შენ შეიძლება დაგეზაროს ამ წერილის წაკითხვა მაგრამ...



Image may contain: 1 person

 ძალიან აქტიური ვარ პოლიტიკურად, ამას ჩემი პოსტებიც მეტყველებს, რეალურად გითხრათ მინდა არც ვიყო მაგრამ, გული მწყდება როცა ბნელა და შავზე თეთრს იძახიან, როცა ადამიანები ჩარჩოში სვამენ საკუთარ თავს და ისე დემაგოგობენ, (თვითცენზურაზე არ ვიძახი) როცა საზოგადოებრივი აზრი არაფერია და მხოლოდ, იმ დიდი, "სულიერი მამების" მოსაზრებები ხდება გადამწყვეტი; როცა, ცალსახად და მიზანმიმართულად აპელირებას არ ახდენენ ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან საკითხებზე რომელიც ასე მტკივა მე და ალბათ, ბევრ ჩემიანს.

გულწრფელად გითხრათ სულ ფეხებზე მკიდია ნაცები, ქოცები და შმოცები... ჩემითვის მნიშვნელოვანი დღევანდელი ყოფიერება კიარაა, მომავალია!..
გუშინ რაც ქუთაისში მოხდა იმ სამარცხვინო ადამიანების საზოგადოების ნაწილი ვარ მეც, არ დამიწყოთ ახლა "მე არ ვარ ძმაო და შენი არ ვიცი", შენც ხარ, ყველა იმათი ნაწილი ვართ, რატო? იმიტო რომ, არგუმენტირებულად არც ჩვენ და არც იმათმა არ ვიცით რა გვინდა, ერთიანი ეროვნული თანხმობა არ გაგვაჩნია "საქართველოს მომავალი".
საქართველოს ჭამენ და ხრავენ, იყენებენ ისე როგორც თავად უნდათ, ერთი დღით ცხოვრობენ და მომავალი კიდიათ, არადა შვილები ყავთ და მომავალზე მარტო სათავისოთ ზრუნავენ, გული მწყდება და მეტირება ხოლმე მსგავს კვერცხობებზე, ანგაჟირებული და პოლარიზებული საზოგადოების ხელოვნურად შექმნაზე, აგრესიულ ახალგაზრდებზე, რომლებიც გიკრძაავენ თავისუფლებას და ცდილობენ დაგიბლოკონ შენი აზრი იმ საკითხებზე რომელიც მარტო ინდივიდისთვის კიარა, ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია.

პოლიტიკოსებზე - გვაბულინგებენო თავად პოლიტიკოსებმა დაიწყეს ამაზე საუბარი, იმდენს კი ვერ ხვდებიან რომ პოლიტიკოსის ვალდებულება არაა კომფორტულად სავარძელში, თვითკმაყოფილი ჯდომა, როცა რაღაცას არ აკეთებ ისე როგორც საზოგადოებას უნდა დაგაბულინგებ(თ) კიარა მიგაქოცავთ თუ სადმე რამე მიქოცვა შეიძლება თქვენზე, არცერთ პოლიტიკოს პიროვნულად არ ვაკრიტიკებ პირადათ და თქვენც ნუ ეცდებით რომ პირადულ ჭრილში განიხილოთ ჩემი კრიტიკა (მურღულის დროს მახსოვს, ქუთაისში, მესამესამე სკოლელი მისი "პაკალენიის" სასტავი "მეკაჩავა" კაი ოჯახის შვილია ძმაუ და რატო ლანძღავო, არადა ისე მკიდია მისი "ოჯახისშილობა", არც ვახსენებ და არც იქნებოდა სწორი მეხსენებინა, როგორი მერიც იყო კი გახსოვთ ყველას იშოვა "ფუნები". ახლანდელ "ბეზდელუშკა"-ზე აღარაფერს ვიძახი, კაი კაციაო მითხრა ერთმა მისი გარემოცვიდან )

ეკლესიაზე - თვითცენზურა, მესმის არ საუბრობ და თავს იკავებ, ჰოდა შენ ამით ღმერთის გეშინია და არავინ გეკამათება, პატივს ვცემ შენს თავშეკავებულობას, გულწრფელად და არა სიტყვით, თუმცა არიან ადამიანები ვინც ამ სუბიექტს, კორექტულად რაფინირებულად და არგუმენტირებულად აკრიტიკებს, შენ ადგე და ცენზურა დაუწესო?!. ცოტა გონს მოეგო ჯობია, სიბინძურე შენ არ უნდა გაწყობდეს პირველ რიგში, სუფთა და პატიოსანი მრევლი რო ხარ, ეკლესიის მიმართ "პახაბნობებზე" მეც თქვენს გვერდით ვარ დავიცვა, მაგრამ პოლიტიკური ეკლესია მე არ მომწონს, ეკლესია გაამატერიალა ზუსტად ასეთმა ხმაამოუღებელმა დამოკიდებულებამ და სულიერება საერთოდ გააქრო მათში, არც ჩემთვის არის მისაღები ეკლესიის ბინძურად ლანძღვა!
კიდე მტერზე რომ ხმამაღლა გაჰკივიხართ, " #ერთმორწმუნე -ა ძმაო და იცი რამდენი წმინდანი ყავს და რა სუფთა მრევლი არის" -ო, არ მაინტერესებს მტერი, რომელიც, ერთმორწმუნეობას იდეოლოგიურ იარაღად იყენებს, რომლის მსხვერპლიც ხარ შენ!

აზრის გამოხატვა - ვფიქრობ საშიში იყო წითელი წყობა რომ იყო, მაშინ მართლა საშში იყო, ჩეკა და კგბ, კომუნისტბი ჩაბარდა ეპოქას.
სიმართლე გითხრათ არც წინა "რეჟიმის" დროს გამჭირვებია რამე, რატო? იმიტო რო მაშინაც მართალი ვიყავი, მაშინაც ემოციით ვუდგებიდი სიყვარულს, ჩემი ქალაქის მიმართ და ზოგადად ქვეყნის მიმართ, მაშინ ჯერ იმ დროინდელი უშიშროების რეგიონალური დამქაშები მაკვირდებონენ და მაგრძნობინეს კიდეც, მომიგზავნეს ტიპები და ფოტოების გადაღებასაც მიშლიდნენ (იყო კონკრეტული რამდენიმე ეპიზოდი), ახლანელი ნაცების "მაღალჩინოსანი" ქალბატონი იმ დროს მიშხუილას საზ-ბის ურთიერთობის სამსახურშ რომ იყო.

ართალ კაცზე ძლიარი არასდროს არავინ არის, ჰოდა ნუ გეშინიათ სიმართლის თქმა, ამასობაში შეჭამეს ქვეყანა, მე ნუ კი მაკრიტიკებთ, ეს რატო თქვი, ის რატო თქვი, ადექით და ხმამაღლა იყვირეთ!.. ქუთაისი რომ დაკონსერვებული ქალაქი გახდა, ვაჟა ექიმი რომ დაატუსაღეს კაცობის გამო, ოკუპანტები რო საათიდან საათამდე გადმოწეული საზღვრებით "გვაჩმორებს", დავითგარეჯი რო აგვახიეს... ნუთუ ვიღაცის ტრაკის დაცვა უფრო მნიშვნელოვანია ერისთვის, ეკლესიისთვის, პოლიტიკოსისთვის და უტრაკო ჩინოვნიკებისთვის, რომელიც პოლიციას იყენებს თავიანთი სკამის დასაცავად. აუცილებელია ჩვენი ერთიანობა და ერთმანეთის პატივისცემა, ჰო შეიძლება მეც ვცოდავ, არ ვარ წმინდანი მაგრამ ყოფით პროლემას არ ვაპროტესტებ, რატო იცით, იმიტო კიარა დალხენილი ვარ და აწყობილი მაქვს ცხოვრება, (შეიძლება სხვაზე ოდნავ უკეთ ვცხოვრობ) იმიტო რო მე მირჩევნია ვთქვა რომ "ჩვენ" ვიყოთ ერთად და სხვას დავანახოთ რომ "ძალა ერთობაშია". ფსევდო ლოზუნგებით არ ვცხოვრობ ვიღაცის პოლიტიკა რომ "გავაპრავო"
მიყვარხართ!

Comments