დიდი სვანეთის პატარა სტუმრები (ნაწ. 2)

მოულოდნელი დაზამთრება და ჩაშლილი „კაროპკა“
გათენდა, მესმის მძღოლის მშვენიერი ხმა (უფროსწორად „მშვენიერი“) ადექით ბიჭო წავიდეთ დროზე, სადგაც ალბათ 7–8 საათია დღის, ვფიქრობ რა წავიდე სად წავიდე კარგად ხო არიანთქო, თან გავახილე თვალები და პირველი რაც დავინახე იყო ეს ხედი
შემდეგ გვერდი შევიბრუნე და შევხედე ამ ხედს
თურმე გარეთ მოუთოვია, შეშინებული მძღოლები მაგას ჩიოდნენ წავიდეთ წავიდეთო, არ ჩავრჩეთ აქო, მოკლედ აზრი 2–ად გაიყო დავრჩეთ თუ წავიდეთ ბევრი კამათის შემდეგ წასვლა გადავწყვიტეთ, რო დავრჩენილიყავით ალბათ მინიმუმ 6 თვე მოგვიწევდა უშგულშ ყოფნა :) თვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევდა და კიდე თოვდა :)
მოკლედ ლამაზად დაგვიზამთრდა, სვანეთში 2 სეზონზე მოგვიწია ყოფნა, შემოდგომა და ზამთარი, ეს მეტ ხიბლს სძენდა ჩვენს ექსპედიციას :) ჩვენ არც დავაყოვნეთ და სურათების გადაღება დავიწყეთ სამწუხაროდ მე მობილურის იმედზე ვიყავი :(
მოკლედ, სუფრა ისევ გაიშალა და იქ გადაწყდა რო უნდა წავიდეთ, მაგრამ მანამ აუცილებლადუნდა გვენახა რამდენიმე საინტერესო ადგილი პირველი რაც ვნახეთ იყო კოშკი რომელზედაც ნაჭდევებით იყო საგვარეულო კოშკის გიგანტი ამგების ბეჭის ზომა მონიშნული, მისი შვილის და შვილიშვილის.
შემდეგ შევხვდით იქაურ მაცხოვრებლებს რომლებიძ ძალიან ძლიერი და სტუმარის მოყვარული ხალხია.
.
კერძო ოჯახური ეთნოგრაფიული მუზეუმი
მაყვშის სკამი და ინდიელი :)
მუზეუმში დაცული ეკლესიის კარები
ჩვენი სპონსორი, მუზეუმში სვანად აქციეს :) პიტერ სვანი :) რომელსაც სვანებმა პირობა დააადებინეს მომავალ წელს სვანურის მცოდნე უნდა ჩავიდეს უშგულში
ხბოს ტყავიდან გაკეთებული ფეხსაცმელი, რომელიც საკმაოდ თბილი ყოფილა და მოსახერხებელი თუმცა ჩასაცმელად რთული, თან თივას იფენდნენ თურმე ჩაცმის დროს
ამის შემდეგ გავეშურეეთ ლამარიას ეკლესიასკენ... სადაც მეჩვიდმეეტე საუკუნის სახარებაა და ბიბლიაა დაცული.
გზად ეკლესიისკენ ხალხი რომელიც მანქანას აკეთებდნენ :)
თოვლში გახვეული უშგული, გადაღებულია ლამარიას ეკლესიიდან (ლამარია სვანურად ღვთიშობელს ნიშნავს)
გამოჩნდა ლამარიას ტაძარიც, ძინ მასპინძელი მიგვიძღვის და ჩვენი დამცველი მურა რომელიც ძანიალ მოსყვარულე და ძკვიანი იყო.
ლამარიას ეკლესიის ეზოში
ლამარიას ეკლესია
კოშკში ასასვლელი
კოშკის ჭერი
კოშკის სარკმლიდან გადაღებული უშგული
კოშკიდან როგორც კი ჩამოვედით ეკლესიაში შევედით
იქ სვანის ბავშვი ეგრევე ლოცვასთან მივიდა და ლოცვა დაიწყო, ერთი საინტერესო ფაქტი აღნიშნეს ჩვენი სვანეთშ ყოფნის დროს, პარალელურად მიდიოდა აქციები თბილისში, სვანებმა თქვეს ჩვენ მაგ ხახის გამძლეობისთვის ვლოცულობთ და სანთელს ვანთებთო, ეგ პათოსი მთელი ჩვენი მოგზაურობის დროს იგრძნობოდა, თუ სადმე სოფელში გავჩერდით ყველამ ასე აღნიშნა
სვანებმა გვთხრეს ლამარიას ეკლესია განსაკუთრებულად ქალებს წყალობშო და ვინც აქ სანთელს დაანთებს ის იმ წელიწათს გათხოვდება, თუ გაოთხოვარიაო და...
ეკლესიიდან ლოცვის შემდეგ იქვე ეკლესიის გამოსასვლელთან ჩვენი მასპინძელი ოჯახიდან წამოღებული ღვინიდან ერთმანეთ დავლოცეთ და გზა დაგვილოცეს სვანებმა
ამ პროცედურების შემდეგ წამოვედით უკვე იქ სადაც მარშტკა გვიცდიდა, თან გზაში ვაფიქსირებდით ყველაფერს, თან სასტიკად თოვს.
კოშკები
გამოსაზამთრებლად შეგროვილი თივა სვანის ოჯახში
სვანური ეზო
უშგულის საშალო სკოლა, სადაც ადრე სავაჭრო ცენტრი ყოფილა, სხვათაშორის უშგულელებისგან გავიგეთ ამ სკოლაში ინგლისურს ინგლისელი ასწავლის თავისი სურვილით, რომელმაც სკოლას აჩუქა კომპიუტერები და სასკოლო ინვენტარი
აქ უკვე ჩვენი მარშტკა გველოდება
სადაც სტუმრები დაგვხვდნენ, ახალგაზრდა ოჯახი, რომელებიც 2 თვის წინ შეუღლებულან, სიძეს და უშგულში გაუთხოვებია, გადანახულებაზე ჩასულა და ერთ თვეში უშგულელი ცოლი მოუყვანია, როგორც თვითონ მითხრა „აბაროტი აუღია“ :)
წავედით უკვე და ვტოვებთ ჭაღარა უშგულს და მოვდივართ ბარისკენ... უშგულმა თავი შეგვაყვარა და აუცილებლად დავბუნდებით, სავარაუდოდ მაისში
პირველი დაბრკოლება გზაზე, სოფელ კალიდან დაახლოებით ნახევარი კილომეტრის მანძილზე, იქ სადაც უშგულში ასვლის დროს პირველი დაბრკოლება შეგვხვდა
მანქანა ისევ ტალახში ჩაგვივარდა მიმწოლმა ძალამ ვერ უველა, ბევრი წვალების შემდეგ, „ცეპლენია“ დაიწვა და „კაროპკა“ ჩაიშალა, ახლა ველოდებით მანქანას, ვიცით რომ 2 მანქანა უშგულიდან მოდის მოყავს იქ მყოფი უცხოელები...
პირველი ბუქსირი, მანქანას უკან მიათრევე, რო გზა გაიხსნეს და „რაშენ ჯიპ“–ი წინ გადავიდეს :)
მანქანა წინ გადავიდა და ტალახიდან ამოგვიყვანა და მანქანა პოზიციას იცვლის
ბუქსირის ჩაბმის მომენტი.
გამწევი ძალა ამუშავდა
ოდნავ წინ წაწევის შემდეგ ვილისმა მოგვხსნა ბუქსირზე და სვლა ჩვენით გავაგრძელეთ მაგრამ აღმართზე ვეღარ ავედით , ვილისმა კი არ ჩაგვიბა რადგან ცალი ხიდით მუშაობდა და 2 ტონიან მაქანას ვერ გაწევდა, მოკლედ გზაში მოგვიწია 4 საათი ყოფნა,
ვიდექით და ვუცდიდით მშველელებს
სანამ სოფელ იფარიდან დამხმარე რაზმი არ ამოვიდა და მორიგი ბუქსირი „რაშენ ჯიპის“ და გერმანული ფორდის
ჩვენ კი მანქანაში ვხალისობთ – „რუსულ ჯიპი“
ბევრი ვიარეთ ტუ ჩოტა ვიარეთ აღმოვჩნდით სოფელ იფარშეი ვალერი სიორდიას ოჯახში გვარი კი მეგრული ქონდა მაგრამ სულით და გულით სვანი, როგორც კი იფარელებმა ჩვენი გაჭირვების ამბავი გაიგეს ეგრევე დაიძრნენ ჩვენს მოსახმარებლად და მთელი სოფელი ფეხზე დადგა
გავთბით და მშვენიერი პურმარილი გაიწყო სვანური რახით, სვანური სულგუნით, სვანური კარტოფილით, სვანური სახლში დამცხვარი პურით და სვანური ჯიგრით.
რათქმა უნდა ბახუსიც მოგვეკიდა
ამის შემდეგ წავედით დასაძინებლად მადლობა ვალერის და მის ოჯახს... გაგრძელება იქნება... დაელოდეთ

Comments

Sherpa said…
Achi, bravo. visiamovne sheni noembris svanetshi voiazhit.