ქარელში სამსახურეობრივი ვიზიტით ვიმყოფებოდი გუშინ, გამომიჩნდა თავსუფალი
დრო და იქვე ჩვენი სამსახურის მანქანის პარკირების მახლობლად იდგა ძველი
საბჭოთა სატვირთო მანქანა, საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მოვლილი და შენახული
თითქმის 55 წლის, ანუ უკვე ანტიკვარული მომინდაგადამეღო და იქვე ახლო
მახლო ერთი 73 წლის სასიამოვნო და პოზიტიური ადამიანი გამოჩნდა, ვიკითხე
თქვენი მანაქანა ხომ არაა მეთქი, ძველია და მომწონს გადასაღებადთქო, არარის
ჩემი მაგრამ ვისიცაა კარგად უვლისო და სიძველე თუ გაინტერესებს წამოდი და
განახებ კარგ რამესო, იქვე მდებარე შენობასტან მიმიყვანა, რომელიც ძველი
წყლის წისქვილი იყო, მომქმედი, და გადავიღე, პატარა მინი, მოკლემეტრაჟიანი
ფილმივით გამოვიდა, ძალიან მომეწონა ეს მოულოდნელობით სავსე სიუჟეტი,
ძალიან ძალიან საინტერესო და სასარგებლო, სასიამოვნო და შემეცნებითი რამ
არის დოკუმენტური ფოტოგრაფია
Comments