საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი, აუცილებლად! მაგრამ როდის?! 🙁

 



თემას რომელსაც ახლა შევეხები, არ არის აქტიური თუმცა აქტუალურია, საპატრიარქო რომელიც მძევალი გახდა საკუთარი თავის და ოლიგარქის კარზე მავნებლური მონობის, ფაქტიურად არაფრის მაქნისია, დავიღალე ამ "წილაბოწიით" მდინარაძე მზეს ის ვერ გაურკვევია რა განსხვავებაა პოლიტიკოსსა და კერძო საკუთრების მქონე პირს შორის, კობახიძეს ზიზღის გამოფრქვევის კეთების მეტი არ გაუკეთებია ამ "ჩაჯმული 9 წლის" მანძილზე, საპატრიარქო კიდე დუმს, ამ ზიზღის ტირაჟირების მიუხედავად, ბიუჯეტიდან დაფინანსებისა და ჩვენგან გადახდილი გადასახადების მიუხედავად.
ვიღაცა იტყვის რა ეკლესიის საქმეა პოლიტიკაო, ახლა აღარაა საქმე? ახლა უნდა იყოს ჩუმად? როცა სახელისუფლებო "ობიექტები" ზიზღს ქადაგებენ, ამ ზიზღს "აპრავებენ" პატრიოტიზმით? ჩვენს ისტიროაში ბევრი მაგალითია სამღვდელოების, ზოგადად ეკლესიის საშალებით დაპირისპირებული მხარეების შერიგების ფაქტები, გვინდა არ გვინდა, ვაღიაროთ უნდა, რომ, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ უფრო სეკულარული სახელმწიფო ვიდრე ვართ მაგრამ არ გამოგვდის, ჰოდა მოსახლეობის, პოლიტიკოსების, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ავტორიტეტი არის ეკლესია, ამ ავტორიტეტს კიდე სულ "ფეხზე დაკიდება" გამოსდის ხალხის, ცუდია ძალიან, არასდროს მოუნდომებია ბოლო პერიოდში რომ ამ ზიზღის მანქანის წინააღმდეგ გაელაშქრათ, პირიქით ცეცხლზე ნავთის დასხმა უწევთ და ისე აგრძელებენ ყოფას, ამაზე მეტყველებს ამბიონიდან ნაქადაგარი ბევრი არასწორი "ტექსტები" რომელსაც რწმენის გაძლიერებასთან საერთო არ აქვს.
ბოდიში გიხდით მეგორებო, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ ეკლესიის წინაღმდეგი ვარ, გაბოროტებული და მღვდელთ მოძულე ვარ, არა არის ასე, ძაან იშვიათად ვსაუბრობ ეკლესიაზე, ვცდილობ არ ვისაუბრო ხოლმე 🙁 რამოდენიმე კვირის უკან ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხზე მითხრა ერთმა ბერმა პირად საუბარში, სულ ვცდილობ რომ არ გამოვხატო ხმამაღლა ჩემი გულისტკივილი, თუმცა მიწევს ხოლმე, "კონკრეტულ" საკითხზეო, რადგან საპატრიარქო არაფერს ამბობს და მე რომ ამოვიღო ხმა მომკიდებენ ხელს და სხვაგან გადამისროლიანო 🙁 სამწუხაროდ, ეკლესიაც პოლიტიკის ნაწილი გახდა და ამიტომ არის ასე განზე გამდგარი 🙁 მძევალი გახდა მისივე არასწორი ნაბიჭების!
ძალიან მინად ზიზღი არ არსებობდეს ხალხში და რაციონალური კამათი იყოს იმაზე რომ მაგარი ქვეყანაა საქართველო!
საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი და ძლიერი, აუცილებლად!
მაგრამ როდის?! 🙁

Comments