იამაყე რომ ხარ ქართველი!

 რა მინდა რომ გითხრათ!

ყბა დაღებულ თემაზე "ქართველობაზე" გესაუბროთ მინდა.
ნუ, "ყბა დაღებული" ცოტა უხეშად ნათქვამია, სასაცილო გახდა ქართველობა, ქართული ადათი, წესი, ტრაიცია, კონსერვატორული მიდგომები, მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად დემორალიზებისკენ მიდის, მოდაში აღარ არის "ქართველობა", უიდეოლოგიოდ ვითარდება საზოგადოება, პატრიოტიზმი სასაცილო გახდა, ქართული ტრადიცია კიდე საქილიკო, არავინ უარყობს იმას რომ ტრადიცია ვითარდება და საზოგადოებები ყოფითს ხდის ყველა ადათ-წესს, კონკრეტულ დროში, სივრცეში და გარკვეული დროსი მერე ხდება ტრადიცია, ფოლკლორი, როგორიც კინტო, მეფაიტონე, მეარღნე, (ეს უცებ ქალაქური ფოლკლორიდან და ტრადიციიდან გამახსენდა, უფრო ხაზგასმით დედაქალაქური)
 
ფოტო გადაღებულია ქუთაისში 2021 წლის 14 მარტს, აქციაზე #არანამოხვანჰესს

ქვეყანას, ხალხებს, საზოგადოებებს რომლებისთვისაც მისი წარსული საქილიკო და სასაცილოა, ვერასდროს განვითარდება, ვერ წავა წინ, ტენდენცია რომელიც ჩვენს საზგადოებაშია არ არის კარგი, პოლიციელი დროშას აგდებს, არ ისჯება, ჩინოვნიკი დახეულ დროშას გაუვლის გვერდს, შეხედავს და არ რეაგირებს, ჰიმნი გაისმის ფეხზე ადგომა ეუხერხულებათ, და ა.შ.
ეგეც იმ ქართველობის, იდენტობის ნაწილია რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ჩოხა რომელიც ჩვეულებრივი სამოსი იყო, გააფეტიშეს, რაღაც რიტუალები დააწესეს და ფსედო პატრიოტული სახეები შექმნეს, აქაც მიზანმიმართულად მიდის დაკნინება და დაცინვა, მოკლედ მგონია რომ ღირს ფიქრი... ქართული ტრადიციის დაფასება, ქართული დროშის პატივის ცემა, ქართული საუბრის ვალდებულება, გახსოვდეს რომ განსხვავებული ხარ, ერთერთი ძველი და "აბორიგენი" (ვიღაცამ მანდ ველური არ ჩათვალო) ერი ხარ, იმ მიწაზე სადაც ცხორობ, ნუ მისცემ შენს მეგობარს, მეზობელს, სტუმარს იმის საშუალებას რომ დაგცინოს, ხმამაღლა თქვი ყველგან რომ ხარ ქართველი, რომ არ ხარ ყველაზე ცუდი, არ გაქვს ყველაზე მანკიერი თვისება და არსებობ ყველაზე განსხვავებული ცივილიზაციების შუა გულში, ხარ ყველაზე განსხვავებული ერის შვილი!
იამაყე რომ ხარ ქართველი, ნუ ეცდები აქილიკო, წარმოიდგინე, იაპონელებმა რომ არ სცეს წარსუსლს პატივი და აქილიკონ თავიანთი ტრადიციები (მაგალითად სუმო) ან ბრიტანელებმა, რომლებიც ნეო კონსერვატორები არიან თანამედროვე მსოფლიოში!
ეცი წარსულს პატივი და შექმენი ახალი ისე რომ, წარსულს არ დასცინო!
წარმოიდგინეთ რომ ცდიობენ გაქციონ სიამაყის გარეშე მყოფ, უკულტურო, არაფრის მკეთებლი, დაკომპლექსებული ერის შვილად და ვერასდროს იყო ვინმესთან, "სიკეთის მოსურნესთან" მხრებში გასწორებული და ტოლი-სწორი.

Comments