ასეთია "ჩირგვომენების" სამყაროში ცხოვრება

 არიან ადამიანები ვინც თავიანთ თავ ნეიტრალურებად მიიჩნევენ, საჯაროდ არ ახმოვანებენ თავიანთ აზრს რადგან, ეშინიათ საზოგადოების ბულინგის და ზიან "ჩირგვებში", თუმცა, აზრს გამოხატავენ მაშინ როცა ეგულებათ რომ დაცულები არიან და ვიწრო წრისთვის "იხსნებიან".

ფოტო: ხელოვნური ინტელექტი და აპაჩი-ს კოლაბორაციით იქნა შექმნილი
 

გარკვეულწილად ეს იმ პოლარიზციული საზოგადოებრივი პოლიტიკის შედეგია რასაც თავს გვახვევენენ, ბედნიერად სკამებზე მოკალათებული მმართველი ძალა, ვისთვისაც ხმამაღლა პროტესტის გამომთქმელი და უსაქციელობაზე მიმთითებელი, ანარქისტი, სამშობლოს მოღალატე, გარეწარი, ბინძური, ბანძი და "ნაცია", მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა საზოგადოებრივი პროტესტის ჩაკვლის მცდელობის ეს ფორმა მუშაობს საზოგადოების იმ ნაწილზეც ვინც ნეიტრალად ასაღებს თავს და "ჩირგვებში" ყოფნა საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გონია.

არადა ეს "ჩირგვომენები" უაზრო და უინტელექტო მორალით კავდებიან, ბრტყელი ჩუმი სიტყვებით "მეტყველებენ" და იმას ვერ ხვდებიან რომ ამ სიჩუმით ქვეყანას უფრო სასტიკი უფსკრულისკენ მიათრევენ,უფრო დაჩქარებულად, ვიდრე გვაქვს რეალურად და პერსპექტივაში კიდე გველოდება, არჩევნებისას კიდე ეს "ჩირგვები" ხმას იმათ აძლევენ ვისთვისაც ზემოთ ნახსენები "ბედნიერების სკამები" უდიდდებათ, ღიპთან და ტრაკთან ერთად, ხოლო საზოგადოებას უბრალოდ ჯიბეები უცარიელდებათ, მათშორის ნეიტრალ "ჩირგვმენებსაც".

ეს "ჩირგვომენები" ხმამაღლა გამოხატავენ ადამიანების ადამიანურობაზე, დოგმებით საუბრობენ, განზოგადებულად, მაგრამ ხმას არ იღებენ როცა კონკრეტულ წამებაზე, მოწამვლის ფაქტებზე ხდება სასაუბრო, ზოგადი პოსტულატებით კიდე ყველაზე ჰუმანურად აჩვენებენ თავს, ეშინიატ, ძალიან გაუაზრებლად ფრთხილობენ, ვინმემ ნაცი არ დაუძახოს, ნუ ქოცს კიდე არაუშავს რადგან ახლა ასეთი დროა და არ ტეხავს.

იმ რადიკალურ მხარეებზე არაფერს ვამბობ ვისთვისაც განსხვავებული აზრი ეგრევე საშინელებაა, გამოხატვის უწმაწური ფორმებით ახვედრებენ უარგუმენტო "არგუმენტს" და თავს იკმაყოფილებენ რომ გინებით ნაპასუხები კარგია; მსგავსად, ბევრი ჩინის მქონე პარტიული ხვლიკი არსებობს და იქცევა, რაც მათ ინტელექტზე მეტყველებს, ის კიარადა ხმამაღლა რამის თქმის შემთხვევაში, ხან პოლიციის ჩინით გაშინებენ, ხან შენს ახლობელს აკითხავენ და იმისი პირით გითვლიან "სიყვარულს" და ა.შ.

ერთი რამე კი ფაქტია "ჩირგვომენები" ძირითადად მშიშარა და სუსტი ადამიანები არიან, თავიანთი ყოფითი პირობების კომფორტის მოყვარულები, მგონია რომ მომავალზე არასდროს ფიქრობენ და ვერასდროს წარმოუდგენიათ თავისუფალი საზოგადოების არსებობა.
"აბა ომი გინდათ" ეგ ხო საერთოდ გონება გამორეცხილი "სოვიეტ ჰუმანოიდები" არიან.

ადამიანურად მესმის "ჩირგვომენების" შიშის მაგრამ შიში ვერასდროს შექმნისს მომავალს, ამიტომ ხმა ახლავე უნდა ამოიღოს ყველამ, პიროვნულად მოსწონს თუ არა ვინმე და ამა თუ იმ პოლიტ "ისთებლიშმენტის" ბაბლს წარმოადგენს, არ უნდა შეეშინდეთ უინტელექტო ბულინგის რადგან წამიერი "ბლა ბლა" ხვალ არავის ახსოვს.

Comments