როგორ დაკრძალეს ზვიად გამსახურდია

დავპოსტიალობდი ჩემთვის ფორუმზე, პოლიტიკის განყოფილებაშჲ და უცებ ერთი კარგახნის დავიწყებული თემა გაიჩითა (დავიწყებული საზოგადოებისგან და არა ფორუმლებისგან)
ფორუმ.გე

გთავაზობთ ჩემს ბლოგზე


 ჯოჰარ დუდაევი ემშვიდობება თავის მეგობარსა და მასწავლებელს.
თვითონ ჯოჰარს არ ეღირსა ასეთივე პატივით დაკრძალვა
 
საქართველოს უზენაეს მთავარსარდალს სამხედრო წესისამებრ საბრძოლო მანქანაზე გამობმულ ქვემეხის ლაფეტზე დასვენებულ საქართველოს დროშაგადაფარებულ კუბოთი მიასვენებენ
 
საქართველოს უზენაესი მთავარსარდლის კუბოს ჩეჩენი მეომრების საპატიო ყარაული მიაცილებს - ეს სიმბოლოა დროის სიდიადისა და ტრაგიკულობისა
 
კავკასიის მთების ტრადიციისამებრ მებრძოლ პრეზიდენტს დაობლებული ცხენი მიაცილებს
 
სამგლოვიარო პროცესია გროზნის მთავარ მოედანზე სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბოლო პატივს მიაგებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ჩეჩნეთის მთავრობა, ათიათასობით ჩეჩენი, ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალები
 
სამგლოვიარო პროცესიას წმინდა ჯვარი მიუძღვის წინ
ასობით ქართველი ჭირისუფლი ჩამოვიდა საქართველოდან თავის პრეზიდენტთან გამოსათხოვრად
 
დახრილი და დამწუხრებული საქართველოს დროშები

პ.ს. პრეზიდენტი გამსახურდია უდიდესი პატივით დაკრძალეს ჩეჩნეთში. მთელი ეს დღეები ჩეჩნეთში გამოცხადებული იყო გლოვის დღედ და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიები აკრძალული. პრეზიდენტის ცხედარი მთელი ეს დღეები დასვენებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტის სასახლეში სადაც საპატიო ყარაულში იდგნენ ჩეჩნეთის მთელი მთავრობის წევრები, ეროვნული ხელისუფლების წევრებთან ერთად.

გლოვის დღეებში, ჩეჩნეთის ტელევიზიით გადაიცემოდა ქართული საეკლესიო გალობანი, ხოლო დაკრძალვის დღეს, გროზნოს ცენტრში ასევე ჩართული იყო ქართული საგალობლები....

------------------------------------------------------------------------
ეს კიდე ვიდეო რომელიც იგივე თემაში იყო და ვიღაც ჩეჩენი მღერის



ჯოჰარ დუდაევის მიმართვა

Comments