უნიკალური აღმოჩენა - ასე აფასებენ არქეოლოგები ბაგრატის ტაძარში სამარხის მოკვლევის ფაქტს. მე-8-9 საუკუნის სამარხი დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნის. ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ომარ ლანჩავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული სამარხი ეგრის-აფხაზეთის დედოფალს ეკუთვნის. მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს ის ნივთები რომელიც აქ აღმოჩნდა - ოქროს სამაჯური, ყელსაბამი, ბეჭედი და სხვაძვირფასი ნივთები. ომარ ლანჩავას ინფორმაციით დიდგვაროვანი ქალბატონი დაკრძალულია ბაგრატის ტაძრის აგებამდე არსებულ წინა ტაძარში. სამარხი ექსპედიციის წევრმა როლანდ ისაკაცემ დასავლეთის შესასვლელთან მიაკვლია.
http://viewmorepics.myspace.com/index.cfm?fuseaction=user.viewPicture&friendID=144733636&albumId=2431779
http://viewmorepics.myspace.com/index.cfm?fuseaction=user.viewPicture&friendID=144733636&albumId=2431779
Comments