ნამოხვანის სტუმრები და გაურკვეველი რეალობა

7 თებერვალს ქალაქ გარეთ ვიყავი, ქუთაისში დავბრუნდი საღამოს 5 საათისთვის, გავუარე მეგობარს და გადავწყვიტეთ ნამოხვანში წავსულიყავით, გზაზე, ქუთაისიდან 5-6 კილომეტრის მონაკვეთში გადანაწილებული, 3 საპოლიციო ეკიპაჭი დაგვხვდა პიკაპებით და საპატრულო ავტომობილებით გაჩერებული, აკონტროლებდნენ მოძრაობას, გადავწყვიტე "Facebook პირდაპირი" ჩამერთო, უჩვეულო იყო ჩემთვის ეს სიტუაცია ამ გზაზე, ხშირად მიწევს ხოლმე აქ სიარული და მსგავსი არასდროს მენახა 90-იანების შემდეგ.

 

"Facebook პირდაპირის" ნახვის შემდეგ მეგობარმა დამირეკა, უკვე დასრულდა და 10 წუთია რაც სახლში მივედიო.

ჩვენ მაინც გავაგრძელეთ გზა, დაგვაგვიანდა ფაქტია, მეგობარს ვუთხარი წავიდეთ, ისე მაინც გადავიღებ, არქივისთვის ფოტოებს, ნამოხვანში საპროტესტო ლოკაცაის ვნახოთ როგორია აქციის მერეთქო.

მივუახლოვდით ნამოხვანს და გზად დიდი ავტო კოლონა შეგვხვდა, საპოლიციო ძალების, უკან ბრუნდებოდნენ დისლოკაციის ადგილას, მომიწია გზის დათმობა და გავატარე ეს კოლონა დაახლოებით 4 წუთი ვიდექი, ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა ფაქტი, როცა სახელმწიფო მართალია ხალხთან მგონია რომ მსგავს ძალისხმევას არ ხარჯავს მათ დასაწყნარებლად, მითუმეტეს რეალობა გვაქვს სხვა, ქვეყანაში გვყავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დატყვევებული ახალგაზრდა ხალხი.

გავაგრძელე გზა, მივედით იმ კარავთან სადაც ღამეს ათევდნენ „რიონის ხეობის მცველები“, ქვედა მხარეს ახალი კარავიც დაუდგამთ წყლის ნაპირზე, შედარებით კომფორტული, გამოველაპარაკეთ ადგილობრივებს, რამოდენიმე ფოტო გადავიღე არქივისთვის.

მერე გაუჩნდათ იდეა, ცოტა მოშორებით დადგმული ის ჯვარი გადამეღო რომელიც, რამოდენიმე ხნის უკან სოფლის მკვიდრებს, გორაკზე გაუკეთებიათ, ბეტონიც დაუსხამთ და მოუპირკეთებიათ.
როცა მივედით დაკეტილი ზონა დაგვხვდა სადაც უცხო პირთა შესვლა იკრძალებოდა, კერძო ტერიტორიაა და არ შეიძლებაო გვაფრთხილებდა წარწერა.

მანქანა ოდნავ მოშორებით დავაყენე, იქვე ლამაზი ჩანჩქერის წინ, მანამდე ბატონ ელგუჯასთან, საერთო ნაცნობებიც გამოვნახეთ, მანქანაში საუბრისას და უფრო გაიხსნა და ნდობა გაუჩნდა ჩვენს მიმართ.

ფოტოაპარატიც მანქანაში დავტოვე, დაცვა მეგონა იქ იქნებოდა და არ მინდოდა გამეღიზიანებია, ჟურნალისტი, პროფესიონალური ფოტოაპარატი და ა.შ. "საპოლიციო საზოგადოებისთვის" ძალიან მიუღებელი რამ არის, ჩემთვის მთავარი ფოტოთი ნათქვამი ისტორია იყო, ამისთვის სმარტფონიც მაკმაყოფილებდა.

როცა ავედით ადამიანის „ჭაჭანება“ იქ არ იყო,  პირველი რაც თვალში მოგვხვდა წაქცეული დროშა გახლდა, გიომ დროშა გაასწორა და შემდეგ ჯვრის ძიება დავიწყეთ.

ბატონი ელგუჯა მეგვგზურობდა, ის ლეჩხუმის ლამაზი სოფლის, საჩხეურის მკვიდრია,

დაგვიძახა: „მოდით ბიჭებო, აქ ჯვარი დავდგით, აღარ არის, ჩემი ხელით მოვაპირკეთე ლამაზად ქვებით და გავამაგრე! დავითრგუნეთ ცოტა ჩვენც და ისიც, ჯვარი რწმენის სიმბოლოა და ხელშეუხებელი რამ არის ჩემთვის.

დავბრუნდით უკან მანქანისკენ, გზად მეწყრულ ზონებზე გვესაუბრებოდა, მთის ჩამოშლილ ქანებს გვანახებდა და გვეუბნებოდა, ეს მთა სულ ასე, ბეტონში იყო ჩასმული მაგრამ ახლა ხომ ხედავ როგორი ჩამოშლილია და როგორ ფიქრობთ დაამაგრებს ეს ბეტონი ამ მთასო?!


დავემშვიდობეთ, საიდანაც წამოვედით იქ მივიყვანეთ ბატონი ელგუჯა და ქუთაისისკენ წამოვედით,  საბოლოო ჯამში კი დაგვრჩა საზოგადოება რომელიც შიშველი ხელებით იცავს თავიანთ მიწა წყალს, მამა-პაპის საფლავებს, საგვარეულო სახლებს და იმ ტრადიციებს და გარემოს რაც თავიანთ სოფელს გამოარჩევთ სხვა საქართველოსგან, პარალელურად კი მეორე საზოგადოება რომლებმაც ფულის სანაცვლოდ გაყიდა ის რაც  სხვებისთვის ღირსებაზე მაღლა დგას, ამ ყველაფრით კი ხელს ითბობს ის ვისთვისაც იყო არის და იქნება მთავარი ფული ხოლო ჯვარი უბრალო რკინის ჯართია!



Comments