ინფო ტური ბათუმში - მეორე დღე

მეორე დღეს შეხვედრა დავგეგმეთ 10 საათზე მაგრამ მე როგორც ყოველთვის დავაგვიანე, თან მიზეზიც კი მქონდა, ბანაობის დროს ყურში წყალი ჩამივიდა და რამოდენიმე ხანი მის გამოტუმბვას ვცდილობდი მაგრამ ვერ მოვახერხე და ნახევრად ყრუ გავიქეცი დილის საუზმისთვის თუმცა დამაგვიანდა ავიღე ჩემი ულუფა და ვერც კი მოვახერხე ჭამა გამაქციეს შეხვედრების ოთახში სადაც აჭარის ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებს უნდა შევხვედროდით.


შეხვედრები საინტერესო აღმოჩნდა, პოტენციური პარტნიორების გაცნობა მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარებისთვის, შეხვედრა დაახლოებით 12 საათზე დასრულდა და ამის შემდეგ წავედით სასტუმროების დასათვალიერებლად, დღის პირველი ნაწილი სასტუმროების გაცნობისთვის არის გაწერილი და ჩვენც გეგმას მივყვებით.
პირველი სასტუმრო იყო "O. GALOGRE", 

ძალიან საინტერესო და ლამაზი ეზოთი, კარგი ნომრებით, ერთერთი მაღალი კლასის სასტუმროა.

შემდეგი იყო სასტუმრო ბათუმი ვორლდ პალასი, მდებარეობს ბათუმის ძველ უბანში, ხედით ზღვაზე, კაფე სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს, ტერასით და კარგი კომფორტაბელური ნომრებით.

ტერასაზე როცა მოხდებით აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი გადაიღოთ სელფი და თქვენს მეგობრებს ანახოთ ადგილი სადაც თქვენ იმყოფებოდით, ჩვენმა მეგობრემა შასი ხელიდან არ გაუშვეს და შედეგიც ავსახე.

ფოტოსესიების შემდეგ გადავინაცვლეთ სასტუმრო "President Plaza"-სკენ.

 საკმაოდ კარგი და გემოვნებიანი ინტერიერია სასტუმროში, კლასიკური შავი ფერის ავეჯი დაოქროსფერი ნივთებით.

სასტუმროდან გამოსვლისთანავე იქვე ერას მოედანზე აღმოვჩნდით, 

ცოტაც შევისვენეთ და უცნაური წარწერაც დავაფიქსირეთ.


ერას მოედნიდან გადავინაცვლეთ სასტუმრო ბრაიტონში, რომელიც ძალიან ლამაზ ქუჩაზე მდებარეობს და მოსახერხებელ ადგილზეა, კარგი ნომრებით და კომფორტით.

ბრაიტნიდან გადავინაცვლეთ ძალიან მაღალი კლასის სასტუმროსკენ რომელიც ბათუმის ცენტრშია, ბათუმის თეატრის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმროს აქვს თავისი კაზინო, ძალიან კომფორტი, სასიამოვნო ინტერიერი და მისაღები ფასები.

აქ ძალიან პოპულარული გახდა ინტერიერის შემადგენელი სარკეები რომელშიდაც საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავდით, ფოტოსესიებიც მოეწყო და მეც არ გავუშვი შანსი.
სასტუმროების დათვალიერების პირველი ეტაპიც დასრულდა. რის შემდეგაც წავედით რესტორან ყირამალაში,

 სასიამოვნო იყო აჭარული კერძების დაგემოვნება, რესტორანი მდებარეობს ახალ ბათუმში და ძალიან უცნაური და საინტერესო არქიტექტურის მქონე შემობა აქვს

რესტორნიდან მასიამოვნები გავემგზავრეთ სარფში, ცოტა ფოტოსესიაც მოვაწყვეთ 

საქართველო თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე მეტრში მდებარე კოტეჯები მოვინახულეთ, სასტუმრო "Sarpi Resort", საინტერესო კომპლექსია, მოიცავს რესტორანს და ინდივიდუალურ საოჯახო კოტეჯებს,ს ასიამოვნო გარემოთი.

შემდეგ გადავინაცვლეთ კვარიათში, მოვინახუნეთ სასტუმრო "ნეპტუნი", კარგი ხედი იშლებოდა ნომრებიდან. სასიამოვნო გარემო იქმნება ნომრებში სასტუმროს ადგილმდებარეობის გამო.


 

დავასრულეთ სასტუმროების მონახულება და უკვე გადავინაცვლეთ აჭარის მაღალმთიანეთში,

თუმცა მანამდე ჯგუფში არსებული მანდილოსნების დაჟინებული მოთხოვნით შევლა მოგვიწია სავაჭრო ცენტრში "ბრენდი"


ჩვენი მეგობრები გაიშალნენ და ტანსაცმლის არჩევასაც შეუდგნენ.

მოკლე შოფინგის მერე გადაწყდა რომ გზა გაგვეგრძელებინა და გავემგზავრეთ ქედას რაიონისკენ. პირველი ბუნებრივი ძეგლი მოვინახულეთ, მახუცეთის ჩანჩქერი, ძალიან ლამაზი ადგილია მოგზაურობის მოყვარულთათვის, ბათუმიდან სულ რაღაც 30-40 წუთის სავალზე,


აქვე ვიფოტოსესიეთ.

"ახტიფოტო"-ც გადავიღეთ

გავემგზავრეთ მახუცეთის ხიდისკენ, რომელსაც თამარის ხიდსაც ეძახიან,

ამის შემდეგ კი წავედით აჭარული სახლისკენ სადაც უგემრლეიესი ჩხავერის დაგემოვნება გველოდებოდა.

სასიამოვნო გარემო უფრო მეტ სასიამოვნოს ხდის აჭარული კერძების დაგემოვნებას.


აჭარული კერძები.



უგემრიელესი ჩხავერიც მივირთვით.

სიმღერის ხასიათზეც დავდექით და სასიამოვნო ქართული გარემო შეიქმნა აჭარუს ტურიზმის დეპარტამენტის მნიშვნელოვა ფიგურებთან ერთად.

საკმაოდ სასიამოვნო საღამოს შემდეგ დავბრუნდით სასტუმროს ნომრებში.


კიდევ ერთხელ მადლობა აჭარას ლამაზი მეორე დღის ჩუქებისთვის.

Comments