ზოგიერთი საინტერესო თარიღი საქართველოს ისტორიიდან


1089 წ. - მეფე გიორგი 2 გადადგა და ტახტი დაუთმო 16 წლის შვილს დავითს

1093 წ. და 1095 წ. - დავითმა ორჯერ შეიპყრო ლიპატიტ ბაღვაში , რომელიც საბოლოოდ ბიზანტიაში გააძევა , ხოლო მისი სამფლობელოები სახელმწიფო საკუთრებად აქცია

1097 წ. - დავით ამაშენებელმა ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს

1101 წ. - დავითმა კახეთის მეფე კვირიკეს ზედაზნის ციხე წაართვა

1104 წ. - ერწუხის ბრძოლა , მეფე დავითსა და სელჯუკთა სულთნის ლაშქარს შორის , რომელსაც ემხრობოდნენ განძის ათაბაგი და კახეთ-ჰერეთის დიდებულთა ნაწილი. მეფემ მათზე დიდი გამარჯვება მოიპოვა

1105(1103 ,1104) წ. - გაიმართა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება , რომლის ხელმძღვანელი (''კრების თვალი'') იყო გიორგი ჭყონდიდელი , ხოლო მის მუშაობაში მონაწილეობდა მეფე დავითი . კრებამ გადააყენა მეფის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მღვდელმთავრები , შეადგინა ''ძეგლისწერა'' , ანუ კანონთა კრებული , დაადგინა სინოდიკონი - უმაღლეს საერო და სასულიერო პირთა მოხსენიების წესი. კრების ''ძეგლისწერას'' დაერთო არსენ მონაზონის ''შესხმა'' დავით მეფისა.

1110 წ. - გიორგი ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესის მეთაურობით ქართველთა ჯარმა ქართლში ციხე-ქალაქი სამშვილდე წაართვა თურქ-სელჯუკებს. ამით შეშინებულმა თურქ-სელჯუკებმა უბრძოლველად დატოვეს სამშვილდის მიმდებარე ციხეები და სოფლები.

1115 წ. - ქართველთა ჯარმა რუსთავი გაათავისუფლა თურქ-სელჯუკებისგან.

1116 წ. - ქართველთა ჯარმა ტაო გაათავისუფლა თურქ-სელჯუკებისგან

1117 წ. - დავითმა აუღო გიშის ციხე. ამით ჰერეთი საბოლოოდ შემოუერთდა დანარჩენ საქართველოს.

1118 წ. - ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახის გადმოსახლება საქართველოში რუსეთის სამხრეთ სტეპებიდან , მათგან 40 ათასი მუდმივი ცხენოსანი ჯარის შექმნა და სამხედრო რეფორმის დასრულება დავითის მიერ.

1118 წ. - ქართველთა ჯარმა აიღო ლორეს ციხე და ციხე-ქალაქი აგარანი. ამით დასრულდა ქვემო ქართლის თურქ-სელჯუკებისგან გათავისუფლება

1121 წ. - 12 აგვისტო - გაიმართა ბრძოლა დიდგორში თურქ-სელჯუკთა კოალიციური ლაშქარსა და საქართველოს სამეფო ჯარს შორის დავით აღმაშენებლის მეთაურობით. ქართველებმა ''ძლევაი საკვირველი'' აჩვენეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს .

1122 წ. - დავით აღმაშენებელმა პირველივე იერიშით აიღო ქ. თბილისი და გაათავისუფლა იგი მაჰმადიანთა 400 - წლიანი ბატონობისაგან

1123 წ. - დავითმა უბრძოლველად აიღო ქ. დმანისი - მაჰმადიანთა უკანასკნელი საყრდენი პუნქტი საქართველოში.

1124 წ. - დავითმა საქართველოს სამეფოს უშუალოდ შემოუერთა შარვანი

1124 წ. - დავითმა ზედიზედ აიღო ჩრდილოეთ სომხეთის ციხეები , ანისის თავკაცების თხოვნით გაილაშქრა ანისზე და გაათავისუფლა იგი თურქთა ბატონობისაგან. ანისი უშუალოდ შემოუერთდა საქართველოს სამეფოს.

1125 წ. - დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 54 წლის ასაკში , დაკრძალულია გელათში.

Comments