"ქართველობას გვართმევს"-ო რომ გაჰკივით, გულწრფელად შეგიძლიათ მიპასუხოთ, რომელ ქართველობას გართმევს დასავლეთი და რომელი ქართველობა შეგინახათ "მოსკოვიამ"?

რელიგიიდან დავიწყოთ - თუ რაიმე დასაცინი და გასასარჟებელი იყო ჯერ გაგისარჟათ, ლიტერატურაში და კინოში, მერე ყოველდღიურობაში დაგიმკვიდრათ ჩრდილოელმა მზე ქვეყანა.

სუფრა - ძალიან ზომიერი ნაწილი იყო კულტურული ცხოვრების, დავისივე ბაფთიანი გიტარით, ღრეობად და აჯაფსანდალად გიქციათ.

განათლება - რომელიც მნიშვნელოვანი
ყოველდღიური ცხოვრება იყო ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, სიმწრით რომ წერა-კითხვა გვასწავლა ილიამ და წერა კითხვის გამავრცელებლებმა, ისევ იქეთ, უწიგნურობისკენ გაგვიშვეს.

ისტორია - დაგვიკარგეს, გაგვიფარჩაკეს, გადაგვიწერეს და გაგვიუფერულეს, მხოლოდ მათთვის საინტერესო რაც იყო იმას გვასწავლიდნენ, (ერეკლე II და სოლომონ II -ს ეპიზოდებს ავიღებ მაგალითად)

ხელოსნობა - ოქრომჭედლობა და საიუველირო ხელოსნობა, რომელიც ჩვენი იდენტობის ნაწილი იყო ფაქტიურად განადგურებული იყო, მინანქარზეც იგივე შემიძლია ვთქვა, რომ არა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შემორჩენილი ლიტერატურა, გაგვიჭირდებოდა აგღვედგინ.

ხელოვნება - ფიროსმანი რომელსაც მსოფლიო იცნობდა როგორც რუსი მხატვარი.

და კიდე რა მოვყვე?
რა გავაგრძელო რომ მიგახვედროთ ქართველობის წამრთმევი ვინ უფრო არის.
Comments