90-იანების ქუთაისი XXI საუკუნეში


შეხვედრა წარსულთან - რომელიც ნამდვილად მოსანატრებელია, გახსენდებათ ალბათ 90-იანების ქუთაისი, როცა საერთოდ გაპარტახებული, გავერანებული, მიტოვებული, ამას დააფრის ემატებოდა მთქმელი სახეები, ან ყველაფრის მთქმელი და ტანჯული.

ამ ყველაფრის მიღმა ქუთაისშ ხდებოდა ის რისი მონატრებაც შეიძება, რისგამოც მოგენატრება 90-იანები ადამიანებს, კი მართალია მაშინ ბავშვი ვიყავი, პურის რიგებში მიწევდა ყოფნა, მაგრამ ბევრჯერ რიგშ არ ჩავმდგარვარ და გავპარულვარ, "მშიერი დამიტოვებია" ოჯახი, იმის გამო რომ სადღაც იქვე ახლოს სარდაფშ, ან მიტოვებულ შენობაში უკრავდა ვიღაც ჩახრეწილ ხმიანი კაცი, კედებით და დახეული ჯინსებით, კიდე მესმოდა სიმღერა ნამგალზე და უროზე, და მოკლედ აკუსტიკური სიამტკბილობები ხდებოდა და მუხტი რომელიც აუცილებელი იყო იმ დროინდელ "გრუზავიკებში" მოქონდა, აზროვნებდა, ფეტქავდა და უემოციო სახეების აფერადებდა, პროტესტის გამოხატვის თავისებური ფორმით, "აიას" ლუდის წრუპვითა და "კარბიტის" არაყის სმით ერთმანეთს უფერადებდნენ ცხოვრებას, იყო აუტსაიდერი, არქეოპტერიქსი, ბუნკერი, ბესთ ჰისტორი, გოგა ჟორჟოლაძე, ალკო, რეფლექსი,ხუან პაბლო ტატოია, არტ კლუბი "მესამე კლასის ვაგონი", "ნიღბების კლუბი" და ასე შემდეგ. ნუ უფრო 90-იანების მეორე ნახევარი მეტად მახსოვს რადგან ის პირველი ეტაპი რომელიც 91-93 წლებში გავიარე შეიძლება ითქვას წარმატებული, ფერადი იყო ჩემს ცხოვრებაშ მიუხედავად იმისა რომ პურის, ცომის რიგებში ვაცდენდი ბავშვობის წლებს. 

ეს იყო შესავალი, ახლა აი ამ "90-იანების ქუთაისი XXI საუკუნეში" მინდათ გესაუბროთ, რომლითაც მე პირადათ  მანებივრებს "პალატი",  ხშირად ხდება იგივე სპონტანური,"მუხტ ალესილი", ძარღვებ დასაბერი ენერგიული სპონტანური სიგიჟეები რომლითაც ვიქარწყლებ იმ ნოსტალგიას და მუნჯივით ვდგავარ და ვუსმენ, პარალელებს ვავლებ წარსულსა და აწმყოში, რაც მაფიქრებინებს იმას რომ სიცოცხლე ღირს იქ სადაც არაფერი არ ხდება, და იქ სადაც არაფერი არ ხება შენ შეგიძია მოახდინო ისეთ რამ რითაც მთელს ქვეყანას აალაპარაკებ, ცხოვრებას გაიფერადებ და ბედნიერი იქნები იმით რომ, გაქვს საშუალება არსებობდეს პალატი შეს ბავშვობას კიდევ ერთხელ გადაუფრინო, ზევიდან გადახედო და დადებით ემოციებით, შუაღამეზე წახვიდე და ტკბილად დაიძინო.

Comments