14 თებერვალს "საგუბერნიო ციხე" დაანგრიეს, ცხელ გონებაზე არ მინდოდა ამ პოსტის დაწერა.
იმ დღიდან ვცდილობდი, როგორმე ჩემი ხმა გასაგები გამეხადა. ძველი ბლოგები გავიხსენე, ვიდეოები ვიპოვე, სადაც ამ სივრცის პოტენციალზე ვსაუბრობდი. 2009 წელს გადაღებული ფოტოებიც ამოვქექე — ფოტოები, რომლებიც უკვე ისტორიის ნაწილად იქცა. ამ ფოტოების დამსახურებით გახდა ცნობილი რომ ციხეში იყო ფრესკები, იყო პატარა ეკლესია, რომელიც 1850 წლიდან მოყოლებული, ციხის დაარსებისთანავე აუგიათ სპეციალურად, ხოლო ფრესკები მოგვიანებით 90-იანი წლების დროს აღუდგენიათ.
მახსოვს, ზუსტად იმ დღეს, როცა იმ ციხიდან გამოვედი, ვთქვი: აქ ისტორიული მეხსიერების ვიზუალიზაცია უნდა გაკეთდეს-მეთქი. ეს ადგილი უნდა იქცეს სივრცედ, სადაც წარსული ილაპარაკებს მის ტავზე ვიზუალური საშუალებებით. მაშინ მარტო ვიყავი (ყოველშემთხვევაში ჯგუფურად არავისთან მიმოქმედია, არ შემხმიანებია) ამ აზრში და დღეს ცოტა უფრო მეტი ვართ მაგრამ შედეგი?!... არ არის!
ქუთაისზე გული მტკივა.
ქალაქზე, რომელსაც საუკუნეები არსებობს და ბევრი რამ აქვს გადატანილი. ქუთაისმა იმპერიებს აჯობა, ომებიც გამოცადა, დაღმასვლაც და აღმასვლაც ქონდა… და მაინც დგას. მაგრამ ახლა თითქოს მარტო დგას.
უსამართლობის წინ დგახარ და ხვდები, რომ შედეგს ვერ აღწევ.
მატერიალური ინტერესები აჭარბებს ღირსებას. ძალაუფლება ხშირად დუმილს ირჩევს იქ, სადაც უნდა იდგეს პრინციპული საზოგადოებრივი აზრი, ხოლო ახლა ფორმირდება ისე, რომ ისტორიის წაშლა ბუნებრივ პროცესად წარმოჩნდეს. და ბოლოს რჩება განცდა, რომ ღირსება იწირება კომფორტისა და გარიგებების სანაცვლოდ.
ყველაზე რთული კი მარტოობის შეგრძნებაა — როცა საკუთარ სევდასთან რჩები და კითხვას სვამ:
სად არიან ისინი, ვისაც საზოგადოება ჰქვია?
სად არიან მსახიობები, რეჟისორები, პოეტები, მწერლები?
სად არიან ექიმები, მასწავლებლები, პროფესორები, არქიტექტორები, ინჟინრები, იურისტები, ისტორიკოსები?
სად არიან ბიზნესმენები, ჟურნალისტები, სტუდენტები, სპორტსმენები?
სად არის ის ინტელექტუალური ხერხემალი, რომელიც ქალაქს აზრს აძლევს?
ქუთაისი უბრალოდ გეოგრაფიული წერტილი არ არის.
ეს არის მეხსიერება.
ეს არის იდენტობა.
ეს არის ეტაპობრივად დაგროვილი გამოცდილება.
"საგუბერნიო ციხე" მძიმე ისტორიის ნაწილი იყო. მესმის რომ იქ ტანჯვა და ტკივილი იყო. დღესაც ცოცხლები არიან ადამიანები, ზოგი უსამართლო ზოგიც დამნაშავე, ვინც იმ სივრცეში ჯოჯოხეთი გაიარა. მაგრამ სწორედ ამიტომ ჰქონდა მნიშვნელობა მის შენარჩუნებას — როგორც ისტორიული მტკიცებულების, როგორც მატერიალური მეხსიერების.
ეს იყო ადგილი, სადაც შეიძლებოდა გვეთქვა სიმართლე.
გვეთქვა იმ სასულიერო პირებზე, იმ პატრიოტ მოქალაქეებზე, იმ უბრალო ადამიანებზე, ვინც იმ ეპოქის, რუსული სისასტიკის, (ჯერ მეფის რუსეთის დროს და მერე კომუნიზმისას) მსხვერპლი გახდა.
გვეჩვენებინა ფოტოები, დოკუმენტები, ამბები — არა შურისძიებისთვის, არამედ მეხსიერებისთვის.
ბოლო ორასი წლის იმპერიალისტური წარსული ვერ წაიშლება მხოლოდ იმიტომ, რომ ის მძიმეა.
თუ მას ვშლით, საკუთარ ისტორიას ვშლით.
თუ მას ვანგრევთ, საკუთარ იდენტობას ვასუსტებთ.
უამრავი მაგალიტი გვქონდა ცივილიზებული მსოფლიოსგან რომლებმაც შეინარჩუნეს მსგავსი სატანჯველი ისტორიები იმისთვის რომ ადამიანს გაეანალიზებინა ის რაც შეეძლო გაბოროტებული და უსახელო და უგვარო ადამიანისს მიერ ჩადენილ სისასტიკეს (პოლონეთი - სიკვდილის ხიდი, და ჰოლოკოსტის ადგილი, გეტო, შინდლერის ქარხანა, ოსვენციმის ბანაკი, ოსვენციმის გაზის კამერები, ესტონეთი - პატარეის ციხე)
სამწუხაროდ, ბევრისთვის ეს ადგილი მხოლოდ „ციხე“ იყო.
ვიღაცისთვის — მიტოვებული ნაგვის გროვა.
და როცა რიგითი გაღორებული ჩინოვნიკისთვის გასაყიდათ გასატანი დიდი ლოტი რომელიც მას გაამდიდრებს და ის წლების განმავლობაში ქმნის იმ განწყობას, რომ ეს სივრცე არასაჭიროა და ბოლოს ნგრევა ლოგიკურ გადაწყვეტილებად წარმოეჩინა.
ქალაქს არ ანგრევენ ერთ დღეში,
ქალაქს დუმილი ანგრევს.
დუმილი მაშინ, როცა უნდა ისმოდეს სიტყვა.
დუმილი მაშინ, როცა უნდა დაიცვა წარსული, რომ მომავალს საფუძველი ჰქონდეს.
ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ ვეჩვევით.
ვუყურებთ, როგორ ქრება ისტორია, როგორ იცლება შინაარსი და ვამბობთ — „ასე ხდება“.
მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს.
ქუთაისი არ იმსახურებს გულგრილობას.
ჩვენც არ ვიმსახურებთ საკუთარ ქალაქთან დისტანციით ცხოვრებას.
და ბოლოს ყველაზე სიმბოლური —
ციხე ჯერ შიგნიდან გატყდა.
ნგრევა კედლებიდან არ იწყება. ის იწყება მეხსიერებიდან.
შენ კი შე ღორო აუცილებლად აგებ პასუხის იმისთვის რომ ისტორიას პატივი არ ეცი...
შენც რომ შეგეძლო შეგეჩერებინა და არც კი ეცადე რომ გეცადა, მოგებრუნებინა საზგადოების მხარეს სამართალი და დაგერწმუნებინა ფულიანი რაღაც რომ ისტორია მნიშვნელოვანია!
შენც მოგხედავს გაგება რომ შეეცადე და ხელი შეუწყვე გაგეყიდა და დაგენგრია ისტორია და სანაცვლოდ არაფერი მოიმოქმედე რომ შეგენარჩუნებინა.
შენც - აუცილებლად მოგეთხოვება ფინანსური სარგებელი რომ მიიღე ამ გარიგებით.
შენც - ამ ციხის სტატუსზე ბევრი რომ არაფერი თქვი და დუმდი.
Comments