10 რჩევა რჩევები პარიზში სამოგზაუროდ - პირველი ნაწილი

მინდა გაგიზიაროთ ჩემი რჩევები პარზში მოგზაურობის მსურველებს, ამ ეტაპზე 10 ზოგადი რჩევაა, რომელიც ვფიქრობ გამოგადგებათ.

 


 

  1. თუ სურვილი გაქვთ გაიცნოთ პარიზი და კმაყოფილიც იყოთ, აუცილებლად იარეთ ფეხით (ბევრი).
  2. ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს წააწყდებით, ქუჩის ცხოვრების საინტერესო ფაქტებსაც ნახავთ, არა ტურისტულ ზონებშიც კი.


  3. თუ ცივი ლუდის, ცხელი ყავის, კროასანების და ლოკოლინას "საცივი" მოგინდებათ, ეცადეთ ტურისტული ზონას მოშორდეთ, გადახვიდეთ ცენტრალური ქუჩის მეორე ზოლში (ე.წ. უკანა ქუცაზე) და წაიხემსოთ იქ, სადაც ფრანგებს შეამჩნევთ, საჭმელ სასმელიც გემრიელია, ფასიც ადამიანური. (ეიფელის კოშკიდან გამოსულმა ერთერთ ბარში, 2 ლუდი და ერთი ცივი ყავის შეკვეთა დაგვიჯდა 42 ევრო, იგივე "ფრანგებისთვის განკუთვნილი" კაფეში დაახლოებით იქნებოდა 25 ევრომდე) ზოგადად კაფეებთან რიგში დგომა სისულელედ მიმაჩნია (Cafe de flor და მსგავსი პერო კაფეებთან დროს ტყუილად კარგავ რიგის გამო)


  4. როცა ტურისტულ ლოკაციაზე მიდიხართ წყალი იყიდეთ მაღაზიაში, თუ სიცხეა მით უფრო. 0,55-0,75 ევრო ცენტი ღირს წყალი მაღაზიებში, როცა ტურისტულ ლოკაციებთან 2 ევროზე ნაკლებად ვერ იყიდი, რატო უნდა დაიხარჯო ტყუილა.




  5. სუვენირების ყიდვას თუ გადაწყვეტთ, სამახსოვრო ბელოკები და წვრილმანი ნივთები ეცადეთ მეტრო ამოსასვლელებთან ფერადკანიანებთან იყიდოთ, ან ავტობუსის გაჩერებებთან თუ შეამჩნევთ სუვენირების მაღაზიებს.
  6. თუ გადაწყვეტთ ფეხით სიარულსს გერჩივნოთ 2 ევროიანი ერთჯერადი ბილეთი იყიდოთ, მეტროს ჩასასვლელებთან არსებული ჯიხურებში, ან ავტოუსით მგზავრობისას თავად ავტობუსის მძღოლებთან, ასვლისთანავე მოითხოვეთ. (24 საათიანი 17 ევროდ ნაყიდი ბილეთი ტყუილი ხარჯია)



  7. ლუდის მოყვარულებს გირჩევთ, როცა ლუდის ყიდვას დააპირებთ ეცადეთ მაღაზიებში ნახოთ პროპკიანი ბოთლები (პრემიუმ ხარისხია და საკმაოდ გემრიელი ლუდია) დაახლოებით ისეთი როგორიც აქვს შუშხუნა ღვინოებს. (ღვინოზე ბევრი არჩევანია)



  8. შექმნილ სტერეოტიპად მომეჩვენა ფრანგებზე არსებული სტერეოტიპი ინგლისურ საუბარზე ზიზღი აქვთ, პირიქით ცდილობენ დაგეხმარონ, მიუხედავად იმისა შუახნის ასაკის ადამიანებმა ინგლისური არ იციან ცდილობენ ვინმე ახალგაზრდას გადაათარგმნინოს და დაგეხმარონ, რაც შეეხება ენას ფრანგულად გამარჯობა რომ უთხრა სიამოვნებთ და ბუნებრივიცაა, სხვის კულტურას პატივი უნდა სცეს ყველამ და ღორი რუსებივით არ უნდა მოიქცნენ.
  9. მუზეუმები და რიგები, ეცადეთ ინტერნეტით შეიძინოთ ბილეთები, ლუვრში თუ მანდამაინც საკუთარი თვალით არ გინდათ ნახოთ, მოცუცქნული მონალიზა ან სხვა დიდი შედევრები, და ბოდლერზე საუბარი არ გიყვართ სამ ლიტრიანი შარდის ბანკით, ნუ დაინტანჯებით 2 საათიანი რიგში დგომით... იმდენად იღლებით, მითუმეტეს სიცხე თუა იქედან სულიერი ამაღლების ნაცვლად გამოდიხარ აბსოლიტური დეგრადირებული და დანგრეული გარეთ.


  10. ჟურნაისტებისთვის, პრესქარდი რიგ მუზეუმებში მუშაობს, ეიფელის კოშკზე მხოლოდ ფრანგული პრესის წარმომადგენლები შედიან უფასოდ, ლუვრში კი უწერია უფასოაო მაგრამ მიზეზებს ეძებენ რომ უფასოდ არ შეგიშვან და იქედან გეუბნეიან "ლის იზ ლუვვრ" გენაცვალეო.

მოკლედ დანარჩენი კითხვები თუ გექნებათ შემეხმიანეთ, ინსტაგრამზე რაც შემეძლება გიპასუხებთ. (ბმულს მივუთითებ ქვევით)

ასევე ეშტეგიტ შეგიძ₾იათ მომძებნოთ ინსტაგრამზე: #achionparis

https://www.instagram.com/explore/tags/achionparis/

 
მერე დისნეი ლენდზეც მოგიყვებით.

Comments