ძველი, უნგრული სოფლის ამბავი :)

ერთ ძველ უნგრულ, ხალხურ თქმულებას მოგიყვებით, სხვათაშორის მე-17 საუკუნის 30 წელში დაუწერია იმდროინდელს უნგრელებს. 😊




ერთ უნგრულ სოფელში, ცხოვრობდა ერთი კაცი, ის ამ სოფელს რამოდენიმე წელი განაგებდა. დროის გასვლის შემდეგ სოფლის თავმა აურია, (მეზობელი სოფლიდან გამოწვეულმა ხელოვნურმა, პრობლემამ, შიდა მოძრაობები, მისთვის ძალიან უსიამოვნო განწყობას ქმნიდა და მაქსიმალურად ცდილობდა კომფორტი შეექმნა საკუთარი თავისთვის).

ერთ დღეს, ხალხმა სხვა, იქვე მეზობელი სოფლიდან გადმოსული  ძლიერი, მდიდარი, კაცი აიტაცა, გააღმერთა და მისივე სახსრებით, იმ ჭკუა არეულ ძველ, სოფლის თავს, რომელიც საკმაოდ ძლიერი იყო დაუპირისპირდა, მოიშორეს კიდეც, განდევნეს ცხრა მთასა და ცხრა ზღვის იქეთ, მოუსავლეთში.

ასე გაგრძელდა კარგა ხნისნ მანძილზე, ახალი სოფლის თავი ძალიან ხარობდა, ბედნიერი იყო, ძველისთვის, ნელნელა ძალაუფლების წართმევისა და საბოლოოდ სრულად უფლების ხელში ჩაგდებით ავიდა სოფლის თავის ტახტზე.

წლები მიდიოდა ცხოვრება ასე, ძველ და ახალ სოფლის თავებს შორის დაპირისპირებაში. სოფელს გაუჭირდა, ხალხი დასნეულდა და პანიკამ მოიცვა,  განდევნილმა სოფლის თავმა ეს რომ გაიგო, ცდილობდა რაღაცით დახმარებოდა, მოებოდიშებინა ხალხისთვის, გული მოელბო მათთვის, თუმცა ხალხს მისი სამართლიანად არ სჯეროდა, (თან ახალი სოფლისთავი ყოველ დღე ახსენებდა ხალხს ძველი სოფილის თავის ცუდ საქმეებს, ხალხს რომ არ დავიწყებოდა წარსული და ამით ახალი ცუდი საქციელი გადაეფარა), წარსულში ჩადენილი სოფლისთვის მიუღებელი საქმიანობების გამო, ფაქტიურად დამარცხებულ სოფლის თავს ბოღმა ახრჩობდა, (ვერც გაამტყუნებ, ის განდევნილი იყო, ადამიანური სისუსტეები ვერ დაამარცხა საკუთარ თავში, მას ერთ დროს ძალაუფლება ქონდა და ვერ გამოიყენა.) მიუხედავად ამ ყველაფრისა ის ცდილობს ხალხის კეთილდღეობისთვის გადადგას ნაბიჯები და გაჭირვების დროს დაეხმაროს სოფელს.
ახალი სოფლის თავი, რომელიც ლაღი, მხიარული, თავისუფალი, ზომიერი უნდა იყოს, წესით, განსხვავებულია, აბსოლიტურად გაბოროტებული; არაადეკვატური, უფრო ბოროტი, ბოღმიანი და „ემოციურად შავი“ გახდა, დამარცხებული კაცის,  ყველა წარმატებული ნაბიჯი აგიჟებს, უფრო არაადეკვატურს ხდის, მისთვის შეუფერებელ ნაბიჯებს ადგმევინებს და სოფლის მოსახლეობას წირავს, იმის შიშით რომ მას ძალაუფლებას წაართმევენ.

მორალი: გამარჯვებული ადამიანი, როცა მართალია მას არასდორს არ აშინებს დამარცხებულის ბოღმა, მაგრამ... აქ ისმის კითხვ: არის ის ახალი, ძლიერი სოფლის თავი მართალი და სუფთა საკუთარ სინდისთან?
რა კაი ვინმეა ეს პაოლო კოელიო დაწერე რამე და მაწაწერე ბოლოს უფრო წაკითხვადი რომ გახდეს 😊

მეც მიყვარხართ ხალხო და არ გავბოროტდეთ როცა მართლები ვართ და არასდროს ძალაუფლებისთვის არ გავწიროთ ერთმანეთი, ვიყოთ ლაღები და ფერადი ემოციებით სავსე.

Comments