კარგ საქმეს აკეთებთ! მაგრამ...

 კარგ საქმეს აკეთებთ! ნაცვლად იმისა რომ კრიტიკოსები გააჩუმოთ თქვენ ჩუმდებით, თავდაჯერება გაკლიათ და გარბიხართ, გეშინიათ, იბოღმებით, "იგრუზებით" და გული გწყდებათ სხვაზე... მშიშარები ხართ მართლა!

 

უდავოდ კარგი რომაა 200 ბლოგერის ჩამოყვანა ქუთაისში და იმერეთის ტურიზმის პოტენციალის გაზრდისთვის ამაზე ვინმე ნორმალური იტყვის რომ ცუდიაო?! აი კრიტიკულად კიდე შესაძლებელია მიუდგნენ რადგან, ამხელა პროექტის მიმართ დიდი ინტერესები რომ იქნებოდა ეგ თავიდანვე უნდა გცოდნოდათ, გასაიდუმლოებული პუნქტების არსებობა კიდე რა უბედურებაა? სამხედრო მნიშვნელობის პროექტია? თუ აგენტების სია არ გინდათ გამოაჩინოთ? მოკლედ ძალიან დაკომპლექსებული ხელისუფლება ვერასდროს იქნება წარმატებული!

სამოქალაქო სექტორი, რომელსაც თქვენ არ აღიარებთ კიდე ფატია რომ გჯობიათ, წარმატებულად ასრულებს თავიანთ მოვალეობას და ასე იქნება სულ, მანამ სანამ კომპეტენტური პასუხის გაცემას არ ისწავლით, იმის ნაცვლად რომ იზეიმოთ საზოგადოდ, ზეიმობთ "კუტოკებში", აიგნორებთ კითხვებს და დემონიზაციას ახდენთ (სხვათაშორის კაგებესსტილი იყო და არის) ლეგიტიმური კითხვების ავტორებს. თუ მართლები ხართ? რატომ გეშინიათ ამის მტკიცება? რატომ გგონიათ რომ "ჩასაფრებულ ხალხს" (როგორც თქვენ ამას უწოდებთ), არ აქვს ინტერესი იმისა რომ წარმატებული იყოს ის სფერო სადაც "საფრთებიან"? ეჭვქვეშ ხომ არ არის თქვენივე საქმის თქვენეული ლეგიტიმაცია? სხვა რა შეიძლება ეწოდოს იმ "კუტოკს" "კლანს" რაც თქვენს წიაღში ხდება?! თქვენ თუ არ გასცემთ უშუალოდ "ბოსები" პასუხს საზოგადოებას, გყავთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურები, საკმაოდ ძვირი გვიჯდებამათი შენახვა მათი და იმათი საშუალებით მაინც გვიპასუხეთ!.. მაგრამ ვერც იმათ ენდობით თქვენვე, რადგან კიდე ვიმეორებ, თქვენივე კომპეტენცია არის ლეგიტიმაციას მოკლებული, ჰოდა... ნაცვლად იმისა რომ იბოღმებით, "იგრუზებით", ქრებით და ფსევდო ზეიმით კავდებით, ლოკოკინად იქცევით და საკუთარ ნაჭუჭში იკეტებით. წარმატებული ხელისუფლებები სულ სხვანაირად იქცევიან, უფრო თამამები არიან, უფრო თავდაჯერებულები, კრიტიკოსებთანაც გადიან კონტაქტზე და "ტაშისმკვრელებსაც" აქცევენ განკუთვნილ ყურადღებას. მოკლედ ხალხო, შედეგს გამოიღებს 200 კიარა 2 ბლოგერის არსებობა რომელიც მინიმუმ 3 კაცს ჩამოიყვანს და გააცნობს ჩვენს ქალაქს მაგრამ რატო გაშინებთ თქვენივე გაკეთებული საქმე? რატო?! ეჭვი თქვენვე გეპარებათ და ეგაა ცუდი... წარმატებები მინდა გისურვოთ, ჰოდა ხალხი რომ არ გენდობათ ეგ ხალხის ბრალი არაა თქვენივე "ტექნიკური" შეცდომებისგან შემდგარი მოღვაწეობის ბრალია!!! ფოტო: hbr.org

Comments