Thursday, November 29, 2012

ხვამლი - მისტიური მატერია


წინასიწყვაობა
  
მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, დიდი ნიჭიერებით არ გამოვირჩევი მითუმეტეს ვწერო ისეთ მისტიურ რეალობაზე რასაც ხვამლი ქვია, თუმცა გადავწყვიტე ჩემი დამოკიდბულება ხვამლის მთის მიმართ დამეწერა ამ ბლოგში და წარმოგიდგინოთ საქართველოს მნიშვნელოვანი განწი რომელიც არამარტო სქართველოს, არამედ სამყაროსთვის არის „სიბრძნის ქვა“ და ცივილიაციის ერთერთი კერა, რომელსაც უკავშირდება მითი და რეალობაც, ამირანი/პრომეთე, არგო, ეგვიპტე და ასე შემდეგ. ეს მთა კი ყველა მნახველისთვის მიზიდველია და ქუთაისიდან დანახული კი განსაკუთრებულად „მისტიური მატერიაა“.

მატერიალური მისტიკა

ხვამლის მთა  -  ჩემთვის მნიშვნელოვანი წერტილი (ზღვის დონიდან 2002 მ), რომლის მიღწევასაც 30 წლის მანძილზე (ხოლოშეგნებული ცხოვრების დავიწყებიდან, დაახლოებით 15 წლიდან) 8-ჯერ დაგეგმილი და ვერ შეხებული, თუმცა მე-9 ჯერზე საკმაოდ თავდაჯერებული და ამაყი იმით რომ ხვამლის მთა ჩემს ფეხქვეშაა, მე კი უფსკრულზე ვდგაავარ საიდანაც ჩემთვის ქალაქების ქალაქი, რომელიც მსოფლიო ქლაქების სიაში ერთერთი უძველესია - ქუთაისი ჩანს.
 ყველაზე უმოკლესი მანძილი ქუთისიდან 3 საათ ნახევარში ხვამლის წვერზე დაახლოებით 70 კმ. რომელსაც წყალტუბოს გავლით სოფელ ოყურეშიდან მანქანით გაივლიდა უმაღლეს წერტილამდე დაახლოებით 3 კილომეტრის ფეხით გავლის შემდეგ მოხვდებით.
პირველი როცა მთაზე ახვალ გეუფლება გრძნობა რომ ძალიან უზღვავი რაოდენობის თავისუფლება მიიღე შინაგანად, სხვა სამყაროშჲ აღმოჩნდი სადაც შენ და მარტო ის პატარა საწდარია რომელიც ყოველთვის დიდ მასპინძლობას უწევს იქ ასულ „გზა აბნეულ“ მოხეტიალე რაინდებს. თითოეულ წუთს, წამს განსაკუთრებული ფერი, განწყობა მოაქვს. არცერთი წამი არ გავს ერთმანეთს და ყოველი დროის გასვლის შემდეგ სულ სხვა ფერებში სულ სხვა ეიფორიით იმუხტები და დიდ ენერგიას აძლევ საკუთარ თავს, ფაქტიურად განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა რუტინული ცხოვრების გზაზე.
ლეგენდები ხვამლის მთის შესახებ იყწება ამირანიდან (ქართული მითოსის გმირი, ხოლო ბერძნულში პრომეთე) ზევსის მიერ დასწილი ღმერთკაცი რომელმაც კაცობრიობას ცეცხლი ჩამოუტანა, ზუსტად ამ მისტიური ადგილიდან, ხვამლიდან, ცეცხლი რომელიც ცივილიზაციის და განვითარების საწყისია. არგონავტები რომლებიც განძის წასაღებად ესტუმრა სტუმარ მასპინძლობით განთქმულ ჩვენს/ ჩემს საყვარელ ქუთაისს ზუსტად, ხვამლიდან ჩამოტანილი წივილიზაციად ქცეული განძის წასაღებად წამოვიდნენ და წაიყვანეს თან კოლხი ქალი მედეა რომელიც ზევსის მიერ დასჯილი მითჲური არსებების ცრემლებით აკეთებდა იმ ჯადოსნურ წამლებს რომლითაც შემდეგ გაითქვა სახელი და მედიცინადაარქვეს.
გარდა ამისა ევროპელი ფანტასტებისთვის ხვამლის მთა ყოველთვის იწვევდა ბუმბერაზ ენერგეტიკას რომელიც შემდეგ მათფანტაზიებში აისახებოდა, ზუსტად ასეთი იყო ჟიულ ვერნი რომელმაც თავის სათავგადასავლო რომანშიშეუპოვარი კერაბანი ხვამლის მთა ზედმიწევნით აღწერა, მითუმეტეს რომ მას არც არასდროს ენახა ეს ქართული (ზოგადსაკაცობრიო) განძი. დადმოცემით მეორემსოფლიო ომიდ სროს კავკასიაზე მომდგარი ჰიტლერის ჯარი, ოპერაცია ედელვაისის დროს, რომელიც სვანეთიშ მთებში ჰიტლერისთვის კრახით დამთავრდა, ზუსტად ხვამლის მთაზე ჩაკარგულ განძის მაიებლებზე გვიამბობს, ჰიტლერი ეძებდა ძმინდა გრაალს რომელიც სავარაუდოთ იმ განძთა შორისაა რომელიც დღემდე იზიდავს მკვლევარებს.
ხვამლი - განძსაცავი რომელსაც დღემდე იკვლევენ და ჯერ კიდე ვერ გამოკვლეული მთა, სადაც დღემდე მიდის ძიება განძის რომელმაც გაჭირვების დროს ქვეყანა უნდა გადაარჩინოს, ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით.
ბევრი რომ არ გამიგრძელდეს აუცილებელია ერთხელ ნახოთ ხვამლი და დააკვირდეთ კარგად, შორიდან, კარგად დაკვირვების შემდეგ აუცილებლად გაგიჩდებათ მისი მონახულების სურვილი და როცა მოინახულებთ ჩათვალეთ რომ მისტიკის ნაწილი ხართ.
და კიდე ერთიც, ხვამლის მთა იმაზე უფრო ძველია ვიდრე ჩვენ გვგონია, გადმოცემით ის ბიბლიურ წარღვნამდე არსებობდა და სამწაროს ჩამოყალიბებასთან ერთად შეიქმნა როგორც დედამიწის ცენტრი, ხოლო წარღვნის შენდეგ როცა დედამიწა წყალმა დაფარა იქ ბინადრობდნენ მოლუსკების წინაპრები. ამონიტები ხვამლზე მრავლად გვხვდება ერთერთი მაგალითი რომელიც ხელში მიკავია ვიპოვეთ ხვამლის წვერზე და ასაკი დაახლოებით 20 მლნ წლის წინანდელია. 

Apachi 2012 წლის 29 ნოემბერი


საინტერესო ვიდეო!

 

1 comment:

bunbunlandia said...

მე წელს ვიყავი ხვამლზე, ერთი ღამე მეცხვარეების ქოხში გავათიე და მეორე დღეს ფეხით ავედი ეკლესიამდე/ჯვრამდე. მაღალი გრანდიოზული მთა/მწვერვალი არაა, მაგრამ მართლა ძალიან მისტიურია, დღისით-მზისითაც კი, და რაღაცით საბერძნეთის მეტეორას წააგავს, იმჰო. ისეთი რამეა, ცხოვრებაში ერთხელ აუცილებლად რომ უნდა მოინახულო.