Friday, August 7, 2009

ისევ ინტერნეტის ძალა ანუ რა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს – ბლოგერი Cyxymu.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა ტვიტერი. მიუხედავად იმისა რომ ის გამართულად მუშაობს უკვე რამოდენიმე თვეა (ადრე მას ასეთი პრობლემები ყოველდღიურად ახასიათებდა), მე და ბევრ სხვასაც ეგონა რომ, ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, კიდევ ერთი სერვისის გადატვირთვაა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ (შეტევები Blogger, Facebook, Livejournal და Youtube-ზე რომლებმაც უფრო შეუმჩნევლად ჩაიარა) გამოწვეულია ერთი მომხმარებელის Cyxymu-ს “ბრალი”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იმათი ბრალი ვისაც მისი “გაჩუმება” უნდოდა (ასეთი სახელი მისცა ამ ფაქტს ინტერნეტ-გამოცემა CNET-მა). თუმცა, თვითონ ამ ფაქტმა არ გამოიწვია ჩემში უდიდესი გაკვირვება (ბოლო-ბოლო ის რომ ინტერნეტით შეიძლება ბევრის გაკეთება და ბევრის გაბრაზება ეს ცნობილია), ყველაზე აღსანიშნავი იყო მომხდარის ეფექტი. ის ჩემი აზრით აჩვენებს, თუ როგორი თავისუფალი, ძლიერი, გავლენიანი და… და დემოკრატიული არის ინტერნეტი. მომხდარი ასევე იმის მაჩვენებელია რომ ინტერნეტის გაკონტროლება, რისთვისაც მავანი იღწვის დაუღალავად, შეუძლებელია. უფრო კონკრეტულად. შეტევის მწარმოებლების მიზანი იყო იუზერ Cyxymu-ს გაჩუმება (როგორც ჩანს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით), რაც მათ თითქოს და მოახერხეს მისი ყველა ინტერნეტ-ანგარიშის გათიშვით. თუმცა რეალობა სულ სხვას გვაჩვენებს. მომხმარებელი Cyxymu ინტერნეტ სივრცის “ვარსკვლავი გახდა”. თუ კი დღემდე მის შესახებ, რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანმა იცოდა, დღეს მის შესახებ რამოდენიმე ათეულობით ათასით მეტმა იცის. ამის დასტური კი, მასზე გამოქვეყნებული სტატიებია, უდიდეს ბლოგებსა თუ ინტერნეტ გამოცემებში. ალბათ ამ წუთის მდგომარეობით Cyxymu, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ქაერთველი ბლოგერია, რაც მე პირადად მიხარია და წარმატებებსაც ვუსურვებ. ქვემოთ კი მოვიყვენ რამოდენიმე სტატიის ლინკს სადაც მასზეა საუბარი: Mashable http://mashable.com/2009/08/07/twitter-facebook-2/ http://mashable.com/2009/08/06/twitter-ddos-attacks/ Guardian http://www.guardian.co.uk/technology/2009/aug/07/internet-attacks-georgia-cyxymu CNET http://news.cnet.com/8301-27080_3-10305200-245.html Gizmodo http://gizmodo.com/5331983/ddos-attack-against-facebook-twitter-et-al-was-because-of-one-guys-livejournal Brand Republic http://www.brandrepublic.com/News/925578/Georgian-blogger-target-Twitter-Facebook-attack/ Forum.ge http://forum.ge/?f=29&showtopic=33998704&st=0 BBC http://news.bbc.co.uk/2/hi/technology/8189162.stm ფიქრბდნენ თუ არა შემტევები ასეთ შედეგზე? ვეჭვობ რომ არა… P.S. აქ კი Cyxymu-ს პროფილების მისამართები (ზოგი მათგანი ახლაც გათიშულია) http://twitter.com/cyxymu http://www.facebook.com/cyxymu http://cyxymu.livejournal.com
-------------------------------------------------

4 comments:

Dv0rsky said...

აი საღოლ, კარგი მიმოხილვაა!

dodka said...

ავტორიც მიგეთითებინა

თუ შენ ხარ ავტორი და იმან გადააკოპირა? :დ

http://usatauro.wordpress.com/2009/08/07/internet-democracy/

usatauro said...

გართUლება არ მაქვს ხოლმე, თუმცა გთხოვ წყარო მიუთითო, უბრალოდ გაუგებრობა რომ არ მოხდეს ;)

Apachi said...

scori shenishvnaa

axlave!..