უბრალოდ დავიწყებ იმ ფაქტის აღნიშვნით, რისი აღნიშვნაც მნიშვნელოვანია, 2021 წლის, 14 აპრილს ქუთაისში შემდგარი, სპონტანური, 12 საათში დაგეგმილი აქციიდან "ავტო კოლონით მხარდაჭერა ხეობის მცველებს" გადაზრდილი მაშტაბურ მშვიდობიან და კარგად ორგანიზებულ აქციაში, ეს უდაოდ მოვლენა იყო ქუთაისის რეალობაში, რისთვისაც მადლობა ორგანიზატორეს, მაგრამ, აქ არის მთავარი კითხვის ნიშნები რომელც, საზოგადოებას აინტერესებს, მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა გასცენ პასუხი "რიონის ხეობის მცველებმა".
აქცია რომ პოლიტიკურია ამაზე დავაც აღარ არის, ამის ნათელი მაგალითია მოთხოვნები:
1. გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,
2. შეხვედრა მოლაპარაკებაზე პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
უნდა შევთანხმდეთ ყველა, აქ! ამ წუთშივე! ფაქტია რომ ეს იდეა, რაც უსამართლობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტია, უკვე ბევრ, გულწრფელ ადამიანს აერთიანებს და ვირუსივით გადამდები გახდა.
რას ვაპროტესტებთ?!
- თურქების წინააღმდეგ ვიბრძვით თუ უსამართლო გადაწყვეტილების მიმღებ, უკანონო, ლეგიტიმურობის ზღვარმიღმა დარჩენილ ხელისუფლებას და თან გამოხატვის თავისუფლებასაც გვიზღუდავს?
- ENKA -ს მოქმედებებზე ვრეაგირებთ თუ უსამართლოდ მოქმედ საპოლიციო ძალებს, პროვოკაციის დამგეგმავ "მილიციას" რომლებიც საქართველოს შუა გულში კედლებს გვიშენებს?
- ქსენოფობიური განცხადებების მქონე "ფსევდო პატრიოტული" ჯგუფები რომლებიც იდეოლოგიურად იყენებს ქსენოფობიურ და ანტი თურქულ განწყობებს თუ იმ საზოგადოების ნაწილის დამცველები "ვართ" ვისაც უსაამრთლოდ მოექცნე და კერძო საკუთრებაში შეუვარდნენ?
აუცილებელია მოხდეს ჯგუფების გაანალიზება და დაყოფა, უფრო სწორად ფილტრაცია, რადგან აქცია გახდეს სწორი მიმართულებით მიმავალი ლოკომოტივივით და უმართავი პროეცსები გამოირიცხოს.
ვფიქრობ ქსენოფობები მტრის საქმეს უფრო აკეთებენ ვიდრე იმ გულწრფელი მცველების, ვისთვისაც კარავში ძილი უკვე ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ! აქციის ორგანიზატორებმა მკაფიოდ უნდა დასვას ეს საკითხები და გაიაზრონ რომ მათ ძალიან ბევრი ადამიანი ენდობა, უსმეს და თვალყურს ადევნებს.
სრული მხარდაჭერა ჩემგან "რიონის ხეობის მცველებს"
არა ქსენოფობიას და პროვოკატორებს!
Comments