მარტის აქციები და რუსთაველის გამზირი - 8-9 მარტი | მეორე ნაწილი

ერთი სული მქონდა დროულად დასრულებულიყო სამსახური და წავსულიყავი აქციაზე, არ ველოდი იგივე „ექშენს“ რაც წინა ღამით იყო.

მუშაობის მანძილზე, მეგობრის პოსტი ვნახე, გამზადებული ქონდა სათვალეები, რესპირატორული ნიღბები და მივწერე სად იყიდე, რა ღირსთქო? გაჩუქებო მითხრა.

 8 საათისთვის წავედით აქციაზე,  ვნახე ლევანი გამოვართვი ჩემთვის განკუთვნილი “აღჭურვილობა” ჩავალაგე ჩანთაში და გავედი ხალხში, ფოტოების გადასაღებად, საერთოდაც არანაირი მოლოდინი არ მქონდა დარბევის.

 


დაახლოებით 11 საათისთვის აქცია დასრულდა, ხალხი ორ ნაწილად გაიყო, მე ისევ ჩიტაძის ქუჩისკენ წავედი. მოქალაქეები „რობოკოპებს“ ესაუბრებოდნენ რომლებიც, პარლამენტის ეზოში იყვნენ გამაგრებულები, აგრესიული ნასვამი ადამიანებიც იყვნენ, მათ წინ მდგომი ადამიანები აკონტროლებდა, მიუღებელი და ძალადობის მაპროვოცირებელი მოქმედებების შემთვევაში, საპოლიციო ძალებთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევდნენ.



ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი საათი, გაისმა გაზის კაფსულის გახეთქვის ხმა, ვიღაცამ დაიძახა „პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაიწყო რაღაცო“, ჟურნალისტები სასწრაფოდ წავედით, იქ უკვე შენობიდან წყლის ჭავლებით მომარჯვებული პოლიციელები შლიდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც უკან დახევის გარეშე, რკინის კონსტრუქციას არღვევდა, რაც პარლამენტის შენობას ამაგრებდა. 

 


ჩაიმსხვა ფანჯრებიც, საკმაოდ დაიძაბა სიტუაცია, საახალწლო პიროტექნიკაც მრავლად გამოიყენებოდა ამ შტურმისას, უცებ გაისმა, უცნობი ქალბატონის ცნობილ ხმა: „მოქალაქენო გთხოვთ დაიშალოთ...“, ჩანთიდან ამოვიღე ჩემი რესპირატორი, გავიკეთე სათვალე და მოკლედ აღვიჭურვე „საბრძოლო“ შემართებით.  



რკინის ჯებირები რომელიც პარლამენტის უკანა შესასვლელს ამაგრებდა ხალხის მასამ ჩიტაძის ქუჩისკენ გამოიტანა, გზის გადაკეტვის მიზნით, „რობოკოპები“ რომ ჩაეხერგათ, ჭავლის მანქანის მოახლოვებისთანავე დაიწყო წყლის ჭავლის გაშვება და თან მხუთავი აირის გასროლა მეთოფეების მხრიდან, რომელიც რობოკოპების უკანა ფლანგში იყვნენ განლაგებულები, უმნიშვნელოდ დავსველდი, თან ვფრთხილობდი გაშვებული გაზი არ შემესუნთქა, არ ვიცოდი რა დოზით გაუძლებადა ჩემი ნიღაბი კვალს.



ხალხის ძირითადი ნაწილი რუსთაველის გამზირისკენ გაიქცა, მე სხვა ოპერატორებთან ერთად დავრჩი ადგილზე, ფოტოებს ვიღებდი, უცებ თავბრუ დამესხა და გაზის ზედმეტი დოზის მიღება ფიზიკურად დამეტყო, თავბრუ დასხმული გავიქეცი ხალხისკენ მაგრამ წინ კვამლის ბუღი იდგა, უფრო ცუდათ ვხდებოდი, ამოვბრუნდი უკან სადაც „რობოკოპები“ იდგნენ, პარლამენტის შენობას მივეყრდენი არ წავქცეულიყავი, აქ  კვამლი თითქმის არ იყო, ოდნავ სიო უბერავდა და რუსთაველის გამზირისკენ მიჰქონდა კვამლი, თან შიში მქონდა, აპარატურა არ დაელეწათ.

როგორც კი სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და მოვედი ენერგიაზე, ამ კვამლს თავი დავაღწიე სუნთქვის გარეშე გავრბოდი „გავედი სამშვიდობოს“.


ცოტა ხნით სიმშვიდე იყო, ხალხში გავრცელდა ინფორმაცია რომ რობოკოპები მოდიოდნენ როგორც ჩიტაძის ქუჩიდან ასევე, თავისუფლების მეტროს მხრიდან.

 





 გამოჩნდნენ, პირველი სკოლისკენ გამოიქცნენ და თან მხუთავი აირი, რეზინის ტყვიები ჰაერში დაფრინავდა, პარლამენტის წინ მდგარეი ჯებირები უცებ რუსთაველის გამზირის გადასაკეტად გამოიყენეს, რადგან კიდევ ერთი დაბრკოლება ქონოდათ „რობოკოპებს“, ქაშუეთის ეკლესიის უკანა მხარეს, ბაღში გადაინაცვლა მომიტინგე ახალგაზრდებმა, იქ ერთმანეთს ეხმარებოდნენ, ცრემლმდენი სპრეით დაზარალებულებს სახეს ბანდნენ, მხუთავი აირით დაზიანებულებს ასულიერებდნენ, მოკლედ ერთი დიდი სოლიდარობის ცენტრად გადაიქცა სკვერი. 


მხუთავ აირს სკვერში, მშვიდობიან "დაზარალებულ" ხალხშიც კი უშვებდნენ, რომ ხალხი გასცლოდა აღნიშნულ ტერიტორიას.

სიმშვიდის შემდეგ მასის უმრავლესობა სანაპიროზე გადავიდნენ გზა გადაკეტეს და პროტესტი იქ გააგრძელეს თუმცა უკან ისევ ამობრუნდნენ და „რობოკოპები“ უკვე ქაშუეთის გასწვრივ იდგა, წყლის ჭავლის მანქანებით და სახანძრო სამაშველო წყლის ავზით, საპოლიციო ძალები, ძირითადად „კრიმპოლი“ მათ ზურგს უკან იკრიბებოდა. 

 

 

ფოტოებით განახებთ დისტანციას - ჟურნალისტებს, ხალხსა და „რობოკოპებს“ შორის, მთავრობის სახლის დარბევისა და რუსთაველზე გადმონაცვლების შემდეგ სიმშვიდე იყო კარგახანს, ხალხი და რობოკოპები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ელაპარაკებოდნენ აგრესიულობის გარეშე, ხალხისგან აგრესიის ძალიან ცოტა ინციდენტი აქაც იყო, სავარაუდოთ პროვოკატორების მიერ პროვოცირებული, „რობოკოპები“ არ იყვნენ აგრესიული და არაადეკვატურები. პროტესტანტებმა ძელსკამებით ქუჩა გადაკეტეს და წინააღმდეგობისთვის მზადება გამოაცხადეს.

 

 

 

 

 

 

   

 

ამ უწყინარ და მშვიდ დროს სასწრაფოს მანქანაც გამოჩნდა, სავარაუდოთ ჯებირების დასაშლელად და გაბრაზებული ხალხის მარგინალიზაციისთვის, გზა კი გაუხსნეს და გაატარეს სასწრაფოს მანქანა თუმცა იყო ალტერნატიული გზა ქაშუეთის მხრიდან.


 „რობოკოპებიდან“ მოშორებით იდგა "კრიმპოლი" უფროსწორად "კრიმმილი" (კრიმინალური მილიცია) რომლებიც დასცინოდნენ, იგინებოდნენ, იწვევდნენ, „გააჯვის“ ეძახოდნენ, ერთმანეთთან მოსაუბრე ხალხს იპარავდნენ, გარკვეულწილად ეს გამაღიზიანებელიც აღმოჩნდა და ხალხმა, ახალგაზრდებმა დაიწყო გინება, ყვირილი  და "კრიმმილი" დაედევნა ხალხს... 



ცოტახანში ხალხი ისევ დაბრუნდა შეძახილებით „საქართველო“ „რუსებო“!.. 

 


მერე დაიწყო, შსს-ს მანქანის დაწვა, ძელსკამების დამტვრევა და შუა ქუჩაზე წინააღმდეგობის ჯებირებად გადაქცევა, ნაგვის ურნების ლაბირინთებად გამოყენება, ბოთლების სროლა, აგრესია და ა.შ.

 

 

ერთერთი ასეთი „მოპარვისას“, ეროვნული გალერეის კიბეზე მჯდომ ახალგაზრდას ხელიდან გააგდებინეს დროშა რომელიც კიბეზე დაგდებული ავიღე და წამოვიღე.


„რობოკოპები“ იქნცეოდნენ ძალიან ადეკვატურად, მიუხედავად იმისა რომ  წინა დღეს მწარედ განვიცადე წიწაკის გემო, ამ დღეს ძალიან მოზომილები იყვიენ, გარკვეულ ბრძანებამდე.


თითქმის ერთი საათი იწვოდა შსს-ს მანქანა, რომლის ჩაქრობაც ერთხელ სცადეს, ცეხლის ახლიდან აალების შემდეგ, ალბათ სამთავრობო მედიისთვის განკუთვნილი ვიდეო მასალის შეგროვებასა და სიტუაციის გამწვავებისთვის ცეცხლი არ ჩააქრეს, იმის მიუხედავად რომ, იქ მყოფი ჟურნალისტები თხოვდნენ ძალოვნებს ცეცხლის ჩაქრობას, ხოლო ხალხში სიმშვიდე კარგა ხანს იყო და ჭავლის მანქანაც საკმაოდ ახლოს იყო ცეცხლის კერასთან.


ხაზგასასმელია "მილიციელების" იმ ახალგაზრდების მიმართ  გამაღიზიანებელი დევნა და დამამცირებელი მიმართვები იყო მიზეზი იმისა რაც მოხდა. 

(თუ ნახავთ რომელიმე "მილიციელს" გასამართლებულს აგერ მე და აგერ თქვენ...)

 
სიმშვიდის პერიოდში გადავიღე ის ცნობილი კადრი, პოლიციელის ფარზე მიკრული საქართველო უკრაინის დროშის სტიკერი, სადაც პოლიციელი კეთილგანწყობას გამოხატავს ჟესტით, ამ ფაქტის მერე შეიცვალა წინახაზი საერთოდ და ჩააყენეს უფრო აგრესიული „დასვენებული“ პოლიციელები.

 


გარდა ამისა მოიყვანეს ახალწვეულები რომლებიც საპოლიციო ფარს ვერ იყენებდნენ და ადგილზე გადიოდნენ წვრთნას, წარმოიდგინეთ ბრბოს ეს გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭები რომ ჩაეგდოთ ხელში რა დაემართებოდა, ფაქტიურად შსს წირავდა ამ ახალგაზრდებს.


საშუალო ასაკი ალბათ იქნებიოდა 19-25 წლამდე, თან წინა ხაზზე იდგნენ ესენი ჯავშნის გარეშე, მხოლოდ ფარებით, ხოლო უკან კრიმპოლის თანამშრომლები რომლებიც ძირითადად ხალხის გაღიზიანებით იყვნენ დაკავებულები. 


დილის 6 საათამდე გაგრძელდა ეს პირობითი სიმშვიდე, მერე ერთიანად დაიწყო შტურმი,  ქაშუეთის ეკლესიიდან რუსთაველის მეტრომდე მომიტინგეებს 5 „ბლოკპოსტი“ , წინააღმდეგობის ჯებირი ქონდათ მოწყობილი, რომელიც უკან დახევისას სწრაფი ტემპით კეთდებოდა და ახალი ცეცხლის კერა ჩნდებოდა, პოლიციელების შესაკავებლად. 

 

 


თავად პოლიციელებს უწევდათ ამ დაბრკოლებების დაშლა და გვერდზე გადაწყობა.

აქ უკვე აღარავის ინდობდა პოლიციელები, იქცეოდნენ როგორც არა ცივილური "საბბჭოთა მილიციელები", ყვიროდნენ "შე მარადიორო".

აგინებდნენ ჟურნალისტებს, ხელს უშლიდნენ გადაღებისას, ბეჭს კრავდნენ ოპერატობერბს, იჭერდნენ და სცემდნენ უბრალო გამვლელებს, თავიანთი საქციელი რომ გაემართლებინათ და ჟურნალისტებს, რომელიც მათ მიყვებოდნენ არ გამოეხატათ პროტესტი. 

ძალიან არაადეკვატური საქციელით გავიდნენ ბოლოში,


 გამთენიას უკვე რიჟრაჟზე, 7 საათზე, საპატრულო პოლიცია ჩაერთო საქმეში, მანქანებით გადაყავდათ დაკავებული და ნაცემი მოქალაქეები. 

 

ასე დასრულდა 12 საათიანი უკომპრომისოდ მოპოვებული გამარჯვება ხალსა და სახელმწიფო რეჟიმს შორის. 


  ამ ყვითელი, უნომრო ავტობუსებით ყავდათ მოყვანილი სავარაუდოთ წვევანდელები.


და ბოლოს...
ძალიან მინდა ადეკვატურად შეაფასოთ რისი დაწერაც მინდა და გამოიტანოთ აზრი რაც ამ პოსტის მიზანია
ხალხს: არ ესაუბრები, არ უხსნი, არ პასუხობ, არ უსმენ, არ ხვდები, არ გიყვარს, არ აფასებ, გკიდია, ატყუებ, იყენებ, აბრაზებ, იწვევ, იჭერ, შეურაცხყოფ, აგინებ, აღიზიანებ, პროვოცირებას უკეთებ სიძულვილისკენ, კონსტიტუციას ახევ თავზე, აიგნორებ, ურტყამ, წამლავ... 


და თუ... "მილიციელს":
(პოლიციელები არ იმსახურებენ და ვაფასებ მათ შრომას, საუბარი მაქვს პოლიტიკურ იარაღზე და რეჟიმის ჭანჭიკებზე)
არ ესაუბრები, არ უხსნი, არ პასუხობ, არ უსმენ, არ ხვდები, არ გიყვარს, არ აფასებ, გკიდია, ატყუებ, იყენებ, აბრაზებ, იწვევ, იჭერ, შეურაცხყოფ, აგინებ, აღიზიანებ, პროვოცირებას უკეთებ სიძულვილისკენ, კონსტიტუციას ახევ თავზე, აიგნორებ, ურტყამ, წამლავ... 

ყველაფერი დანაშაულია...


ამის მერე უნამუსობაა ხალხისკენ ხელის გაშვერა და დამუნათება, რატო გაბრაზზდით, რატო მოიქეცით ისე როგორც მოიქეცითო?!
კი ბატონო, არ არის მოსაწონი ის, რაც მოხდა, მაგრამ... მორალური უფლება არ გაქვთ ხალხისკენ ხელის გაშვერის, ხალხი იცავს საქართველოს და არა პირადათ თქვენს კომფორტს.

Fuck RuZZia

9 მარტი კიდევ ერთი რამით არის ცნობილი 1956 წლის სადაც ქართველები კიდვ ერთხელ გამოვიდნენ რუსების წინააღმდეგ, ისინი იწავდნენ ჩვენს ენას, როცა რუსები დასამარებას ცდილობდნენ და დღეს, ისევ რუსებს ჩვენი თავისუფლების დასამარება უნდათ.
ქუთაისი 14.03.2023

Comments