"საზოგადოების პორტრეტი"




2013 წლის (26 იანვარი) ერთი თავისუფალი  დღე იყო, როცა სტუდიაში მარტო მყოფი ერთ-ერთ ბლოგზე ვკითხულოდი ჩვენი საზოგადოების იმ მანკიერებებზე რომელიც განვითარების საშუალებას არ აძლევს ინდივიდს, უცებ მომაფიქრდა გადამეღო "საზოგადოების პორტრეტი". ბევრი ფიქრის მერე, ერთმანეთთან დავაკავშირე რაღაც "სიმბოლოები", საშუალება, მდგომარეობა და შევქმენი საზოგადოების ვიზუალი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სახე, ხოლო ფართოდ გახელილი თვალებით უყურებს სხვის ცხოვრებას და განსჯის, ნაცვლად იმისა უშველოს თავს,  თითქოს თავისუფლია და ამ დროს მარწუხებ შემოსილები განიხილავენ სხვის ვაი ვაგლახს. ფოტომ პირველივე გამოქვეყნებისას დიდი ანტიპატია დაიმსახურა, სადო მაზოხისტური ელემენტების გამო, გამოხატავდნენ კიდევაც ამ სიტყვებით, და გვერდიც კი დამირეპორტეს სოციალურ ქსელში, მაგრამ ძალიან მესიამოვნა რეაქცია რადგან "საზოგადოებამ" იცნო მისი თავი.
სილამაზე და ესთეტიკა კარგია მაგრამ არ არის მომგებიანი ყოველთვის.

Comments