რუსეთი მტერია, მ ტ ე რ ი!!!


 ცოტა ხნის წინ ერთ სიტუაციაში მოვხვდი, სადაც რუსების მიმართ ზედმეტად „ვაჰაჰა-ვუჰუჰუ“ დამოკიდებულება ვნახე — რაღაც „ელარჯის წელვის“ მსგავსი 🤢
გულწრფელად რომ ვთქვა, ფიზიკური დისკომფორტიც კი ვიგრძენი.ერთ-ერთს ვუთხარი:
👉 მტერი, მტერი უნდა იყოს და მას მეგობრულად არ უნდა დავხვდეთ — მეთქი.

პასუხად მივიღე:
— „ნუ გაატრაკე, რა შუაშია პოლიტიკა, ეს ხალხი რა შუაშიაო“ 🙄

საუბრის გაგრძელება აღარ მინდოდა.
არა იმიტომ, რომ სათქმელი აღარ მქონდა, არამედ იმიტომ, რომ აშკარა იყო — სხვანაირად ესმის და საერთოდ არ ესმის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის არსი.

მხოლოდ ის ვთქვი, რომ
📌 პოლიტიკას ხალხი ქმნის, პოლიტიკოსები კი მათი ინსტრუმენტია,
და 2008 წელს ჩვენს ხალხს სწორედ მტერი ქვეყნის მოქალაქეების ნათესავები და შვილები კლავდნენ.
მერე წამოვედი.

უფრო ფართოდ ვიტყვი სათქმელს ⬇️

ხალხი, რომლის სისხლი და ხორცი —
ძმა, ბიძაშვილი, მეზობელი, ქმარი, შვილი —
🔫 იარაღით ხელში მოდის და შენს მიწებს „გახევს“,
და შემდეგ იგივე ხალხი შენთან საუბარში
❌ არ აღიარებს შენს ერთიანობას,
❌ არ აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შენს ტერიტორიებად,
და პოლემიკაში გაჩერებს ფრაზით:
— „პოლიტიკაში არ ვერევი, ეგ ჩემი საქმე არაა“

❓ ასეთ ხალხს რატომ უნდა ვუმტკიცოთ სიყვარული?

თუ ადამიანი ვერ ბედავს მარტივი სიტყვების თქმას —
🇬🇪 „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“
და ეს ტერიტორიები მათმა სახელმწიფომ ძალით წაგვართვა,
მაშინ მასთან „მეგობრობა“ უბრალოდ
👉 თავის დაძვრენაა შენი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობიდან.

როცა ეს აღიარება დაიწყება
📣 ხმამაღლა,
📣 მასიურად,
📣 დაუფარავად —
მაშინ შეიძლება საუბარიც, გაგებაც და ემოციის შეკავებაც.
მანამდე — არა!

უნდა გვახსოვდეს ერთი მარტივი ფაქტი ⚠️
რუსეთი მტერია!

მტერთან
❌ შოუებს არ აკეთებენ,
❌ ხაჭაპურებს არ უცხობენ,
❌ ფიანდაზად არ ეგებებიან.

არ იქცევიან ისე - როგორც ჩემმა ერთმა ნაცნობმა გააკეთა,
როცა მეზობლად გადმოსახლებულ რუსს სიყვარული უმტკიცა და გულში ჩაიხუტა 🤦‍♂️
ეს არ არის სტუმართმოყვარეობა —
ეს არის საკუთარი ისტორიის დავიწყება
და საკუთარი ქვეყნის ფეხებზე დაკიდება.

ეს საკითხი ემოციაზე არა!..
🧠 პასუხისმგებლობაზე დგას!!! —
ისტორიის, მეხსიერების და საკუთარი თავის წინაშეც.

და ბოლოს, რომ არ აგვერიოს, ვიცოდეთ:
რუსეთი მტერია.
მ ტ ე რ ი!!! ❗❗❗

Comments