როგორ შეიძლება ტურიზმის განვითარება ქუთაისში?!



ქუთაისი, საერთო ხედი, 2011 წელი
Kolkha Tour - ჩვენი ხედვა ქუთაისში საინტერესო ტურისტული ატრაქციების გასაკეთებლად, რომელიც არცერთ მთავრობას თავში არ მოუვიდა და ვერ მოიფიქრა, რომ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება.

ქუთაისის „ტორპედოს“ შემადგენლობა, 1940-იანი წლები
1, ქუთაისის "ტორპედო" გუნდი რომელიც ქუთაისის ისტორიაა, საკმაოდ საინტერესო წარსულით და გაურკვეველი მომავლით.

1956-1980 ლეხის სტადიონი პოზნანში (პოლონეთი)

2014 წელში როცა ვიყავი ქალაქ პოზნანში, წაგვიყვანეს ადგილობრივი კლუბის "ლეხი"- სტადიონზე სადაც მუზეუმი იყო, არაფერი განსაკუთრებული გარდა ფოტოებისა, ერთ პატარა ოთახში რომეიც საინტერესო იყო სპორტის გულშემატკივრებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის, მსგავსი და უფრო ღირსეული მუზეუმის გაკეთება შეიძლებოდა და შეიძლება ტორპედოს სტადიონზე რომელიც ტურისტული ატრაქციების სიაში ჩაიწერება. სტადიონის შესახებ ტური.

ქუთაისი, ძველი ციხე, საიდანაც გაიქცა სტალინი
2, ქუთაისის ძველი ციხე, საიდანაც გაიქცა სტალინი და მერე ყველამ იცით რაც და როგორაც გააკეთა მაგ ძაღლიშვლიმა,
თბილისი, ძველი სამკერვალო ფაბრიკის ახალი სახე
ძველი ციხის ქცევა შეიძლება გასართობ ადგილად, სადაც იქნება კაფე რესტორანი, საკლუბო სივრცე, პატარა ანტიოკუპაციური მუზეუმი და ერთერთი საუკეთესო ატრაქცია და სანახაობა იქნება ტურისტებისთვის, აი ისე შეიძლება მოეწყოს როგორც თბილისში არის „ფაბრიკა“, ტურისტებისა და ადგილობრივი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად ქცევა ძალიან მარტივად შეიძლება ამ ყველაფრის მთავარია სტრატეგიის არსებობა და სურვილი.

ქუთაისური ავტოინდუსტრიის "შედევრი" КАЗ კოლხიდა
РАФ - რიგის ავტონაწარმის სასუვენირო ვერსია
3, ასევე ქართული ავტო ინდუსტრიის არსებობა უკვე სამუზეუმო ექსპონატად იქცა თავშივე, ქუთაისის ავტო მუზეუმი არ იქნება ურიგო თემა, სადაც იქნება წარმოდგენილი ექსპონატები რომლითაც თავს იწონებდა წარსულში ინდუსტრიის მშენებელი ქალაქი საბჭოეთის დიადი მართველების წინაშე, ურიგო არ იქნება ეს „წარმატებული“ ინდუსტრია გავაკეთოთ საინტერესო მუზეუმად და ჩვენს სტუმრებს გავაცნოთ ჩვენი ქალაქის ინდუსტრიული წარსული, რამაც ფაქტიურად გმაოიწვია ქუთაისის გადაგვარება და დღევანდლამდე უფუნქციოდ დარჩენა. ეგეც ჩვენი წარსულია და რატომ არ შეიძლება ისეთივე ინდუსტრიული მუზეუმის გაკეთება როგორიც აქვს რიგას “Raf”-ის მუზეუმი და სტუმრებისთვის ყიდიან პატარა სუვენირებს, მსგავსად შეგვიძლია გააკეთოთ ჩვენც „KAZ -კოლხიდას“ სუვენირად ქცევა.

4, არგონავტები - ოკუპანტები რომლებმაც დიდი კულტურა სათავისოდ წაიყო საბერძნეთში ჩვენივე დაუდევრობით.
 ეს არის ლეგენდა რომელიც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და კონკრეტულად კოლხეთის დედაქალაქს „აია“-ს (ახლანდელ ქუთაისს) ლეგენდა რომლითაც მსოფლიომ თითქმის 4000 წლის უკან გაიცნო ჩვენი ძველი ქალაქი ქუთაისი, რატომ არ შეიძლება ამ ლეგენდის გაცოცხლება ქალაქის ყოველდღიურობაში და ქცევა ბრენდად რომელიც კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ქუთაისს ტურისტული თვალსაზრისით. იქნებ იფიქროთ ამ თემის განვითარებაზე ამხანაგო მმართველებო, და ეცადეთ განვითარება საკუთარი ქალაქის და ქვეყნის.
ამ თემაზე იდეების მოწოდებას კიდევ შევეცდები ახლო მომავალში, ვფიქრობ რთული კონცეფცია არ არის ქალაქის განვითარების თვალსაზრისით.

ქუთაისი არის ქალაქი რომელიც მარტო ქუთაისლებისთვის არ უნდა წარმოადგენდეს საამაყო ლოკაციას, ქუთაისი არის მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქი რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეა.


Comments