ინფო ტური ბათუმში - მესამე დღე

ტრადიციულად 10 საათიც გახდა, შევიკრიბეთ, დავაგემოვნე სასტუმრუს უგემრიელესი კერძები

ჩვენი ტრანსპორტი უკვე გარეთ გველოდება გავედით და გავემგზავრეთ ბოტანიკური ბათუმის უნიკალური ბაღისკენ,

 სადაც გველოდებოდა ელექტრო მობილი ულამაზესი ხედების დასათვალიერებლად

ბოტანიკური ბაღის სავიზიტო ბარათი, ხედი შავ ზღვაზე


რამოდენიმე ხნიანი გაჩერების შემდეგ ფოტოსესიამაც არ დააყოვნა

გზა განვაგრძეთ, ელექტრო მობილი დაგვემშვიდობა და ჩვენ გავაგრძელეთ ბოტანიკურ ბაღში სეირნობა

და ლამაზი ფოტოების გადაღება

შემდეგ გავემგზავრეთ რესტორან ოქროს თევზში

შევუკვეთეთ კერძები, ლოდინის დრო უქმად არ დავხარჯე და შევუდექი ფოტოების გადაღებას

ყველამ თავიანთი თავი იპოვა


დროც გავიდა, კერძებიც გამზადდა და კეთილი სურვილები ბოლოჯერ ვუსურვეთ ერთმანეთს და მადლობა გადავუხადეთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს

ამის შემდეგ დავბრუნდით სასტუმრო დივანში, იქვე დავათვალიერეთ სასტუმროს ნომრები, ძალიან სასიამოვნო და მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსი გამოირჩეოდა კომფორტით და გემოვნებიანი ინტერიერით, მყუდრო ოთახებით

ეს იყო ჩვენი ბოლო აქტივობა და ამის შემდეგ დავემშვიდობე ბათუმს და წამოვედი მშობლიური ქუთაისისკენ :)

მადლობა აჭარას

Comments