ინფო ტური ბათუმში - პირველი დღე

8 ოქტომბერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კომპანია კოლხატური მიიწვია ინფოტურზე აჭარაში.

გავემგზავრე ბათუმისკენ, ქუთაისიდან 12-ს ნახევარზე გამოვედი და დაახლოებით 2-ს ნახევრისთვის უკვე ბათუმში შემოვედი.

ერთერთი ულამაზესი ქალაქია ბათუმი თანამედროვე საქართველოს მასშტაბით, ტურისტული ინფრასტრუქტურა საკმაოდ კარგად არის განვითარებული, ამაზე მერე... თანდათან გაეცნობით.


3 საათამდე უნდა დავბინავდე სასტუმრო დივანში, სასტუმროს მაღალი კლასის მომსახურება და კომფორტი




პირველივე შესვლისთანავე იგრძნობა, ხოლო ნომერში შესვლისას სტუმარს ხვდება პერსონალური ღია ბარათი და ტკბილეული, რაც დამერწმუნებით სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ

 დავბინავდი და გავედით.


 ადგილობრივი სამზარეულოს გასაცნობათ, კერძოდ, კაფე რეტროში



 გიას აჭარული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად, გია საკმაოდ ცნობილი მზარეულია ბათუმში, ცომ გამოცლილი აჭარული ხაჭაპური გიას მიერ ყოფილა შემუშავებული პირველად.




შემდეგ იყო აჭარის რედისონ ბლუ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის სასტუმროა მარტო საქართველოში კიარა ამიერ კავკასიაშიც კი ისევე როგორც სხვა საკმაოდ ცნობილი ბრენდები რომელიც საქართველოში სასტუმრო ბიზნესშია ჩართული


რედისონის გაცნობის შემდეგ იქვე მდგარი ჩვენი ტრანსპორტით, რომელიც ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტს ეკუთვნოდა გადავინაცვლეთ ერას მოედანზე.


ერას მოედანზე რამდენიმე ფოტოც გადავიღეთ, დავათვალიერეთ იქაობა.


ამის შემდეგ კი შედარებით დაბალ სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო "მონტე კარლოს" დასათვალიერებლად რომელი იმყოფება ძველ ბულვარში.




მონტეკარლოს შემდეგ კიდევ ერთი ვიპ სასტუმრო კომპლექსი უნდა დაგვეთვალიერებინა, რომელიც მდებარეობს ძველ ბათუმში, პიაცას მოედანზე.




 საკმაოდ საინტერესო სასტუმროებია მთლიან კომპლესში, პირველ სასტუმრო იყო კოშკში სადაც ნომრები ერთმანეთს არ გავდა და აბსოლიტურად განსხვავებული ოთახები იყო.




მეორე სასტუმროში იყო მწეველების და არამწეველების სართული რომელიც კედლის ფერებით იყო გამოყოფილი, აქ ძალიან სადა და ლამაზი ნომრები იყო.




ხოლო მესამე სასტუმრო -  რომელიც საკმაოდ კომფორტული და ძვირადღირებული არის, თან თავისი ფაბი გააჩნია და ცოცხალ მუსიკას თავაზობენ სტუმრებს.


ერთი საკმაოდ საინტერესო ოთახი აღმოვაჩინეთ, ოთახი რომლსაც ქონდა მრგვალის ფორმა მთლიანად იყო საძინებელით დაკავებული რომელსაც ოთახის სიმრგვალე ქონდა


პიაცადა ძამოვედით გიდთან ერთად, ღამის ბათუმის დასათვალიერებლად, საკმაოდ საინტერესო არის ბათუმის ისტორიის გაცნობა ადგილზე მაგრამ, გირჩევთ არ შეგხვდეთ პრო რუსი გიდი და ეცადეთ მოიძიოთ ქართველის გაკეთებული სიკეთე ბათუმის ისტორიიდან.


საინტერესო ისტორიის მოსმენის შემდეგ მოვიდა 8 საათი, გავემართეთ რესტორან "ძველი ბულვარისკენ" ჩვენი პირველი დღე აღნიშნეთ, ერთმანეთი უკეთ გავიცანით

 
რესტორნიდან წამოსულები ისევ ღამის ბათუმის სანახავად წავედით, ოღონდ ამჟამად სიმაღლიდან უნდა დაგვენახა ბათუმი ღამით.

დღეც ასე სასიამოვნოდ დასრულდა და მადლობა ბატონ მიხეილს ჩვენი დახვედრისთვის.

Comments