მარტის აქციები და რუსთაველის გამზირი - 9-10 მარტი | მესამე ნაწილი | გამარჯვებული ხალხი.

8-9 მარტის აქციის შემდეგ დილით 8 საათზე მივედი სახლში, ცოტა გამოვიძინე, ვიმუშავე ჩვეულებრივად და 9 მარტის საღამოს აქტივობის გადასაღებად წავედი ისევ რუსთაველზე, თან TV პირველის ოპერატორი, ჩემი კარგი მეგობარი, ლაშა მდივანი დაგვემგზავრა.

 



 რუსთაველზე უკვე "გამარჯვებული ხალხი" იდგა, 9 მარტსვე კანონი "გამოიხმო" მთავრობამ ვენეციის კომისიიდან და დაიგეგმა პარლამენტშივე უკან გაწვევა, ყველაფერი ისე იყო როგორც ხალხს უნდოდა.



 

 

სტუდენტებმა პოლიტიკოსები საერთოდ დაბლოკეს, სცენასთან და მიკროფონთან მიახლოების საშუალებასაც კი არ აძლევდნენ.



უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც ჩამოსულან და სცენაზე იყვნენ, წინა დღეებში დაკავებული ნადიმ ხმალაძის განთავისუფლების შესახებ ამცნეს ხალხს. 

ასევე საფრანგეთიდან ჩამოსული, 5 შვილის მამა მოუწოდებდა სტუდენტებს აქციები გაგრძლებულიყო და დარჩენილიყვნენ იმ ღამით მთავრობის სასახლესთან, მთავრობის გადაგომის სურვილით.

 

მერე მიკროფონის და აპარატურის პრობლემაც შეიქმნა მოკლედ საბოლოოდ, ინიციატივა სტუდენტებმა დაიკავა, ჩემი მოსაზრებით ზუსტად ეს იყო იმ მუხტის ჩაქრობის ერთერთი მიზანი რაც იქ ხალხს ქონდა, ახალგაზრდებმა, გამოუცდელობიდან გამომდინარე არ იციან ხალხის მასის მართვა, მუხტის შენარჩუნებისთვის საჭირო "ტრიუკები".



 

მუსიკასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, იავნანას სტილის მუსიკას არასდროს შეუძლია პათოსის აწევა და ენერგიის, მუტის შენარჩუნება. 






ასე ტკბილად დასრულდა ეს დღეც აქციაზე, ღამის 12-საათის მერე წამოვედით მე და ლაშა აქციიდან, ახალგაზრების  დასუფთავებასთან დაკავშირებული ფაქტები ძალიან თვალში საცემი იყო, ყველა ცდილობდა ნაგავი სანაგვე ყუთებთან მოეგროვებინათ და ძირს დაგდებული პოლიეთილენის ბოთლები აეღოთ, ასე მოეხდინათ მისი შეგროვება კონკრეტულ ადგილზე.


სულ ეს იყო 3 დღიანი ბრძოლის შედეგი.


 რუსეთი არასდროს არ უნდა იმარჯვებდეს ქართველი ხალხის გულებში მითუმეტეს ახალი თაობის გონებაში.


Comments