ეპოქა - ცივილიზაციების ჭიდილი




ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით უნიკალურ სიტუაციაში, ეპოქაში სადაც ცივილიზაციიების ჭიდილი მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში, რომელის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა , მოვლენა რომლის მართვაც შეუძია იმ პრაგმატულ მოაზროვნეებს საზოგადოებას, რომლებსაც ამ ფაქტის სათავისოდ გამოყენება შეუძლია, თუმცა პრაგმატულად მოაზროვნეების ნაცვლად უმრავლესობაში ჩანან ცხვრები რომლებსაც აზროვნება აქს „დუმაში“.
ფაქტი, მოვლენა რაც ამჟამად საქართველოში ხდება, არის დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის ჯახი, საზოგადოებრივი განვითარების გზისთვის, გამოხატული „თავისუფალი, დასავლური აზროვნებისა“ და „ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“ მოაზროვნეებს შორის, რომელიც თავისთავად განიცდის „აზროვნების სიძნელეს“ და რეალური ნაბიჯების გადადგმის მიდრეკილებისკენ სირთულეს, თუმცა ჩვენ, საზოგადოება (არა ცხვრის ფარა) იმდენად ძლიერი უნდა ვიყოთ, იმ ფასეულობებს რომლებსაც ჭეშმარიტ ფასეულობად მივიჩნევთ წამოვწიოთ წინა პლანზე და თავისუფლებას არ დავარქვათ დასავლური თავისუფლება, რეალურად შევხედოთ მზეს, რომელიც ყოვეთვის აღმოსავლეთით ამოდის... ბაბაიას ძახებით ჩვენ ვერასდროს წინ ვერ წავალთ, რადგან სულ უკან გვიწევს ყურება, რაც შიშს ამძაფრებს ნაბიჯის წინ გადადგმისთვის.
ჩვენ უკვე ვხედავთ საზოგადოების 2 მხარეს, 1-ში გაწევრიანებულები არიან, უფროსწორად სათავეში არიან ის ადამიანები რომლებთაც განათლება დასავლეთში აქვს მიღებული და ბუნებრივიცაა, მიიწევს მათი გულები დასავლეთისკე და მე-2-ში ის წითელ მანდატიანი საშუალო ხნის ხალხი რომელთათვისაც 37 მანეთიანი ნატაშა და ოლია მნიშვნელოვანი იყო,  რომელთათვისაც მუდმივად მზე ჩრდილოეთიდან ამოდის.
მოკლედ მივმართავ საზოგადოებას (და არა ცხვრებს) გირჩევნიათ ბედუკაძის მიერ შემოთავაზებული პორნოკრატია, თუ მაფიასთან ბრძოლის ცივილიზებული მეთოდები სადაც ბედუკაძის მსგავსი ჯალათები არ იარსებებენ, თვით დახურულ სივრცეებშიც კი.
ჩემს სუბიექტურ აზრს გეტყვით მე არ მინდა რუსეთი,  არ მჭირდება ეფ-ეს-ბე-ს მიერ დაკანონებული ცხოვრების წესი, რომელსაც გვთავაზობენ.
ჩვენ ვერ ვიაზრებთ, სიბინძურეს ვხედავთ და ვაგინებთ ნაცებს ან ქოცებს. ნაცებზე, ქოცებზე მნიშვნელოვანი ჩემთვის საქართველოა, იმედია თქვენთვისაც.

პატივისცემიტ აპაჩი
2015 წლის 24 ოქტომბერი

Comments