საქართველოს გამარჯვებისთვის უკრაინაში!

 გუშინ ღამით გავედი სასეირნოდ და ერთი ძალიან მაგარი ქართველი, ახალგაზრდა კაცი შემხვდა, ხაზ გასმით დავწერე "მაგარი ქართველი კაცი" რადგან ამ ადამიანს ვიცნობ წლებია და კარგის მეტი არაფერი უკეთებია, გულწრფელი სიყვარული იცის და სამხედრო ცხოვრება მისი შინაგანი კულტურაა. 


 

 

ჰოდა...
- აქ რა გინდაო მკითხა - მეთქი... ასე და ასე მომიწია აქ ყოფნათქო,
- შენ ალბათ აქ ცხოვრობთქო - მე ვკითხე
- კი პარალელურ ქუჩაზეო, გავაგრძელეეთ საუბარი და მერე მეუბნეება...
- უკრაინაში მივდივარ და მეგობართან ვიყავი რაღაცეებს ვგეგმავთო...

უცებ დამეუფლა როგორი ემოცია იცით?! აი არ ვიცოდი გამხარებოდა მწყენოდა,უცებ ჩავეხუტე, წარმატება ვუსურვე და აუცილებლად გამარჯვებული დაბრუნდიტქო...

გული ამოვარდნაზე მქონდა, ისეთ ხალხს ვხედავ და ვიგებ რომ მიდიან უკრაინაში იმისთვის რომ საქართველოში დამარცხდეს ღორის მოდგმა :(

ჩვენი სახელმწიფოს, ღორისს ტილები კიდე ხელს უწყობენ რომ, რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიხარჯოს სხვის მიწაზე ქართული საქმისთვი... ან გაიქცნენ და გადაიხვეწონ სხვა ქვეყანაში აქაური უიმედობის გამო.

აუცილებლად რომ გაიმარჯვებს უკრაინა და საქართველო ეს ფაქტია, დღემდე პროცენტულად (და უკვე მგონი რეალურადაც, უკრაინელების შემდეგ, ყველაზე მეტი ქართველი იბრძვის იქ), ის კიარადა არცერთი სერიოზული ოპერაცია არ იგეგმება გენშტაბში, მინიმუმ 2-3 ქართველი რომარ იყოს დაგეგმვის პროცესში.

ჰოდა... მე მჯერა იმისა რომ იბერიის "საოცნებო" გაბრწყინება, შავი ზღვისს იმ ნაწილიდან დაიწყება საიდანაც იწყება ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს საზღვრები...

ამ პოსტს ახალა ის ადამიანი არ/ვერ კითხულობს, არ არის აუცილებელი! მხნეობა მინდა ვუსურვო და გამარჯვება, პირველ რიგში მას და მერე მთლიანად ყველა იმ ქართველს ვისთვისაც გულწრფელი და ნათელი დევიზია "რუსეთი მტერია" და ღორის მოდგმა უნდა ამოიჟუჟოს!

🤍❤️დიდება საქართველოს 🇬🇪
💛💜დიდება უკრაინას 🇺🇦
🇬🇪 🇺🇦 დიდება გმირებს

Comments