ცოტას ინფორმაცის კიდევ მოგაწვდით მეფე აიეტის მიერ დაარსებული ქალაქი პულას შესახებ ისტორია. როდესაც მედეა იაზონს გაყვა და ოქროს საწმისიც გაიტაცა, მისი პატარა ძმა, აფსირტეც წაიყვანა. მეფე აიეტი დაედევნა გაქცეულებს და ადრიატიკის ზღივს ბოლოს, დღევანდელი ხორვატიის საზღვართან დაეწია. იაზონმა მოკლა პატარა აფსირტე, მისი სხეული დაანაწევრა და ზღვაში გადაყარა. აიეტმა შეაგროვა ზღვაში მიმოფანტუი ნაწილები, იქვე სანაპიროზე გადაიტანა და დაკრძალა. თვითონაც იქ დარჩა, შვილის საფლავთან ახალი ქალაქი (პოლაი კოლხურად თავშესაფარი) დაარსა და საბოლოოდ იქვე გარდაიცვალა. აბსირტეს მოკვლა იაზონის მიერ ბევრი მხატვრის თუ მწერლის ნაწარმოებშია ასახული. მათ შორის გარმოჩეული იტალიელი მხატვარის რენე ბოავნის 1563 წლის ტილო სადაც ასახულია თუ როგორ აგროვებს მეფე აიეტი აბსირტეს სხეულის ნაწილებს. ეს ნახატი ამჟამად იელის უნივერსიტეტის სამხატვრო გალერიაშია დაცული.
2011-2012 წლებში იყო მოლაპარაკები ქალაქ პულას ადმინისტრაციასთან, მეფე აიეტის ორი იდენტური ძეგლის დამზადებასა და ქუთაისში და პულაში განთავსებაზე, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო ეს მოვლენები გაურკვეველი ვადით გადაიდო. ასევე გადაიდო ქუთაისის და პულას დაძმობილების თემაც.
Comments