გეკითხებით იმ ხალხს, ვინც დღემდე გირგვლიანის, ვაზაგაშვილის ამბებით და
რაფალიანცის ტრაგედიით მოსული ხელისუფლებით მანიპულირებთ, მაინტერესებს:
📌 ცეესკოს გოგლიკას თვალზე შეშფოთებით რომ საუბრობთ და გამოძიებისკენ მოუწოდებთ ორგანოებს – ქიმიური ნივთიერება შეასხესო და თვალი დაუწვესო – ეს ინფორმაცია სუსის ვერსიაზეა დაფუძნებული და თქვენც ხელს უწყობთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
თვალახვეული რომ დაგვიბრუნდა და „ვითომ“ დიდი ზიანი მიადგა – იმაზე დიდი, ვიდრე მისი ხელმძღვანელობით მოგვაყენა ქართულ საზოგადოებას, რატომ არ მახსენდება, იგივე აქტივობით სამართალდამცველებისთვის გამოძიებისკენ მოგეწოდებინათ, როცა:
💨 აქციებზე მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის მეც, ნახევარი მეტრიდან წიწაკის სპრეი შემასხეს, უწყინარ მშვიდ გგარემოში, ამორჩევით მაშინ, როცა რეკომენდებული დისტანცია 5 მეტრია.
👁️ ჩემი თვალის ანთება 3 თვის განმავლობაში მკურნალობას რომ საჭიროებდა და იმ მომენტში სუნთქვაც კი ძლივს აღვიდგინე, ფილტვები რო შემეკრა და რომ არა \ცემი კოლეგა ფოტოგრაფი არ ვიცი რა დამემართებოდა.
📸 ფოტოგრაფები და ჟურნალისტები აქციების დროს მიზანმიმართულად დაზიანდნენ, და თქვენ ხმა არ ამოგიღიათ.
თქვენთვის გარკვეული პირების დაზიანება მნიშვნელოვანია, მაგრამ მშვიდობიანი მოქალაქეების ზიანი „არასანდოა“, რადგან სათანადო ვიდეომასალა არ გაქვთ ნანახი?
🛑 აი, ჩემი კითხვა:
• თუ თქვენთვის „სამართლიანობა“ ნიშნავს მხოლოდ იმ ამბების გაჟღერებას, რომელიც თქვენს ინტერესებშია, რა სახელით უნდა მოგიხსენიოთ?
• რატომაა საღებავის შეწუწვა უფრო დიდი დანაშაული, ვიდრე სისხლით დასვრილი სახეები ან მიზანმიმართული თვალების დათხრევა?
⚖️ სამართლიანობა ყველასთვის უნდა იყოს!
წიწაკის სპრეის დამიზნებით გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების ცემა, თვალების დათხრევა და ჟურნალისტების დაშავება ისეთივე დასაგმობია, როგორც სხვა ნებისმიერი ძალადობა.
🕊️ ყველას გვინდა, საქართველო იყოს სამართლიანი და თავისუფალი!
❗ რუსეთი და გირგვლიანის საქმის კლანური სასამართლოს, თავში მჯდომი „კლოუნი“ მურუსიძის უსამართლო სასამართლო უნდა ჩამოშორდნენ საქართველოს!
⚖️ სამართალი ყველასთვის უნდა იყოს ერთნაირი!
დღეს თქვენ უსამართლობას მხარს უჭერთ, მიკერძოებულად აფასებთ ძალადობას და ნამუსიან პატრიოტებად გვევლინებით.
❗ ძალადობა მიუღებელია, მაგრამ უსამართლობაა ის, რაც ადამიანებს ძალადობისკენ უბიძგებს. სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობა ჩვენი ქვეყნის
სტაბილურობისთვის აუცილებელია. 🇬🇪
სისტემური ძალადობის ფაქტები, რომლებიც არ უნდა დავივიწყოთ:
1️⃣ შერჩევითი მიდგომები და დაგვიანებული რეაქციები:
მაკო გომურის საქმე:
პირდაპირ ეთერში მიზანმიმართულად ამოთხრილი თვალი – ყველას ნანახი აქვს, მაგრამ რეაგირება მინიმალური იყო.
დავით ქაცარავა -ს ამბავზე:
მისი მოპარვა და ჯგუფური ცემა – ფაქტი, რომელიც სათანადოდ არ გამოძიებულა და ყურადღება არ მიექცა.
ოპოზიციის ლიდერების საქმე:
მათი მოპარვა, ფიზიკური დაზიანება და დასისხლიანებული სახეები, რომლებიც ვიდეოჩანაწერებში ჩანს, მყისიერად გავიწყდებათ.
2️⃣ სტუდენტებისა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობა:
მშვიდობიანი აქციების დროს სტუდენტების ცემა ტიტუშკების მეშვეობით, რომლებიც ხელისუფლებას ემსახურებიან.
მათი დანაშაულები პირდაპირ ეთერშია აღბეჭდილი, მაგრამ რეაგირება არასაკმარისია.
3️⃣ უკანონო პოლიციური ქმედებები:
პოლიციელები, რომლებიც მიზანმიმართულად ურტყამენ მშვიდობიან მოქალაქეებს აქციების დროს და შემდეგ უარყოფენ საკუთარ ქმედებებს.
სახე აფარებული კანონდამცველები, რომლებიც უკანონობას ჩადიან, ფართოდ ცნობილია, მაგრამ იშვიათად ისჯებიან თქვენც არ მოგითხოვიათ რომ დაისაჯონ.
4️⃣ თქვენი პოზიციის და აქტიურობის კითხვა:
ამ დროს სად იყავით, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა?
რატომ არ იწვევდით გამოძიებას და საჯაროდ არ აპროტესტებდით ამ ძალადობებს?
რატომაა შერჩევითი მიდგომა გამართლებული, როცა ერთ შემთხვევაში მსხვერპლს იცავთ, მაგრამ სხვა სიტუაციებში დუმილით აკანონებთ უსამართლობას?
ფოტო: 2023-ის მარტის აქციებიდან.
Comments