ტალახში ჩავარდნილი და გზა გადაკეტილია... მეტი რა გზა გვქონდა, დაველოდეთ მორიგ კეთილ ადამიანს.. სად იტო და სად არა გამოჩნდა იმ კამაზის მძღოლის ძა ვინამაც იფარიდან მესტიამდე ჩამოგვიყვანა, ამ ბიჭმა ცინა დღით იფარში ჩაგვიყვანა იმ ღამეშ რო დავრჩით სადღაც ტყეში, მოკლედ კარგი ადამიანი იყო, მანქანა დაახლოებით 5 კილომეტრით გასწია წინ, ხოლო ბიჭები კი ფეხით წავედით ამ მანძილზე თან უკვე ბნელოდა. როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს მანქანას საბურავი დაშვებია და ცვლიდნენ
საბურავიც გამოიცვალა და მეტი რაღა დაგვრჩენია (?!) ბუქსირიც გაეძრო :)
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ამასობაში საწვავიც გამოგველია ნივაში, შემთხვევით იმ შუაღამით მანქანამ გამოიარა წაგვიყვანა ახლო მდებარე ბენზო გასამართთან და ვიყიდეთ საწვავი უკან დაგვაბრუნეს და წავიდნენ. ჩამოვედით სვანეთის ბოლო სოფელში სადაც გზად გადაგვიდგნენ ისევ ის სვანები საწვავზე ვინც დაგვეხმარეს, გინდა თუ არა ჩამოდით დავლიოთოო ჩვენც იძულებული გავხდით დაგველია, თან გვინდოდა :) და პურმარილიც გაიშალა
აქ პიტერმა ერთი ტრიუკი ჩაატარა, მოვიდა სიცილ ღიმილით ერთი ჭიქა დაგვილია და ამხენა სვან ხალხს და პლიუს ამხელა ჩვენ–ს :)) კრეკერები მოგვარა და დაგვტოვა დასაოლებლის გარეშე, სვანებმა კიდე კაი ეს იუმორად მიიღეს თორე... :) მოკლედ წავიდნენ ისევ 2 კრეკერი იყიდეს და ერთი პიტერს გაუგზავნეს მეტი არ მოხვიდე აქო მეორე ჩვენ დაგვითმეს სუფრაზე სუფრა შედგებოდა კრეკერით, 2 ლუდის ბალონით, და 2 პოლიტრით :) მოკლედ იქ დარჩენაც შემოგვთავაზეს მაგრამ გოგონებისდა მძღოლების დაჟინებული თხოვნით ვიუარეთ თან უკვე ღამის 3 საათი იყო და გვინდოდა ქუთაისი რა... ბევრი ხვეწნა მუდარით გზა გავნაგრძეთ... მაგრამ სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრში, ჯვრის უღელტეხილზე სამხედრო გზაზე გზავალი იყო ჩამოწოლილი და იწულებითი გაჩერება მოგვიწია, იმ ყონულში მანქანაშ გავათენეთ ღამე ვის რა პოზაში ეძინა უკვე ფანტაზიები არ მეყო რო დავწერო... :)) დილით გათენდა თუ არა მივედი შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად და აი ფაქტიც...
სატვირთო მანქანებმა ეს დიდი ლოდები გადაათრიეს გადმოატრიეს, თან მეორე მხრიდან 3 მანქანა სამხედროები იყვნნ გაჩერებული რომელიც კოდორის ხეობაში მიდიოდნენ გეგმით გათავალისწინებული როტაციისთვის.. გზა გაიწმინდა და სამშვიდობოს გამოვედით ბევრი სიარულის შემდეგ ჩამოვედით ზუგდიდში, მერე ჩვენს ნივას თავზე ტაქსის ნიშანი დავადეთ რო არ გავეჩერებინეთ პატრულს და გზა ასე გავნაგრძეთ
ზუგდიდში ახალი საბუქსირე მასანაც ვნახეთ, წითელი რაფი, რადგან ნივას უკვე ცეპლენია დაეწვა და ვეღარ გვწევდა ასე ვიარეთ სამტრედიამდე. სამტრედიიდან ქუთაისის შესასვლელამდე ახალი საბუქსირე რაფი გავჩითეთ და ჩვენი 4 დღიანი ვოიაჟიც ქუთაისში შესვლისთანავე დასრულდა მადლობთ პატივცემულო მკითხველებო :) yee, OK!.. მიშგულადე

Comments

Tiko said…
ჰეჰეეე : ))) თქვენი სურათები ნანახი მაქვს ყველა : ))) ნანუკას კომპში : ))) პიტერა მაგარი კაცია ძალიან –ნანამ რომ მომიყვა რაც სვანეთში გადაგხდათ ძალიან ბევრი ვიცინე : )))))
Apachi said…
მადლობა გენაცვალე მოკლედ პიტერა მაგარი კაცია :)
Katiée.Ge said…
eh ra siamovnebiT cavidodi exla svanetshiii
Tiko said…
ეხლა მაისს ელოდება : ))) შატილში უნდა წასვლა და უკვე ბილეთი აიღო და ჩემოდანს აზის : ))))))