28.02.2021 - აქცია "არა ნამოხვალ ჰესს" შედგა

 ქუთაისში დღეს აქცია შედგა, „არა ნამოხვან ჰესს“ - რაც მთავარი იდეა იყო კიდეც აქციის, მართლა გამეხარდა მისვლისთანავე როცა, ვიცი რომ აღნიშნულ აქციას პოლიტიკასთან, უფროსწორად პოლიტიკურ ჯგუფებთან, არანაირი კავშირი არ აქვს, გულწრფელი ადამიანები გამოდიან და იცავენ ხეობას, მამულს, მიწა-წყალს, ქუთაისს დატბორვისგან, რომლის უმრავლესობასაც წარმოდგენილი აქვს ის საშინელი კატასტროფა რომელიც მოყვება აღნიშნული ჰესის „უხარისხობის ფინიშს“, გამეხარდა რომ აღნიშნული მასა სიგნალია ბრმა, ყრუ და მუნჯი ხელისუფლებისთვის, რომელიც ჩვენ გვმართავს და სხვის საჯიჯგნად გვიქცევს ჩვენივე სხეულს, თავიანთი ჯიბის, ოჯახის წევრების, შვილების და ნათესავების კეთილდღეობისთვის, თუმცა... 

საიდან დავიწყო ეს „თუმცა“ არ ვიცი... მიუხედავად ხალხის სიმრავლისა, რომელიც 2012 წლის მერე არ მახსოვს ქალაქის რეალობაში (პროტესტანტების რაოდნობა), ყველა ვისაც ველაპარაკე იძახდა... „ბაზარი არაა“... საუბრია იმ თურქი ინვესტორის ვიდეოზე რომელიც აქციამდე რამოდენიმე დღით ადრე გავრცელდა სოც ქსელში, მთავარი მუხტი ამ ინვესტორის არა ადამიანური სახე შეურაცხმყოფელი რეპლიკები იყო, რომელსაც ნამოხანში პროტესტანტეის მიმართ ისროდნენ.

ვფიქრობ თურქი, მუხტის მთავარი მიზეზი არ უნდა იყოს, მუხტის მიზეზად ქსენოფობიური გამოხტომა უნდა დასრულდეს, თავშივე განწირულია აღნიშნული მუხტის მქონე აქციის სამომავლო ისტორია, ქსენოფობიის გამღვივებელი დაჯგუფებები „ქართლი მარში“ და მსგავსი ოდიოზური მახათიანი დაჯგუფებები არ უნდა იყვნენ, ხატებით ხელში პროტესტანტები თურქების გინებით არ უნდა კავდებოდნენ, ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური „რაღაცეები“ სამოქალაქო ატივიზმის განვითარების სურვილის მქონე მოქალაქეს არ უნდა აგინებდნენ და გასაჯავრებლად თურქების გინებას არ უნდა ამატებდნენ, „მორწმუნე“ პროტესტანტი აქციაზე ჟურნაისტთან არ უნდა მიდიოდეს და „ბოკერიას“ გინებით არ უნდა იყვნენ დაკავებული, ჟურნალისტის დასმულ კითხვას, საფრთხეებთან დაკავშირებით, არ უნდა პასუხობდნენ „ჩვენ მიწას გვართმევენ თურქები“ როცა ნახევარზე მეტს იმათთაგან ვინც იმ ხეობაში ცხოვრობს გაყიდული აქვთ თავიანთი ნებით მიწები, მიწა გაყიდული „სოფლის მკვიდრი“ პროტესტს მორალის კითვით არ უნდა გამოხატავდეს და ა.შ. 

 დღეს არცერთი სიტყვა არ თქმულა ხელისუფლებაზე, რომლებმაც, „კაბალური ხელშეკრულება“ დადო კომპანიასთან, რომლებმაც აჭარაში ააშენა ჭოროხზე ჰესი, დამბის უხარისხობის გამო, წყალმა გაჟონა, 30 კმ-იანი გვირაბი ჩამოინგრა და ინვესტიცია რომელიც ჩაიდო აჭარაში ფაქტიურად ფუჭი აღმოჩნდა, არავინ საუბრობს რიონის ხეობის გეოლოგიურ არამდგრადობაზე, არავინ საუბრობს ხელშეკრულებაზე რომელიც სახელმწიფომ თურქი ინვესტორი - „ქერის ორმოში“ ჩასვა, ჩვენივე გადასახადებით, მნიშვნელობა არ აქვს, პოზიცია-ოპოზიციას, ქართველი და სხვა ეროვნების გადამხდელი მოსახლეობა, 15 წლის მანძილზე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 1.6 მლრდ-ზე რომელიც სახელმწიფომ უნდა დაუბრუნოს ინვესტორს (თითქმის იმაზე მეტი ვიდრე ინვესტორი დებს პროექტში) აქცენტირებულად არავინ საუბრობს 99 წლიან თითქმის 600 ჰექტარის გადაცემაზე რომელშიდაც ქონების გადასახადის თავის არიდების მიზნით წლირი 16 ₾ უნდა გადაიხადოს ინვესტორმა ხეობის იჯარაში, არავინ საუბრობს ელექტრო ენერგიის 15 წლიანი შესყიდვის ვალდებულებაზე რომელშიც სახელმწიფო, ყველა ვარიანტში იღებს ვალდებულებას, გამოიმუშავებს თუ არა ჰესი ენერგიას, გადაუხადოს გარკვეული თანხა, ენერგიის ადგილზე შესყიდვა გამომუშავებიდან პირველ წელს 6 ცენტიდან გაიზრდება 9 ცენტამდე, ხოლო 15 წლის შემდეგ, აბსოლიტურად, სადაც, როგორც უნდა ისე გაყიდის ვისთანაც უნდა, თუნდაც ჩვენს ერთმორწმუნე მოძმე მტერთან, არავინ საუბრობს სხვა ჰესების გადაიარაღების შემთხვევაში რამდენად მეტენერგიას გამოიმუშავებენ, იგივე ე.წ. „ენერგო დამოუკიდებლობის“ მიზნით.

 ჰესის დადებით მხარეს ბევრი საღად მოაზროვნე უყურებს, მშრალად, ნორმალური პირობებით და ადამიანური დამოკიდებულებით თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმდენი კითხვის ნიშნანია, რომელიც ინვესტორებს ნაკლებად მოეთხოვებათ რომ გაგიკვირდება უბრალო დაინტერესებულ ადამიანსაც კი, ეკლესია რომლის პოზიციაც რუსული ოკუპაციის პირობებში ძალიან „ფეხებზე მკიდია“-ს გავს, ამ შემთხვევაში სხვანაირად აისახება, მრევლი რომელიც ხატით და ჯვრით ხელში აგრესიას გამოხატავს აქციაზე და ქსენოფობიით არის დაკავებული ვერადროს იქნება წარმატებული პროტესტის გამოხატვისას.

დღეს ძალიან ბევრი ა-პოლიტიკური ჩემი მეგობარი ვნახე აქციაზე, აჭარიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, თავიანთი სურვილით ჩამოსულები და მართლა პატრიოტული სულისკვეთებით, ყველა კმაყოფილი იყო ხალხის რაოდენობით, ყველა იდეის „არა ნამოხვან ჰესს“ გარშემო იყო მოსული, ყველა გულწრფელად გამოხატავდა „თურქებმა არ უნდა გვიყიდოს“ მაგრამ უმრავლესობიდან, ცოტა გამოხატავდა პროტესტს, საშუალების მიმცემ ხელისუფლებას ვინამაც საშუალება გააჩინა ვეყიდეთ თურქებს.

ცოტა საუბრობდა, ნამოხვან ჰესის უსაფრთხოების პრობლემებზე, რომელიც ქუთაისისთვისაც მნიშვნელოვანია, არავინ გამოხატავდა პროტესტს ქსენოფობიურ პრობლემებზე რომელიც მართლა; კითხვის ნიშნები, რომელიც პროექტის განხორციელებაშია არავინ ყვიროდა ხმამაღლა.

 კრიტიკული პოსტის მნიშვნელობა არ არის აქციის მუხტის ჩაგდება, უბრალოდ ორგანიზატორებს ვთხოვო მინდა რომ, მეტი აქცენტები უფრო გლობალურ, მასშტაბურ პრობლემებზე, ვიდრე პროტესტანტები ყვირიან, ქართული მარშის იდეოლოგია, ხატით ხელში შემგინებელი ადამიანების რიტორიკა, მიწა გაყიდული ინტელიგენციის მოწოდება და არასრულფასოვანი საზოგადიება მოქმედება, ოდნავ ყალბი მეჩვენება ვიდრე, ძალიან კარგი ბიჭის, ვარლამ გოლეთიანის ახალგაზრდული, მართლა პატრიოტული შემართება და დამოკიდებულება მისი კუთხის მიმართ!.. რომელსაც ალბათ არც არასოდეს წარმოედგინა რომ, საპროტესტო აქცია უნდა ემართა როდესმე, რომელიც მისი კუთხის დაცვის და მისი მეზობელი სოფლის უპასუხისმგებლო მცხოვრების შედეგად დადგებოდა.

 14 მარტს შევხვებით ისევ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზედანზე, პირობას ვდებთ ისევ რომ „არა ქსენოფობიას“!

შენიშვნა: ბოდიში ჩემი გულწრფელი ემოციებისთვის რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ პატრიოტ ადამიანს რომელსაც გათავისებული აქვს უპასუხისმგებლო ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მათ ეს კრიტიკა არ უნდა მიღონ რადგან, ჩვენ ყველა ვსწავლობთ პასუხისმგებლობას, არა ვიღაც ვაჭარი ინვესტორის მიართ, არამედ ჩვენი 4 წლით არჩეული ხელისუფლების მიმართ, რომლებმაც თითქმის 600 ჰექტარი გაგვისხვისა 99 წლით!



 და ბოლოს, გვახსოვდეს რუსეთი ოკუპანტია და იგივე ენთუზიაზმი არასდროს გვაწყენდა ხმამაღლა ვიყვიროთ რეალურ მტერზე რომ „რუსეთი არის ოკუპანტი და #1 მტერი“, საზოგადოებაც და ეკლესიაც იგივე ემოციით უნდა ურთიერთობდნენ აღნიშნულ თეასთან დაკავშირებით რაც დღეს იყო ქუთაისში, დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის მოედანზე!

 

Comments