„ნაცი“ თუ მოქალაქე: ჩემი პროტესტი და ქვეყნის მომავალი

 დიდი ხანი ვფიქრობდი რომ დამეწერა და ბევრი დრო მოვანდომე აზრების თავის მოყრას, ძალიან მინდა, რომ წაიკითხოთ და ცოტა დრო დაუთმოთ ამ ტექსტის წაკითხვას და გააზრებას. 

ვპასუხობ იმ ბრალდებას, თითქოს "აჩი შენ ნაცი ხარ!" და ვუბრუნდები იმ საკითხებს, რაზეც ვაპროტესტებ:
🔴 მთავრობის უსამართლო მოქმედებები
🔴 კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
🔴 რუსეთის გავლენის გაზრდა საქართველოში
ვსაუბრობ იმაზე, რომ მე არ ვეთანხმები ხელისუფლების მიდგომებს, რომლებიც, ჩემი აზრით, ზიანს აყენებს ქვეყანას. ვაპროტესტებ ქუთაისის, ბაგრატის და გელათის ტაძრების უგულებელყოფას, და ვაცხადებ, რომ ჩემი აქტივიზმი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, არამედ დამყარებული სამართლიანობასა და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. "ნაცი" ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე ვამბობ და არ ვეშვები ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლისგან.
"აჩი, შენ ხარ ნაცი!" – რატომ ვარ ნაცი?!
მითხარით, რატომ ვარ "ნაცი"? მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთეს მომავალს ვუჭერ მხარს? იმიტომ, რომ არ ვჩუმდები და ვსაუბრობ იმ თემებზე, რომლებიც მტკივნეულია ჩემთვის და ქვეყნისთვის? ჩემს განსხვავებულ შეხედულებებს რატომ მაკრავენ იარლიყს – თითქოს ეს პოლიტიკური სტიგმა იყოს? მე ვიცი, რისთვისაც ვაპროტესტებ:
🔥 ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობა
🔥 კულტურული მემკვიდრეობის განადგურება
🔥 რუსული გავლენების განმტკიცება
რატომ ვარ ნაცი?
❌ არ ვეთანხმები, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ინტერესებს რუსული პოლიტიკის სასარგებლოდ ღალატობს. ვერ შევეგუები იმ უღირს და უპასუხისმგებლო მიდგომებს, რომლითაც დღეს ქვეყანა იმართება.
⚒️ კულტურული მემკვიდრეობის უგულებელყოფა
ვაპროტესტებ გელათისა და ბაგრატის ტაძრების უგულებელყოფას. 2021 წელს ჩემს მიერ გადაღებული ვიდეოში ჩანდა, თუ როგორ აზიანებდა წვიმის წყალი ბაგრატის კედლებს. კულტურის სამინისტრომ ეს ფაქტი უარყო და მე და სხვა აქტივისტები "პოლიტიკურად ანგაჟირებულად" გამოგვაცხადა. გელათის ნგრევის ფაქტებიც დამალეს – ამას ვერ შევეგუე. განა ამის გამო ვარ "ნაცი"? ჩემთვის კულტურული მემკვიდრეობა ისეთი ღირებულია, რომ ვერ დავუშვებ მათ განადგურებას.
⚖️ უსამართლობა და ხელისუფლების გზა ბარბარე რაფალიანცის საქმეში
2012 წელს, ბარბარე რაფალიანცის ჩვილის ტრაგიკული სიკვდილის საქმე ამ ხელისუფლების მოსვლის საბაბად გამოიყენეს და მთელი ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს. ჩემთვის ეს უსამართლობა ამ ხელისუფლების ზღვარია. მე თავადაც ამ სისტემის მსხვერპლი გავხდი: როდესაც ქუთაისის მერს უწოდე "უღირსი, მთხლე, მონა", ცრუ ბრალდებებით დამაჯარიმეს – თითქოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ხულიგნობა ჩამიდენია. ვიდეოც კი აჩვენებდა, რომ მერს ვესაუბრებოდი, და არა ხალხს "შემაღლებული ადგილიდან", როგორც მათ განაცხადეს. ხელისუფლება, რომელიც სიმართლის დამახინჯებით და უსამართლობით მოქმედებს, ჩემთვის მიუღებელია.
🏙️ ქუთაისის დაცლის და უფუნქციობის საკითხი
მინდოდა, ქუთაისი ყოფილიყო ფუნქციური ქალაქი, და პარლამენტის აქ ყოფნა ქალაქს მნიშვნელობას სძენდა. დღეს კი ქუთაისი მე-2 ქალაქის სტატუსიდან მე-4-მდე ჩამოვიდა. მოსახლეობის ნაწილი ემიგრაციაშია, ახალგაზრდობა სამსახურს ვერ პოულობს. განა ეს პროტესტი "ნაციზმია"?
🇷🇺 რუსული ეფ-ეს-ბეს გავლენები პოლიტიკაში
ეფ-ეს-ბეს მეთოდები, რაც ჩვენ პოლიტიკურად სუსტ საზოგადოებას აყალიბებს, დღესაც ჩვენს რეალობაში მოქმედებს. 2012 წლიდან დაიწყო საზოგადოების აზრის გაყოფა, განსხვავებული აზრის დემონიზაცია. რუსული სტრატეგიის მიხედვით ვრცელდებოდა სლოგანი – "ნაცებთან არ ვდგავარ", "აქციაზე არ მივდივარ, თუ იქ პოლიტიკოსები არიან". ეს იყო მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომელიც საზოგადოებას ანაწილებდა.
💪 ჩემი წარსული აქტივიზმი და საზოგადოებრივი ბრძოლა
ჩემს წარსულ აქტივიზმზე შეიძლება ბევრი არ იცოდნენ, განსაკუთრებით მათ, ვინც "ბიძინადრების" მხარდამჭერები არიან და დღეს "ნაცის" იარლიყს მაკრავენ.
• 2006 წელს დავიწყე თბილისში ანტირუსული აქციებზე მონაწილეობა, საელჩოსთან.
• 7 ნოემბრის და 26 მაისის აქციებზე ჩემი გამოხმაურებები სოციალურ ქსელში და ქუთაისურ ფორუმებზე (kutaisuri.ge) ვრცელდებოდა და უშიშროების სამსახურში ინახებოდა, "საზოგადოებისთვის საშიშ" აქტივისტად მივიჩნეოდი.
• მაშინაც მქონდა კამათი და განსხვავებული დამოკიდებულებები ქუთაისის მერებთან, ხოლო ახლა, როდესაც ჩვენი შეხედულებები გაერთიანდა, მეგობრები ვართ.
• როცა სამარცხვინო ტელევიზიები, მაგალითად "პოს-ტივი"-ს მსგავსი ნაცური ტელევიზიის ჩამოყალიბდა, ვეწინააღმდეგებოდი მის წარმომადგენლებს და ვეუბნებოდი, რომ არასწორ გზას ადგნენ.
ეს აქტივიზმი წლების განმავლობაში იმ ადამიანებთან უთანხმოებაში ყოფნას გულისხმობდა, რომლებიც დღესაც პოლიტიკურ სცენაზე მოღვაწეობენ – ზოგი მათგანი დღესაც ქუთაისში აქტიურად არის ჩართული, ზოგიც კი ამერიკაში გაიქცა ხელისუფლების შეცვლისთანავე. ჩემი გზის და შეხედულებების ამჟამად "ნაცად" მონათვლა აბსურდია.
🚨 საბოლოოდ რომ იცოდე და გაიტრობის:
ძალიან კი გინდა მაგრამ, მე არ ვარ "ნაცი." მე ვარ მოქალაქე, რომელიც სამართლიანობას, თავისუფლებას და ღირსებას იცავს. მზად ვარ, ხმა ავიმაღლო ჩვენი უფლებებისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად. იარლიყებს არ შევუშინდები, რადგან სიმართლე იმსახურებს გახმოვანებას, შენ თუ ძალიან გიხარია კარგი ბატონო, ვიყო ნაცი!
⚡️ ერთიანობა – ჩვენი გამოსავალი
ყველამ ერთად უნდა დავდგეთ ქვეყნისთვის. დროა, მოვითხოვოთ ჩვენი უფლებები, დავიცვათ ღირსება და ჩუმად არ დავრჩეთ. 💬
 
თბილისი - 07/11/2024

 

Comments