Friday, August 8, 2014

ქუთაისი - იღბალი უნდა ყველაფერს, მათშორის "ქალაქის ცხოვრებასაც"



ძალიან მინდა ბოლომდე წაიკითხოთ!
------------------------------------
ქუთაისი - იღბალი უნდა ყველაფერს, მათშორის "ქალაქის ცხოვრებასაც", კი მართალია ქუთაისის ისტორია ძვ. წ. მე-3 საუკუნიდან იწყება მაინც, მისი სიძველისდა მიუხედავად უიღლო ქალაქების სიაშია, რომელიც ცოცხალმკვდარი არის, მაგრამ არის და მარადისობის კანონის არ არღვეს, ცხოვრობს, კვალს ამჩნევს და მიდის ენერგია გამოცლილი მაგრამ მთავარია მიდის და ტოვებს ღრმა ნაკვალევს რომლის დანახვა ან არ გვინდა, ან გვინდა და არ ვინჩნევთ, ან ვხედავთ და არ ვაღიარებთ.

ჯერ იყო და... მითოლოგიაშიც წაგვართვა არგონავტებმა ყველაფერი და დაგვტოვა ჩალა გამოვლებული ე.წ. ოქროსაწმისის და მედეას "კაი ქალობის" გამო... ნუ ეგ არაფერი, ჯანდაას მითია, ზღაპარია მაინც და ჩავთვალოთ რომ რეალობასთან არაფერ შუაშია მაგრამ ფაქტია დაფაქტადვე რჩეა ზღაპარშივე.

ცოტა აქეთ გადმოვინაცვლებ, უფრო შუა საუკუნეებისკენ და ყველასათვის სამახსოვრო ფაქტებზე დავიწყებს საუბარს, საქმე ეხება დავითის მეფობის ხანას, უფრო სწორად დავითის გამეფების დროს, 1073 წელს როცა ის მცირეწლოვანი ავიდა ტახტზე და ქართული ქუთაისიდან გადაწყვიტა წასულიყო არაბული ყაიდის ქალაქში ტახტზე დასაჯდომად, არც თუ ისე მარტივი იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რადგან იმ დროისთვის ქუთაისი მნიშვნელოვნად და კარგად ცხოვრობდა ქართული რეალობისთვის, განვითარეული იყო ვაჭრობა და მანუფაქტურილი მეურნეობები, ნუ მოკლედ ისტორიულად კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი გახლდათ იმ პერიოდის საქართველოსთვის და მნიშვნელოანი ზურგი. ხოდა იმის თქმა მინდა ამ განვითარებულ განათლებულ გაბრწყინებული ქალაქიდან გადავიტანეთ დედაქალაქი თბილისში, ასეც უნდა მოქცეულიყო ჩვენი ჭკვიანი და დიდი მეფე, და დაუფასა კიდეც ამაგი ქართველმა ხალხმა როდესაც გაპარტახებული გავერანებული და დაჩოქილი მულტიკულტურული თბილისი ფეხზე წამოაყენა, რის შემდეგაც მთელი ეს "ავლადიდება" გადაცხოვრდა თბილისისკენ, რაც ლოგიკურიცაა.

ქუთაისი საგანმანათლებლო კულტურული თვალსაზრისით, სტრატეგილი იყო იმდროინდელი მთავროისთვის, მიუხედავად იმისა რომ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩამოაშორეს. ეგ არაფერი.

შემდეგ ისტორია როგრ ვითარდებოდა ამას აღარ მოვყვები მარა მოვადგები მეფის რუსეთს როცა საქათველო გაიყო 2 გუერნიათ, ტფილისის და ქუთაისის გუბერნიებად. 1846 წელს შეიქმნა ქუთაისის გუბერნია რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმდროისთვის ქალაქის ცხოვრებისთვის, დაეტყო კიდეც ქალაქს, მოსახლეოა გაიზარდა, ნელნელა განვითარდა ვაჭრობა, ხელოსნობა, საიუველირო "ბიზნესი" ხოდა ამუშავდა ასე ფუნქცია შეძენილი ქალაქი .

1877 წელს როცა რკინიგზას ქუთაისში უნდა გაევლო მეფის ნაცვლების "კეთილგანწყობით" მოხდა გვერდის ავლა და ქუთაისი დარჩა სარკინიგზო ჩიხად. პირველი დიდი უიღბლობა "თანამედროვე" ქალაქის ცხოვრებაში. ამის შემდეგ იყო ამ საგუბერნიოს გაუქმება 1917 წელს როცა ქუთაისმა ისევ დაიწყო დაღმასვლა, მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გადავიდა ქვეყნის დედაქალაქში, ნელნელა დაიწყო ქალაქმა ისევ კვდომა.

მერე იყო გაგანია ინდუსტრიალიზაცია მე-20 საუკუნის 40-იან წლებში, ქალაქი ისევ ფუნქციური ხდება და იწყეს ისევ ზრდას, საკავშირო მაშტაბით ერთერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრები აჩნდა, არ შეიძლება რომ არ აღინიშნოას ჩვენი შინმოუსვლელი "კოლხიდა"-კაზ(KAZ)-ი, ელექტრო-მექანიკური ქარხანა, სატრაქტორო ქარხანა, აბრეშუმის ქარხანა და ა.შ. მოკლედ შევძინეთ ამ ქალაქს ფუნქცია. 90-იანებამდე შევინახეთ და მერე კომუნიზმთან ერთად დავშალეთ ყველაფერი, გავყიდეთ და არ შევინარჩუნეთ, მოკვდა ქალაქი ისევ დაცარიელდა, ფუნქცია აღარ ქონდა... ასე გაგრძელნდა 21-ე საუკუნისას 10-იან წლებამდე მერე 2010 წლის ბოლოს გადაწყდა ქუთაისის ფუნქცია რომ უნდა ყოფილიყო საპარლამენტო ქალაქი 2012 წლიდან, ფუნქცია ისევ გაუჩნდა ქალაქს, მოკლე ვადიანი პერსპექტივით, ქალაქი არ გაიზრდებოდა და არ განვითარდებოდა მაგრამ ნიშნები იყო იმ 2 წლიანი მუშაოის პერიოდშ ქალაქის განვითთარებისა, თუმცა... 2 წელში მოკვდა, ფუნქცია აღარ აქვს, რკინიგამ აუარა მეფის რუსეთის დროს, ახლა მალე ცენტრალური სავტომობილო გაც აუვლის და ე ჩვენი სარკინიგზო ჩიხი საავტომობილო ჩიხად იქცევა, პერსპექტივა კი არსად ჩანს განვითარების.

მადლობთ - აპაჩი 2014 წლის 8 აგვისტო



No comments: