ვემსახურები(თ) საქართველოს!

 მორალისტებო მომისმინეთ ახლა!

თქვენ რა გგონიათ, მე მინდა პოლიციაზე ასე ვისაუბრო?
დამამცირებელი და პატივაყრილ, გასაცოდავებულ სტრუქტურაზე ამ ფორმით გამოხატო დამოკიდებულება? 

სტრუქტურა რომელსაც სახელმწიფო ჩემზე, როგორც მოქალაქეზე, მაღლა აყენებს და ყველა ბერკეტი აქვს იმისა რომ მმართოს?
თავად პოლიციელმა მცემოს, იძალადოს, შეურაცხყოფა მომაყენოს, ცინიკურად მესაუბროს და ზევიდან მიყუროს?

06.08.2020 - ქუთაისი, საოლქო სააღცევნო კომისიის ოფისთან

ჩემი როგორც საზოგადოების ნაწილის ერთადერთი იარაღი სიტყვით გამოხატული უკმაყოფილებაა პოლიციელის მიმართ, სხვა ბერკეტი მე არ მაქვს რომ ვმართო, უსამართლობის და სოციალურად არათანაბრობის განცდა ძალიან ცუდია, თქვენ როგორ გგონიათ მე არ მტკივა პოლიციელის ამ დონემდე დეგრადირებაზე გული?
როგორ გგონიათ, მომწონს როცა კრიმინალთან ერთად პოლიცია მართავს გამოხატვის თავისუფლებას, სადაც პოლიციელი უბრალოდ დამკვირვებლის როლშია?
თქვენ რა გგონიათ მე არ მყავს პოლიციელი მეგობრები ვისთანაც ამ თემაზე არ ვსაუბრობ? (მიუხედავად ჩემი ამ დამოკიდებულებებისა ბოდიშს ვუხდი მათაც, მათი კოლეგების არასწორი საქციელის გამო თავადაც უღირს პოლიციელად რომ მოხსენიებს საზოგადოება)
როგორ ფიქრობთ სახელმწიფოს მართვა, სამართალ დამცველს გარეშე შეიძლება და მე ასე ვფიქრობ?

 ერთ პატარა ამბავს მოვყვები - პოლონეთში ვიყავი, ჩემი მეგობრები წასულები იყვნენ პოლონელ მეგობართან და როცა უკან ბრუნდებოდნენ, საქმიანი შეხვედრა გვქონდა... პოლონელ მეგობარს, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანი იყო, სთხოვეს რომ შუქნიშნებზე არ გაეჩერეინა და სწრაფად წამოსულიყო, ამ პოლონელმა პოლიციელმა, შეშფოთებული უთხრა მეგობრებს...
- ბიჭებო მე რო ახლა დავარღვიო, ყველა მე მიყურებს და საზოგადოებასთან როგორ ვიმართლო თავი, სამართალ დამცველის მაგივრად სამართალ დამრღვევი გამოვდივარო.

 გულზე ხელი დაიდეთ და რომელ ქართველ პოლიციელს აქვს სურვილი, რაც არ უნდა კარგი იყოს რომ არ დაარღვიოს მოძრაობის წესები ან საზოგადოებას არ აღიქვამდეს როგორც მათზე დაბალი? ძალიან, ძალიან ერთეულები ალბათ,  პოლიციელს რომელსაც ხელფას მე, შენ, ჩვენ ვუხდით რატო უნდა გვიყურებდნენ ზემოდან? პოლიციეი რომელსაც გააჩნია გრძნობა, აღიქმება ადამიანად, აქვს ოჯახი, ყავს შვილები რატო უნდა ასრულებდნენ უკანონო დავალებებს, თავიანთი შვილების მომავლისთვის ხო უნდა ფიქრობდნენ?
 
 ძალიან გთხოვთ მორალისტებო, შეეშვით ამ ცალსახად ყურებას ჩემი და საზოგადოების მიმართ არარელევანტური დამოკიდებულებები შეცალეთ, პასუხს მე და საზოგადოებას ნუ მოსთხოვთ, საზოგადოებას არანაირი ბერკეტი არ აქვს პოლიციის სამართავად, ერთადერთ ის დარჩენიათ ორაზროვნად გამოხატონ პროტესტი, რადგან პირდაპირი პროტესტის დროს ისევ პოლიციელი იმარჯვებს.
 
 ძალიან ღრმად გვაქვს მეგობრებო შეტოპილი, ძალიან ღრმად, ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილება არაა კარგი, მე, პოლიციელი, მეხანძრე-მაშვევლი, სამხედრო, ექიმი... ისეთივე საზოგადოების წევრები უნდა ვიყოთ როგირებიც არიან მაღალჩნოსანი ადამიანები.
 
 მეგობარი პოლიციელითქო ვახსენე, მე არ მიტყდება და არ მეთაკილება მათი პოლიციელობა, პირველრიგში მეგობარია და შემდეგ ვხედავ მათ მუნდირში, მათმა იციან ჩემი დამოკიდებუება, თუ სწორად და ადამიანურად იქცევიან ყოველთვის ვიძახი გაცვეთილ ფრაზას "პოლიციელი გმირია" ეს სტიმულია მათი სამომავლოდ სწორად მოქცევის, თუმცა კარგა ხანია ეს ფრაზა არ გამომიყენებია, რატოო?..
 
 მემგონი პასუხი იცით.

 6 ნოემბერს საარჩევნო შტაბთან, ქუთაისში მომხდარ ერთი პატარა ამბავიც დავწერე, რა გულისტკივილით ესაუბრებოდა ერთი პოლიციელი მეორეს ვიღაც ქალბატონთან ერთად, მიმდინარე მოვლენებზე, ისიც ვიცი პოლიციელი რომ ვერაფერს ამბობს ხმამაღლა, თუმცა ისიც ტეხავს რომ ვერ ამბობს და ერთმანეთის ეშინიათ პოლიციელებს,
 
 8-ში დავწერე კიდეც ქუთაისში 10 კაციან აქციაზე, როგორ მოუბოდიშა ჩემმა მეგობარმა 100-მდე პოლიციელს შექმნილი უხერხულობის გამო და ადამიანურად მიიღეს ეს ბოდიში, (ზოგმა ცინიკურადაც ჩაიცინა უფრო ჩინიანებმა)
მაგრამ დღეს პოლიციელი გმირი აღარ არის, პოლიციელი დაამცირეს, საზოგადოება ძირს დასცეს და ზემოდან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი აკვირდება ამ ყველაფერს, თავიანთი სკამის შენარჩნებისთვის.

ასე რომ, მორალისტებო, შეეშვით ჩემთან მორალის კითხვას და ეცადეთ პოლიცილებს უთხრათ რომ აღარ გიხდებათ მუნდირი... და მუნდირის გარეშე უფრო ადამიანები ხართ ვიდრე მუნდირს შიგნითთქო, მუნდირი მიჯაჭვულს გხდით სისტემაზე და გაშორებთ საზოგადებას, იმათ ვინც თქვენ მაგ მუნდირთს გაცმევთ, ხელფასს გიხდით და კარიერას გიკეთებთ, გყიდულობთ სამსახურეობრივ მანქანებს, ემსახურეთ ხალხს და არა, გრიგორიჩებს, დიმიტროვიჩებს, შალიკოვიჩებს, დავითიჩებს, ჭიჭიკოვიჩებს, პეტრევიჩებს და ა.შ.
პოლიციერო გაიხსენე: "ვემსახურები საქართველოს" მეც შენთან ერთად.

10.11.2020

Comments