7 მარტი - სამსახურს როგორც კი მოვრჩი გამზადებული ფოტოტექნიკით წავედი რუსთაველზე, აქციის გადასაღებად.
მეტროშივე იგრძნობოდა მუხტი, ხალხი რუსთაველისკენ დროშებით მიდიოდა, დაახლოებით რვის ნახევარზე პარლამენტთან მივედი, მალე სესია მთავრდებოდა პარლამენტში და გვერდითა გამოსასვლელელებიდან პოლიციის კორდონი იყო ჩაყენებული ხალხის შესაკავებლად, მე ჩიტაძის ქუჩის მხარეს (მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და პარლამენტის შენობის შორის) გადავინაცვლე გადასაღებათ. ამ შემთხვევაში თავისუფალი ფოტოგრაფი ვიყავი, არცერთ სააგენტოს არ წარმოვადგენდი, ფოტოებს ვაწოდებდი რეგიონალურ მედიებს, (იმერეთის რეგიონი) მსგავს სიტუაციებში, ზოგადად, თავისუფალ ფოტოგრაფად მუშაობა რისკია, საშიშია - რადგან „განეიტრალების“ შემთხვევაში არანაირი ბერკეტი არ გაქვს დაგიცვას ვინმემ, შენი თავი შენვე უნდა დაიცვა, უბრალოდ რისკის ქვეშ დგები და მზად უნდა იყო ამისთვის.
პოზიციის დაკავებისთვის ცოტა უსიამოვნო საუბარი მომიწია საპატრულო პოლიციის ნაკლები ჩინის მქონე პირთან, თუმცა საბოლოოდ ძალიან მშვიდათ დავდექი სიმაღლეზე, აქ ზურა ცერცვაძე მომეხმარა (ისიც ჩემსავით თავისუფალი ფოტოგრაფი იყო) პოლიციისა და ხალხის შორის საზღვარზე, საიდანაც უკვე პიკეტირებულად ქცეული აქციის პირველი წუთების გადაღება დავიწყე.
საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს სახეზე დაღლა ეტყობოდათ, ხალხი რომელიც, პირისპირ, დისტანციის გარეშე იდგა პოლიციის მოპირდაპირედ ესაუბრებოდა, უყვიროდა, სიმშვიდეს სთხოვდა, ესენი ურექციოდ იდგნენ და უმეტყველო თვალებით ერთმანეთისკენ იყურებოდნენ.
მალე დეპუტატები გამოდიოდნენ უკანა გასასვლელებიდან და დაღლილი პოლიციელები ხმაურით „რობოკოპებმა“ ჩაანაცვლა. ხალხი დაიძაბა ამ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, ცოტა შეხლაშემოხლაც გამოიწვია ამ ფაქტმა და სკანდირება „რუსებო“.
ეტაპობრივად ჩაენაცვლა პოლიცია სპეცებს და სრულად ქუჩა დაიკავა აღჭურვილმა საპოლიციო ძალებმა, წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდა, ხელ აწეული ხალხი თხოვდა „რობოკოპებს“ ძალა არ გამოეყენებინათ, ხალხისგან დისტანციისთვის „რობოკოპების“ უკანა მხრიდან მოულოდნელად, არა აღჭურვილმა ნიღბიანმა პოლიციელებმა გაასხა წიწაკის სპრეი, ხალხში ჩოჩქოლი ატყდა უკან დაიწიეს, პარალელურად „რობოკოპები“ წინ წავიდნენ, როგორც კი საპოლიციო ძალების ზურგში აღმოვჩნდი.
რამოდენიმე ხანში გამაფრთხილებელი, უცნობი ქალბატონის ნაცნობი ხმა გაისმა: „მოქალაქენო გთხოვთ დაიშალოთ...“ ამ დროს გადმოვინაცვლე ადგილი და წინა მხარეს დავდექი, იქ სადაც ჩავთვალე უსაბრთხო იქნებოდა, სხვა კოლეგებთან ერთად.
ხალხი არ იშლებოდა და უძრავად იდგნენ.
რამოდენიმე წუთის შემდეგ „სირენის“ ხმა ჩაირთო და უკვე დარბევისთვის მზადების რეჟიმი დადგა. როდესაც დარბევა დაიწყო, წყლის ჭავლთან ერთად, გაასხეს წიწაკის სპრეი, პარლამენტის შენობასთან მდგარს ჟურნალისტების მიმართულებით, აქ მეც ვიყავი, უნიღბოდ და პირველი „წიწაკის აბაზანები“ მივიღე, დაახლოებით 20-25 წუთის მანძილზე ძალიან დისკომფორტული შეგრძნება იყო, მოვსულიერდი და დავუბრუნდი ისევ ეპიცენტრში, ოღონდ ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მხარეს.
რამოდენიმე ხნიანი სიმშვიდე, ხალხს და „რობოკოპებს“ შორის მშვიდობიანი კომუნიკაციისა და თითქოს დამთბარი ურთიერთობის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უცებ გამოვარდნენ, ქვაფენილზე მშვიდობიანად დამჯდარი ბიჭი რომელიც სიგარეტს ეწეოდა, პოლიციელებს შორის „შეისრუტეს“ ჩოჩქოლის შემდეგ წიწაკის სპრეი წინარიგებში მდგარმა „რობოკოპებმა“ გამოიყენეს, თან საქართველოს დროშა გადაფარებულმა ახალგაზრდებმა მობილიზება დაიწყო, „რობოკოპებმა“ ისევ დასარბებვად მობილიზაცია გამოაცხადეს, ისევ, ხმა, ისევ „სირენა“ ამ ყველაფრიდან გამოწვეული, ისევ ხალხის აგრესია.
მეორე დარბევის დაწყებისთანავე, უკანა რიგიდან Roiter -ის ფოტოგრაფი, დავით მძინარიშვილი მეძახის, წყლის ჭავლს ამზადებენ და უსაბრთხო ადგილას დადექი, მეც მოვემზადე ლოკაციის შეცვლისთვის, თან ჭავლი გაუშვეს, ამ დროს ის ცნობილი კადრი დავინახე, ქალბატონი ევროკავშირის დროშით, გადასაღებად მზადებისას ზურგიდან წყლის ჭავლი მომხვდა, ოღონდ ნაკლებად დამაზიანებლად.
დავსველდი ტექნიკაც დასველდა, ფოტო ვერ გადავიღე, მაგრამ ეს კადრი ძალიან მაგრად ჩამრჩა გონებაში როგორც „ხალხის ერთიანობის“ სიმბოლო, გავედი მშრალ ადგილას, იქვე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან რუსთაველის მხრიდან, გავწმინდე კამერა, სიტუაცია ჩაწყნარდა და ისევ დავუბრუნდი ჩიტაძის ქუჩას, ხალხსა და „რობოკოპებს“ შორის, მეტნაკებად სიმშვიდე იყო, თუ არ ჩავთვლით ერთეულ შემთხვევებს რაც არის ხოლმე ამ დროს, წიწაკის სპრეის შესხმა მოქალაქეებისკენ დისტანციისთვის და სხვადასხვა ნივთების სროლა პოლიციისკენ მოქალაქეებისგან.
თითქმის ერთი საათი საშინელი დისკომფორტი მქონდა, შემდეგ ცოტა ჩავწყნარდი, ხველება დამიტოვა და თვალცრემლიანი ვიდექი აქციაზე, მოკლედ „გამანეიტრალეს“, აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ და ექიმ ნათია მელიქიძეს, ამ ხნის მანძლზე არ მომცილებია გვერდიდან და ძალიან ყურადღებით ასრულებდა მის პროფესიულ ვალდებულებას.
საერთო ჯამში 7-8 მარტის დარბევა არც თუ ისე ამოვარდნილი იყო ჩარჩოდან მიუხედავად რიგი შემთხვევებისა და მაგრამ 8-9 მარტის აქციის დაშლისგან განსხვავებით, აქ სახელმწიფომ ძალიან ზედმეტი აგრესია გამოიჩინა რაც ევროპული ყაიდის საპოლიციო სტრუქტურებისთვის არ არის მიზანშეწოლინი რაც უფრო საბჭოთა „მილიციის“ მეთოდებს გავდა.
13.03.2023 - ქუთაისი
Comments