Saturday, December 22, 2012

ცივილიზაციის აკვნისკენ სამყაროს დასასრულის დროს! :)))





ეს ჩემი მეორე ბლოგია ხვამლზე, ავღნიშნავ იმას რომ რამდენი მომიწევს ხვამლზე წასვლა იმდენი განსაკუთრებული განწყობა გამაჩნია ამ მთის მიმართ, ამჭამადაც ასე მოხდა. ბოლო 2

წლის მანძილზე ყველას გვესმოდა 2012 წლის 21 დეკემბრის შესახებ... :) ხოდა სად უნდა წახვიდე ამ დროს?! თუარა იქ საიდანაც ცივილიზაციებმა არსებობა დაიწყო! ხოდა მე და

ჩემმა რამოდენიმე ჩემისთანა "გიჟმა" მეგობარმა გადავწყვიტეთ ავსულიყავთ ხვამლზე.


რათქმა უნდა ხვამლამდე ტრანსპორტი გვჭრდებოდა სოფელ ოყურეშამდე და ჩვენც დილით დავურეკეთ ჩვენთვის კარგად ნაცნობ "ვილისის" მძღოლს, ბატონ ვარდებს :) 09:30 გავედით

ქუთაისიდან წყალტუბოს გავლით ავედით სოფელ ოყურეშში 13 საათზე იქ ჩვენი მეგზური, ბატონი არსენი, ოყურეშის სკოლის მათემატიკისს მასწავლებელი, გამოვიყვანეთ სკოლიდან მოვემზადეთ

და ავუყევით მთის ფერდობს, "ვილისმა" 1 საათი დრო მოგვაგებინა ამ ფერდობზე, მერე უკან დაბრუნდა და ჩვენ გავაგრძელეთ სვლა, თოვლი, საკმაოდ მძიმედ იყო ჩაწოლილი გზაზე და ჩვენი მეგზური "გვიკვალავდა" გზას რაც მეტი მაღლა მივდიოდით თოვლის სისქეც იმატებდა და სოფლიდან 6 კილომეტრის გავლის შემდეგ გავრჩერდით მუხლზევით სისქის თოვლში.


დაახლოებით 20 საათია, ბნელა, ქარია, ყინავს, თოვს, ჩვენ მეტი წინ ვერ წავედით, დასაბანაკებელი ადგილი ვნახეთ, დიდი ნაძვის ძირში, მოვაგროვეთ შეშა, ცეცხლის დანთება

გაგვიჭირდა, თუმცა დიდი ძალისხმევის შემდეგ დავანთეთ, გავთბით სრულიად სველი ტანისამოსი და ფეხსაცმელი გავიშრეთ, ცოტაც დავლიეთ, მივირთვით და კარავის გაშლაც დავიწყეთ,

აღმოჩნდა რომ კარავს 1 საყრდენი რკინის ჯოხი არ ქონდა და მოგვიწია ექსტრემალურად თოკების გამოყენება და მიბმა. თუმცა ვაი ასეთ კარვის გაშლას :))

მოკლედ ამ დროს რა ხდება სხვა დანარჩენ საზოგადოებაში, ელოდებიან სამყაროსს აღსსასრულსს, პანიკა, შიში, საჭმელ სასმელის და სანთლების მარაგი ოჯახებში :) ჩვენ კიდე ვინც


დაგვირეკა ყველა გიჟად გვნათლავდა და "დაგვცინოდა"... მოკლედ ხვამლმა არ მიგვიშვა მის წვერამდე, ეს კიდე იმის მანიშნებლი იყო ხვამლის მხრიდან "თქვენ შიგ ხო არ გაქვთ?! რა აღსასრული რის აღსსასრული, თქვენ კიდე მოგიწევთ ჩემამდე მოსვლა და ახლა კიდე დაისვენეთ მანდ არ დაგინახოთ აქ ამმოსულიო" :)) მოკლედ ხვამლლმა არ მიგვიშვა და ჩვენი

პლანეტების გასწორება გადაიდო 56 სსაუკუნის შემდეგ :) ასე რომ 56 საუკუნის მერე დავაკვირდებით ვარსკვლავების განლაგებას და გადავიღებთ :)) შედეგებს მოგახსენებთ :))

ასე მშვიდათ გადაიდო მაიას ტომების მიერ ნაწინასწარმეტყველები აღსასრული, ისევ მაიას მიერ დაწერილი კალენდრის მიხედვით 7000 წლით :))

დავბრუნდით 21-ში ხვამლიდან, შუა დღეს ჩამოვედით სოფელ ოყურეშში, არსენმა თავის სახლშ მიგვიპატიჟა, გაგვათბო გათოშლები, დაგვაპურა, და გამოვემართეთ ქუთაისისკენ,  ჩვენი

ვარდენი უკვე ამოსული იყო ქუთაისიდან.