მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ!
60,70,80,90-იანი წლების ამინდს რომ ქმნიდა ქუთაისში, ადვილი რომ იყო მისი ნახვა და დავიწყება ძნელი, აი იმ ადამიანების გაზრდილი ვარ, ვისთვისაც ქუთაისი იყო ღირსების, მეგობრობის, თანადგომის, სიყვარულის და სიძლიერის სიმბოლო.
აი აქ გავიზარდე, იმ ძლიერი ქუთაისური/ქართული სულის, ემოციების და გრძნობის წიაღში, სადაც ერთიანი და ძლიერი საქართველოს აკვანი დაირწა, სიმბოლოდ თავს ბაგრატის ტაძარი დაადგეს როგორც, სიბრძნის, სიძლიერის და აზროვნების ქვაკუთხედის, ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ რომ იწოდება დღემდე.
აი იქ გავიზარდე სადაც დღემდე (მეტწილად) კაცს არ პატიობენ ტყუილს და დასჯა მხოლოდ სიტყვით ხდება, სირცხვილია კაცთან არასწორად მოქცევა და მისი დაჩაგვრა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ქუთაისში გავიზარდე, იმ ხალხმა ვინც განწყობას ქმნიდა წინა საუკუნეში იმათმა გამზარდეს, მასწავლეს როგორ მოვიქცე რომ ამინდის შემნა ვეცადო ქუთაისში, მიუხედავად ამისა მე პატარა წერიტილი ვარ ქუთაისისთვის მაგრამ ჩემთვისაა ქუთაისი დიდი სამყარო, არ ვაჭარბებ მართლა იმ ხალხში გავიზარდე და ვამაყობ.
ერთსაც მოვყვები, მამაჩემზე ამბების გახსენება მიყვარს ხოლმე და თქვენც მინდა რომ იცოდეთ რა არის ჩემთვის ქუთაისი და რატომ არის რომ. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ ამ ქალაქის წინაშე და ღირსებად მიმაჩნია ამ ქალაქში ცხოვრება და ყოფნა...
მამაჩემი რომ გარდაიცვალა 7 წლის ვიყავი, გასვენების დღეს თითქმის მთელი ქუტაისი თბილისის ქუჩაზე იყო შეკრებილი, გადაკეტილი იყო გზა და მაქანები ქალაქის ცენტრში ეყენათ, მოძრაობას იმ დროინდელი გაი აკონტროლებდა, გადაკეტილ თბილისის ქუჩაზე ფეხით რომ ჩამოვუყევით პროცესიით თეატრთან პარკირებულ მანქანაში ჩავუჯექი ჩემს მამიდაშვილს, ხოლო პროცესიას წინ გაი მიუძღვოდა რუის სასაფლაომდე, მე მიხაროდა ამდენი ხალხის დანახვა, არ ვიცოდი რა ხდებოდა.
ამ დროს ქალაქკომში ვიღაც სტუმრები ყოფილა ჩამოსული დედაქალაქიდან და მოუკითხავთ თანამდებობის პირები არავინ რომ კაბინეტში არ ყოფილა, ყველა მამაჩემის გასვენებაში იყვნენ და უკითხავს:
- ვინ არის ასეთი რა თანამდებობა აქვს მთელი ქალაქი, მთელი ქალაქკომი რომ არის წასული გასვენებაშიო,
- არ ქონდა თანამდებობაო - მდივანს უთქვამს და გაოცებულა სტუმრები.
გაცნობიერებული არ მქონდა, მიხაროდა ამდენი ხალხი მაგრამ რომ გავიზარდე მერე მივხვდი რაც ხდებოდა და იქედან მოყოლებული ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას, ამას ზემოდან ემატება არჩილ გეგენავა რომელმაც ამ ქალაქს ბოტანიკური ბაღი "აჩუქა". მოკლედ ბევრი გარემოებაა რატომ ვგრძნობ ქუთაისში თავს უფრო ჩემად ვიდრე სხვაგან, ბევრი გარემოებაა ღირსებად ქცეული ქალაქის არსებობა ჩემს გონებაში...
მაგრალ გული მერევა იმ ადამიანებზე ვისთვისაც ღირსების ყიდვა რამოდენიმე მილიონი დაჯდა, ვებერთელა ფიზიკურობის მქონე პატარა სულის ადამიანების არსებობა ქალაქის სათავეებში, გულს მიკლავს და მირევს, ძლივ მოუგო არჩევნებში იმას ვინც ფაქტიურად არაფერს ხარჯავდა იმაში რომ გამხდარიყო ქალაქის მთავარი, მაგრამ ვინც მოიგო იმას დღემდე მირჩევნია!
რატომ?
იმიტომ რომ, ომში ჩართული ქვეყნის, ქალაქ დნიპროს მერი რომ შეგახსენებს დამეგობრებული ქალაქი ხარო... აი აქ ღირსებაზე რომ დამელაპარაკები მერე, დაჯდები საკრებულოში საჭორაოდ და იმ აქტივისტებს უღირსებად მოიხსენიებ ვინც შენს უღირსობას ასაჯაროვებს, ცოტა სირცხვილია რომ არსებობდე... იმ ქალაქში სადაც მეზობლები და მეგობრები არ გცემენ პატივს ცოტა არ იყოს უნდა გრცხვენოდეს რომ გქვია ქალაქისთავი.
ქუთაისელმა ხალხმა ბევრი გააკეეთა უკრაინის დასახმარებლად მაგრამ... მხოლოდ ხალხმა! უფრო მეტიც, მტელი რიგი გამოსვლები გახდა საჭირო რომ ქალაქის ადმინისრაციას ემოქმედა და მხარდაჭერის ნიშნად დროშა გამოეფინაა.
ყველა იმ პოლიტიკის დედა ვატირე სადაც ღირსებას, ქალაქელობას და ქუთაისის სახელს უკან წაიღებ, დამალავ და წინაპლანზე შენს სკამს, პარტიულ აღზევებას და კეთილდღეობას გადმოწევ.
ღირსეული ქალაქს სამარცხვინო ქალაქისთავი არ უნდა ყავდეს, არა!
თორიკანა და სამარცხვინო!..
უკრაინა გაიმარჯვებს აუცილებლად!
მაგრამ თქვენს სულს და ქოცურ მენტალიტეტს არაფერი ეშველება, თავისუფლები ვერ იქნებით ვერასდროს, თამადადაც არ დაგიძახებენ სუფრაზე!
ქუთაისისთვის მე არაფერი ვარ, უჩემოდაც იარსებებს ქუთაისი კიდე 4000 წელი მაგრამ ქუთაისია ყველაფერი ჩემთვის, რაც ფერს მაძლევს, მაძლიერებს, ხალისს მმატებს და ისეთს მხდის როგორიც ვარ!
20 იანვარი 2023 წელი
Comments