NOKIA N73 ME - ფოტო შესაძლებლობები :)

უკვე 6 თვეზე მეტია რაც ფოტოაპარატი აღარ გამაჩნია, ჩემმა ზენიტმაც განუტევა, :( გაკეთებითაც აღარ ვცდილობ გაკეთებას (ახლის ყიდვის იმედით), ვგეგმავ ბევრად უკეთესი აპარატი ვიყიდო, (ფირის ღალატი მომიწევს ალბათ) Canon EOS 30D. გეგმები შორს მიმავალია მაგრამ რამდენად განხორციელებადი ეგ უკვე აღარ ვიცი....

მოკლედ ამ ყველაფრით "დაღლილი" შიგადაშიგ ჩემს პატარა და მუშა მობილურს ვამუშავებ, :)  შიგადაშიგ ვაჩხაკუნებ. (მენატრება ფოტოგრაფია, მეზიზღება მობილოგრაფია მარა მაინც)...

ზამთარი (ბაკურიანი 2008)


ადრე გაზაფხული (ქუთაისი 2008)



Comments

Dv0rsky said…
მაინც კაი პანორამებია :)

კარგი კამერა აქვს N73-ს.