4000 წლის ქალაქი - რომელიც დღესაც „ცოცხალია“ ალბათ თითზე
ჩამოსათვლელია პლანეტაზე, ამ თითზე ჩამოსათვლელ
ქალაქებში ჩემი სიამაყე ქალაქიც არის.
ქუთაისი - ქალაქი რომელიც განწირულია „არაფლისთვის“,
ქალაქი რომელის სიძველეზე მხოლოდ ისტორია (ძვ. წ III საუკ-დან) და დოკუმენტური წყაროები გვიყვებიან მითებს,
ლეგენდებს, აია, კვიტაია, ქუთათისი, ქვათათისი და ა.შ. მრავალჯერ იცვალა ქალაქის სახელი
ვიდრე დღემდე მოაღწევდა სახელი „ქუთაისი“.
ისტორია ტყუილად არ მიხსენებია და არც თავში 4000 წელი,
ქუთაისი არის ქალაქი რომელშიც მატერიალურად სიძველეს ვერ ნახავ გარდა თეთრი ქვებისა,
რომელიც იმაზე ძველია ვიდრე ის იტორიული დოკუმენტები რომელიც ამ ქალაქის შესახებ არის
შემონახული. ქუთაისში ვერსად ნახავ 4000 წლის ან ცოტა უფრო ადრეული ხნის ნაგებობას
რომლითაც შეიძლება დაუმტკიცო რიგით სტუმარს რომ ქუთაისი ძალია ძალიან ძველია. გავმეორდები
- ქუთაისში ანტიკური არაფერია გარდა თეთრი ქვებისა და და იმ ამაღლებული გორისა რასაც
„უქიმერიონის“ გორა ქვია, სადაც იყო ძველი ციხე-ქალაქი და საიდანაც დიდი დიდი „აიეტ
კვიტაიელი“ გადმოჰყურებდა რაჭიდან მომავალი რიონის გაშლილ მდორე დუდღუნს.
ანტიკურობას თავი დავანებოთ და ოდნავ ჩვენს რეალობაში
გადმოვიდეთ და ვიკითხოთ რას ვაკეთებთ? რას ვქმნით? და რა გვინდა საერთოდ სამომავლოდ
ქუთაისლებს ქუთაისისთვის?! დარწმუნებული ვარ ოდნავი პაუზა იქნება, შემდეგ დაფიქრება
და სიტყვების ძიება რითაც გინდა ჩამოაყალიბო და ახსნა - თუ რა გინდა? ვინ ხარ? რატომ
გინდა? და საით გინდა წავიდეს ქალაქის განვითარება. (უბრალოდ აქ დავამატებ ერთს ქუთაისში
ჩვენ არ გვაქვს სათაფლია (წყალტუბოს ეკუთვნის) გელათი, მოწამეთა (ტყიბული) და გვაქვს
უქიმერიონის გორა, მწვანე ყვავილა რომლის მნიშვნელობა ბევრმა ქუთაისელმა არ იცის.)
ერთი დიდი მინუსი გვაქვს ქუთაისლებს რაც მარტო ქუთაისური
პრობლემა არ არის და ზოგად ქართული პრობლემაა... სულ წარსულზე ვფიქრობთ გავიძახით ეს
ვიყავით, ეს გვქონდა, ეს შევქმენით, ეს გავზარდეთ და ა.შ. ამის დავიწყებაც არ იქნება
მთლად მართალი მაგრამ ყოველთვის ვეცადოთ ვეძიოთ რელური ხელ ჩასაჭიდი, რითაც საკუთარ
თავს დავუმტკიცებთ რომ ვართ ძველები, ვართ ამაყები და ეს სიამაყე ტყუილი არ არის და
ვართ მიზანმიმართულები იმისკენ რომ ქალაქს ქონდეს ფუნქცია, ქალაქს ქონდეს განვითარების
საშუალება და არ ვიცხოვროთ „არაფრისთვის განწირულ რეალობაში“
და ბოლოს ერთი ჩემი გარდაცვლილი, კაი ქუთაისელის სიტყვებს
სიტყვებით დავასრულებ ამ ბლოგს
„ქუთაისი ქალაქი არაა, ქუთაისი არის გრძნობა!“ - ვახო
კენჭაძე
იგრძენით ქუთაისი ხალხო!
Comments