ცხენზე ამხედრებული ოჯახის სიწმინდის მცველები.

არაფერი სჯობს ქართველი მხედარის ყურებას ჩოხით და ტრადიციული, საბრძოლო სამოსით.

ძალიან მეამაყება და მსიამოვნებს ჩემი და ჩემი ქვეყნის წარსული, სიმბოლოები, ჩოხა, ტრადიცია, კუთხური სამოსი და ყველა დეტალი რაცწარსულის დიდებაზე მიუნიშნებს.
მაგრამ...

 
🇬🇪🇪🇺 ცხენზე შემომჯდარი ჯინსიანი კაცი, რომელიც, მარტო იმიტო გამოდის ცხენით რომ ვიღაცას ქართველობა დაუმტკიცოს და ოჯახის სიწმინდე ცხენზე შემომკდარმა დაგვანახოს, ცოტა უხერხულია, ცოტა არა ძალიან უხერხულია! უფრო მეტიც, უზრდელობაა, ვიღაცას უმტკიცო რაღაც, თუ შინაგანად შენ გწამს ის რომ, ხარ სუფთა, დამატებითი ყურადღების მიქცევა არაა არაფერში საჭირო, ასე რომ... რაც გუშინ, ოჯახის სიწმინდის დრეს ხდებოდა საქართველოს სხვა და სხვა რეგიონში, იყო ფარისევლობა, ფსევდო ღონისძიება, ფსევდო მსვლელობა და ფსევდო ბრახუნი.
🇬🇪🇪🇺 რა დამავიწყებს ქუთაიის ვენტრში, საკმაოდ ხანდაზმული ადამიანის ნათქვანს:
- სად წამომიყვანეს, რა მიდოდა აქ?! ეზოსმაინც მივხედავდი -ო,
🇬🇪🇪🇺 ჩვენ ქართველობა უკვე წაგვართვეს, 2 საუკუნეა, ბოლო 30 წელია დაბრუნებას ვცდილობთ, სამწუხაროდ ახლანდელი თაობაც ცდილობს დააბრუნოს!
დააბრუნებს კიდევაც, ყველაფერი კარგად იქნება და ცხენზე წამომჭდარი ქართველი მხედარიც არ იქნება ფსევდო, ისეთივე საამაყო და მხრებში გასწორებულები იქნებიან როგორიც, ველური დასავლეთის შოუს მონაწილეები იყვნენ წინა საუკუნეში, გურული "კაძახები".
🇬🇪🇪🇺 მიყვარხართ ჭეშმარიტი ქართველები.

Comments