შეშინებული მაგრამ "კუნთიანი" ხელისუფლება.

მინდა 2021 წლის 15 აპრილს ქუთაისში განვითარებულ მოვლენებზე გესაუბროთ, გამართულ მოლაპარაკებებზე, ხელისუფლებასა და რიონის ხეობის მცველებს შორის, რომელიც სასწრაფო წესით დაინიშNა ქუთაისში გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ.
თავიდანვე ვიტყვი იმას რომ ხელისუფლებამ სიმბოლურად ხალხს დაანახა რომ ისინი ძლიერები არიან, მართავენ ყველაფერს, მათ შორის  საზოგადოებასაც და ხალხს არ აღიქვამენ როგორც მის ნაწილს, ადამიანებს არ უყურებენ როგორც, მათი ხელფასის გადამხდელებს.

1. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ, მოლაპარაკების დროზე, შეირჩა საღამოს 7 საათი, მაშინ როცა 2 საათში საკარანტინო საათი იწყებოდა, ხალხის მასა იძულებული გახდა ადრე დაეტოვებინა ქალაქის ცენტრალური მოედანი და მოლაპაარაკებების პროცესის პარალელურად ხალხმრავალი შეკრება არ გამართულიყო, ანუ შეეშინდათ, არ უყურებენ ხალხს როგორც თანასწორებს მაგრამ მაინც ეშინიათ.
2. მოლაპარაკებებზე მისულ ადამიანებს მოუწიათ პოლიციის კორდონის გავლა, ამის საჭიროება საერთოდაც არ იყო რდგან, იმ ხნის მანძილზე რაც ეს აქციები მიმდინარეობს, არცერთი რადიკალური ნაბიჯი არ გადადგმულა, არც დარბევა მოხდარ და არც არაფერი გამწვავებულა, უბრალოდ ადგნენ და შესასვლელ კართანვე კორდონი დაახვედრეს.
3. მოლაპარაკების მაგიდაზე რაოდენობრივად არათანაბრად იყვნენ წარმოდგენილები 10 სახელისუფლებო ე.წ. პრემიერის წარმომადგენლები და 4 სახალხო პროტესტის მხრიდან.
4. შეხვედრაზე აეკრძალათ პირდაპირი ტრანსლირება შეხვედრის, არცერთი მედიასაშუალება არ დაუშვეს, მხოლოდ მიეცად უფლება ჩანაწერის გაკეთების, თუმცა ვიმეორებ ცოცხლად, პირდაპირი ტრანსლიაციის რეჟიმში გაშუქება თავიდანვე აკრძალა სახელისუფლებო მხარემ.

ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, ლეგიტიმურად მიჩნდება კითხვა, რამდენად გულწრფელია ხელისუფლების გადმოდგმული ნაბიჯები? რამდენად შეეშინდა ხალხის და მუხტის დასაგდებად დაიწყო ხელისუფლებამ მათთვის მნიშვნელოვანი (მათთვის და არა ხალხისთვის) "ტრუკები"-ს გაკეთება და რამდენად ცდილობენ აქციის მორალურ და ტექნიკურ რღვევას.

წინა პირობებიც ბევრია და საინტერესოდ ვითარდება დაგეგმილი პროვოკაციები
1. დაშინება - საპროტესტოდ გამოსული ხალხის და დემონსტრაციაში მონაწილე ავტომობილების დაჯარიმება;
2. რადიკალური ჯგუფების მობილიზება და პროვოცირება დაპირისპირების;
3. ჩანერგილი და შეგზავნილი ადამიანების მოქმედებები და საზოგადოების გარჩევა, რისი ნათელი მაგალითიც იყო შვილ მოკლული მამის, ვახა მაჩალიკაშივილის აქციიდან გაგდება მიზეზით "ეს ხო ნაცია";
4. სასულიერო პირების დემაგოგიური და ქსენოფობიური ტექსტების საჯაროდ გამოთქმა;
და ბევრი რამ რაც იქეთკენ მიდის რომ აქცია დააკნინონ, იმაზე აღარაფერს ვიტყვი რომ, რიგ აქციის მონაწილეებს გონიათ ამ პროეცესებში ბიძინა ივანიშვილი არაფერს წარმოადგენს.

მოკლედ ეს არის ჩემი გულის წყვეტა მიმდინარე მოვლენების მიმართ :(

Comments