ზაფხული ჩარიხინდა...



მოკლედ ხალხებო გიხაროდენ!..
ზაფხული რიხინ რიხინით ავიდა ვერც დასვენება მოვახერხე ვერც ვერაფერი სახლი და სამსახურის გარდა არაფერი მიკეთებია ხანდახან თუ გავძვრებოდი ხოლმე სადმე გასართობად შაბათკვირას!..

ჯერ იყოდა სამსახურის რეგიონალური ჯგუფის წევრები ჩვენს უფროსობასთან ერთად ბაუმში ჩავწექით ღივნოში :) და კარგად მოვულხინეთ რა, კი ვიფიქრებ პატარა ფოტორეპორტაჟს შემოგთავაზებთთქო მარა ქე არ ღირს რევიი რევიცი მაინც,...

მერე იყოდა მამიდაშვილი ჩამოვიდა ქმართან ერთად გერმანიიდან და ისინი შემოვატარე ქუთაისის შემოგარენში (სამსახურის მერე საღამოობით) და ვათვალიერებინებდი ლარსიას ლამაზი საქართველოს ლამაზ მხარეს ქე დავშოკეთ კულტურულად აი გერმანელი და გოუშვით გერმანეთში

ასე გამოვხატავდი ნარინჯისფერის სიყვარულს
"I love ნარინჯისფერი"



მერე იყოდა შაბათ კვირას წავცუნცულდი კიდე ჯღუაზე, თუ ვინმე ქუთაისს აკლდა ყველა ქობულეთში მოვინახულე, მეთქი!.. მეგონა ქუტაისიდან გამოგექეცითთქო და რავა სრული შემოდაგენლობით დამხვდით აქთქო მარა ვინ გისმინა წადი ისევ იმ ქუთაისს დაუბრუნდიო.. მოკლედ გარგად გავერთეთ იმ საღამოს რაა, პროსტა ეგ ტეხავდა ფული ვეღარ მოვირჩინეთ და ოპელ "ასტრაში" მოგვიწია სამ კაცს დაძინება ქობულეთის ეკო პლაჟზე. ძლივს გათენდა რაფრაც იქნა ჩევეით ზღვაზეეე... შენ ხარ ჩემი ბატონი ხოდა, რაცხა ტელფონი აწკრიალდა (უფროსწორად აჩხავლდა, ყვავის ზარი მაქვს დაყენებული ამ ადამიანზე) ხოდა ჩემი და მირეკავს და მეუბნება - აჩი სად ხართ ჩვენ ქობულეთში ვართ, ეუფფ დავაღე პირი...
- გოგოოოოოოო შეენც ? ძლივ წამოვედი და აქ ჩამოკალითხე კიდეთქო დამადგა ერთი მანქანა ხალხი თავზე, ჩემი და ჩემი დის მეგობრებით ...



მოკლედ რა კარგად გავერთეთ იმ დღესაც და გზაში კარგად ვიგონკავეთ საღამოს მერე მამიდაჩემი და ჩემი მამიდაშვილის შვილი წამოვიყვანეთ და ცოტა დავსპაკოინდით თრე გამიგიჟდა ქალი
მოკლედ კარგად გავერთეთ!

Comments