დღეს რაც მოხდა იყო "კომედი კლაბის სთენდაფი",



მოკლედ მოვყვები და "სოსო მთხლეს" კანტორის წევრებმა ეს ინფო მიიტანეთ მთხლემდე. სასაცილო ამბავი, უფრო სწორად სიცილი იყო ბოლოსკენ, როცა, ბრალმდებელმა მოითხოვა სასჯელის მაქსიმუმი - 15 დღიანი პატიმრობა, ამ ამბავში, მე დავიბენი გამეცინა თუ რა მექნა არ ვიცოდი და რო გავხედე თავად მოსამართლე და ბრალმდებელიც იცინოდა, მეც გავიცინე მერე... მეგონა მეკაიფებოდნენ, მარა თურმე მართლა თქვა, იგივე რეაქცია ქონდა ყველას, მათ შორის ადვოკატმა ისიც იკითხა - ეს მომესმა თუ მართლა ასე თქვი?-ო 🙂მოკლედ საქმე იყო 166 მუხლით, საზოგადოების თავშეყრის ადგილზე ხალხს ვაგინებდი, (საუბარია 2 მაისის ქუთაისის აქციაზე, "არა რუსულ კანონს") მთელი სასამართლო მიდიოდა იმაზე რომ ვამტკიცებდი სოსო მთხლეა თუ ბრალმდებელის მტკიცებით "სოსო *ლეა"... აი ხო გესმით ხალხო ბრალმდებელი, რომელსაც ძირითად პოლიციელები წარმოადგენდნენ და თავად "მთხლე სოსოს" დავალებას ასრულებდნენ, მიმტკიცებდნენ რომ არა ბატონო სოსო მთხლე კიარა სოსო *ლეაო 🙂 არადა მთხლეს ვიძახდი სახალხოდ, საჯაროდ, საქვეყნოდ.

ნუ ძირითადად პოლიციელები გამოიკითხნენ და კი იცით "საპოლიციო სიმართლე" რა ღირსს, (ყველა სხვადასხვანაირად ყვებოდა ამბავს) ბოლოში ძლივს აღიარეს რომ ხალხს კიარა სოსოს ეძახდაო მარა... გაუჭირდათ აშკარად აღიარება, თუმცა მაინც ჯიუტად თავიანთი გაიტანეს...

მოკლედ სოსო სავარაუდოდ *ლეა და მაგიტო მახდევინებენ 500 ლარს, თორე ისე მე მთხლე ვუწოდე დედას ვფიცავარ. 🙂
უსამართლო სამართალი რო გვჭირს თორე მერი რომელმაც მოქალაქეს ჯერ ხელი დაარტყა, მერე შეაგინა დღეს არც უნდა იჯდეს იქ სადაც ზის, მარა პროკურატურას თაროზე აქვს შემოდებული მისი საქმე... სამარცხვინო რომაა მიტო.

ბოლოს, პოლიციაზე ვიტყვი, რომელიც ჩემი იმედი უნდა იყოს და უნდა მიცავდეს, არის "მთხლე თუ (იმათი მტკიცებით) *ლე ბოცის" მცველები და სამარცხვინოდ მატყუარა მორალისტები.

და კიდე, ყველაზე დიდი უსამართლობა ამ ყველაფერთან ერთად არის ის რომ დღეს, ქუთაისს ყავს მერი, იოსებ სოსო მთხლე ხახალეიშვილი, რომლის მტკიცებაც მომიწია დღეს რომ სოსო არის მთხლე და არა *ლე, მე მომიწია ამის მტკიცება პოლიციელებთან!

რა საჭიროა?


 

Comments