Thursday, February 28, 2008

გაზაფხული შემოსულან ლეეეენ..

კიარადა დინოზავრები მოდიან...

რა მქვია მე?!

არჩილ - (ირანული)"სწორი","წრფელი","მართალი","ნათელი"," მადლმოსილი".ერთ-ერთი უძველესი და ძალზე გავრცელებული სახელია,რომელიც ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება.ცნობილია ქართლის ერისმთავარი არჩილი (VIII ს.),რომელიც ქრისტიანული სარწმუნოებისათვის ეწამა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.კარგად არის ცნობილი აგრეთვე მეფე-პოეტი არჩილი (1647-1713 წწ.).

Sunday, February 24, 2008

ხელოვნება სიკეთეს ემსახურება

თბილისში გამართულ ფოტოგამოფენათა შორის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ გამოფენად უდაოდ ანა გოგუაძის ,,ფერები მონაფერები” იქცა.

გამოფენა ლიკა თავართქილაძის ორგანიზატორობითა და თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის, კომპანია ,,ელიტ ელექტრონიქსისა” და ,,სახალხო ბანკის” მხარდაჭერით გაიმართა.

ფოტოსერიის თემატიკისთვის ავტორმა ადამიანის ხელები აირჩია. ნეიტრალურ ფონზე მოცემული ხელებით შექმნილი თითოეულ კომპოზიციაში გარკვეული განწყობა აირეკლება. მთლიანად სერიას კი ანას მიერ მისთვის წოდებული სახელის შესაბამისი სითბო აერთიანებს. ფოტოები მნახველთ ჟესტების ენაზე ესაუბრებიან და მათში ფოტოგრაფის მიერ ჩაქსოვილ ნააზრევზე ნათლად მეტყველებენ.

,,ხელები ბევრ ფოტოგრაფს აქვს გადაღებული. თუმცა მე მინდოდა ჩემეული ხედვა გადმომეცა ფოტოებში. რადგან ხელები სითბოსთან, შეხებასთან ასოცირდება, ხოლო სიტყვა ფერები ხელებთან ირითმება, სერიას სახელი ,,ფერები მონაფერები” აქედან გამომდინარე ვუწოდე” – ანა გოგუაძე.

,,ანის უკვე რამოდენიმე წელია ვიცნობ. გარდა იმისა, რომ ანი ძალიან ნიჭიერია, იგი საოცარი სულის ადამიანია, სიკეთით სავსე. უნდა აღვნიშნო, რომ ანი ძალიან გაიზარდა პროფესიული თვალსაზრისით, რაც მის ნამუშევრებში ნათლად აისახა. მინდა წარმატება ვუსურვო მას” – ირმა სოხაძე, მომღერალი.

საინტერესო შინაარსობრივი დატვირთვის გარდა, გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის მატარებელიცაა. წარმოდგენილი ნამუშევრების შესყიდვის შემთხვევაში თანხა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ახალგორის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს გადაეცემა.

ბავშვობიდან მხატვრობისა და ფოტოგრაფიის ნიჭით დაჯილდოვებული ანა გოგუაძეს შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ქველმოქმედებას და ეს ორი ცნება მის ცხოვრებაში ერთმანეთისგან უკვე დიდი ხანია არ იმიჯნება. არაერთი პრემიის მფლობელი ახალგაზრდა ხელოვანი 2006 წლიდან მოყოლებული ბავშვთა ქალაქ ,,მზიურში” ყოველწლიურად გამართული აქციის ,,მზის ზეიმის” ავტორი და ორგანიზატორია. აქცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლების პატარა ბინადრებისთვის ზეიმის და კონკურსის მოწყობას ისახავს მიზნად.

ფოტოხელოვნების მოყვარულთ საშუალება ეძლევათ კინოთეატრ ,,ამირანში” 10 დღის განმავლობაში იხილონ გამოფენა და ინდივიდუალიზმით გაჯერებულ ნამუშევრებში გადმოცემული ემოციები გაიზიარონ.

წყარო ; ფოტო

Thursday, February 21, 2008

ვანგას წინასწარმეტყველება


2008 წელს "ინდოსტანში" უნდა მოხდეს მსოფლიოს 3 უდიდესი სახელმწიფოს კონფლიქტი,რაც იქნება მესამე მსოფლიო ომის საბაბი, 2010-ში კი მე-3 მსოფლიო ომი, იგი დაიწყება 2010 წლის ნოემბერში და დასრულდება 2014 წლის ოქტომბერში. დაიწყება ჩვეულებრივად და თავიდან გამოყენებულ იქნება ბირთვულ იარაღი შემდეგ კი ქიმიურიც. 2011 რადიოაქტიური ნალექების გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში აგარ დარჩება არც ცხოველი და არც მცნარე, რის შემდეგაც მუსულმანები გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ევროპელების წინააღმდეგ. 2014 მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა (რაც გადარჩება) იქნება დაავადებული კანის კიბოთი თუ სხვა დაავადებებით. 2016 ევროპა თითქმის უმოსახლოა. 2018 ჰეგემონი გახდება ჩინეთი, განვითარებადი ქვეყნები(ჩვენც) გახდებიან ეხპლუატატორები. 2023 შეიცვლება დედამიწის ორბიტა, მართალია უმნიშვნელოდ მარა მაინც, 2025 ევროპაში ისევ ცოტა ხალხია, 2028 ახალი ენერგიის წყაროს შექმნა(თერობირთვული რეაქციის შედეგად რეაქტორის შექმნა) შიმშილს დაგვაძლევინებს, 2033 პოლარული ყინულები დნება და მსოფლიო ოკეანის დონე იწევს და ასევე პილოტირებული მოგზაურობა ვენერისკენ, 2043 მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება, და ევროპაში მუსულმანები სხედან, 2066 აშშ დაიწყებს სამხედრო მოქმედებას მუსულმანების წინააღმდეგ ევროპაში, და რომის აღების დროს ისენი გამოიყენებენ ახალ იარაღს: კლიმატუს, მკვეთრი ვარდნა ტემპერატურის -80 გრადუსამდე. 2076 კომუნიზმი(ეს მემგონი არ არის წინასწარმეტყველება, შიშის გამო დაწერა) 2084 ბუნება აღდგება, ახალი ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი რამდენიმე წამში, 2100 სიბერე დამარცხდება, 2111 ადამიანები გახდებიან კიბორგები, 2130 წყალქვეშა კოლონიები(უცხოპლანეტელთა რჩევით, 2164 ცხოველებს ნახევარადამიანებად აქცევენ, 2167 ახალი რელიგია, 2183კოლონია მარსზე გააკეთებს ბირთვული იარაღს და მოითხოვს დამოუკიდებლობას დედამიწისგან(როგორც ადრე ასსმა ინგლისიგან), 2187 ვულკანის 2 უდიდეს ამობრქვევას შევაჩერებთ, 2273 ახალი რასები, 2279 ენერქია არაფრისგან(ვაკუუმის ან შავი ხვრელებისგან, 2288 დროში მოგზაურობა, უცხოპლანეტელებთან კონტაქტი, 2291 მზე ჩაქრება და ავანთებთ, 2296 მზეზე დიდი აფეთქებები ხდება, იზრდება მიზიდულობის ძალა და კოსმოსური ხომალდები და ობიექტები გვეცემა ზედ, 2299 საფრანგეთში პარტიზანული მოძრაობა ისლამის წინააღმდეგ, 2341 საშინელი რაღაც უახლოვდება დედამიწას, 2354 ერთერთი ხელოვნური მზე გაფუჭდება და გახმება ყველაფერი, 2371 შიმშილი, 3005 ომი მარსზე, პლანეტების მოძრაობა დაირღვევა, 3010 მთვარეს კომეტა ააფეთქებს და ჩვენს გარშემო იქნება ქვებისა და ასტეროიდების წრე, 3797 ამ დროისთვის ყველფერი გაწყდება, მაგრამო ხალხი შეძლებს მზის სხვა სისტებაში გადასახლებას. გადასახლებას.

ლეგენდა The Beatles

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ Beatles ზე ლაპარაკი გთავაზობთ საინტერესო ფოტოებს :)

ორიგინალიორიგინალის სურათის მიხედვით

Wednesday, February 20, 2008

ფოტომაღაზიაში შეძენილი პორტრეტი


მოკლედ პორტრეტი ვიყიდე ფოტომაღაზიაში სულ რაღაც 10 წუთი დამჭირდა რო საბოლოოდ მიმეღო ის რასაც თქვენ ხედავთ, უსაქმურობამ იცის ასე თორე ამაში ფულის დახარჯვა ღირდა?? (დრო ხო ფულია)

ქვის ზეიმი

რამოდენიმე ფოტო, უფროსწორად 2 ფოტო ადგილიდან სადაც ქვის ნასახი არ არის, ესეი ადგილი წოდებულია უფლის ციხედა :)

"ყველა თავისას უბერავს" © 2007

"გოლიათი" © 2007

Tuesday, February 19, 2008

"იყავი ფოკუსში"

მინდა გაგახაროთ და გითხრათ რომ ბოკეს აქვს საკუთარი "ჰიმნი" (სიმღერა).

სიმღერის სახელწოდება: "იყავი ფოკუსში"
ტექსტის და სიმღერის ავტორი: ბექა კოკაია(beshqena)
სიმღერას ასრულებენ: ბექა კოკაია (beshqena), გიორგი მახარაშვილი, ოთარ რატიანი, მარი (Modigliani), ქრისტინე (chr4mk), ანი ქავთარაძე (_Anano_) ლევან გიორგაძე (Leonsio) შოთა და ლია მეგრელიშვილი.
ისტრუმენტებზე უკრავდნენ: ნიკა (N67) ბექა კოკაია (beshqena)
სტუდია და არანჟირება: მიშა კახიანი

სიმღერის გადმოსაწერად დააჭირეთ აქ...


გათენდა და ფიქრმა გამართო
ცაზე ამოდის მზე
დაინახე შენი სამყარო
ფირზე დახატე დღე

გაჩუქა ცამ ეს ცისარტყელა
წვიმა გარეცხავს ზღვას
ვაჩერებ წამს, რომ გადავიღო
მერე ვაჩვენებ სხვას

დღეს ვაშენებთ სახლს
რაც არ გვქონდა გუშინ
სახლს ქვია ბოკე
იყავი ფოკუსში

მე დავინახე თეთრი ზღვა ცაში
მე გადავიღე პორტრეტი ქარში
მე დავავიწყე სიმღერა გედებს
მე შევაჩერებ გაფრენილ მტრედებს
შენ დაინახავ მეთევზეს ბადით
შენ გადაიღებ გოგონას კატით
შენ გააცილებ დიდ გემებს ზღვაში
და ბედნიერიც იქნები მაშინ

დღეს ვაშენებთ სახლს
რაც არ გვქონდა გუშინ
სახლს ქვია ბოკე
იყავი ფოკუსში

დაღამდა და ფიქრმა დამღალა
მთვარემ შეცვალა მზე
დაინახე ღამე სამყარო
ფირზე დახატე დღე

შენ დაინახავ მეთევზეს ბადით
შენ გადაიღებ ბიჭუნას კატით
შენ გააცილებ დიდ გემებს ზღვაში
და ბედნიერიც იქნები მაშინ
მე დავინახე თეთრი ზღვა ცაში
მე გადავიღე პორტრეტი ქარში
მე დავავიწყე სიმღერა გედებს
მე შევაჩერებ გაფრენილ მტრედებს

დღეს ვაშენებთ სახლს
რაც არ გვქონდა გუშინ
სახლს ქვია ბოკე
იყავი ფოკუსში

Sunday, February 3, 2008

Riefenstahl, Portfolio - Price € 20000.00

გთავაზობთ ფოტოებს რომელიც € 20000.00 ღირს (ვერც შეედავები, წადი და შენ გადაიღე)


Riefenstahl, Portfolio - Village square of Kau
198 x 135 cm
€ 20000.00
Limited edition of 10 high quality prints (plus 2 artist's proofs), numbered, titled and individually signed by Leni Riefenstahl




Riefenstahl, Portfolio - 3 Dancers
135 x 198 cm
€ 20000.00
Limited edition of 10 high quality prints (plus 2 artist's proofs), numbered, titled and individually signed by Leni Riefenstahl



Riefenstahl, Portfolio - Nuba girl Jamila
198 x 135 cm
€ 20000.00
Limited edition of 10 high quality prints (plus 2 artist's proofs), numbered, titled and individually signed by Leni Riefenstahl





Riefenstahl, Portfolio - Men on the cliffs

198 x 135 cm
€ 20000.00
Limited edition of 10 high quality prints (plus 2 artist's proofs), numbered, titled and individually signed by Leni Riefenstahl




Riefenstahl, Portfolio - Nyertun
198 x 135 cm
€ 20000.00
Limited edition of 10 high quality prints (plus 2 artist's proofs), numbered, titled and individually signed by Leni Riefenstahl


Friday, February 1, 2008

[Forum.ge] ქუთაისის პერსპექტივა, ნაწილი II

არც ერთ ქალაქთან ქუთაისს თავი გასამართლებელი არა აქვს, რომ რაიმე პერსპექტივა სჭირდება.
პირიქით მთელი საქართველო ვალშია ამ ქალაქთან (ცუდი გაგებით არ ვამბობ).
პირველი ქართული თეატრალური დასი ამ ქალაქში შეიქმნა.
პირველი ქართული პოეტური ორდენი ამ ქალაქში ჩამოყალიბდა.
ქართული ტრადიციული ქალაქური მუსიკა აქედან მოდის.
პირველი ქართული კლასიკური მუსიკაც აქ დაიწერა.
ამერიკის ბალეტის სკოლის დამაარსებელიც, ჯორჯ ბალანჩინი ამ ქალაქიდანაა.
ბევრი თანამედროვე ქართული მუსიკალური ჟანრიც კი ამ ქალაქიდან იღებს სათავეს.

ხოდა კიდევ კომუნისტური წყობის დედას შევ#$ი თუნდაც ამის გამო:
1) ქალაქი გახადეს ინდუსტრიული.
2) უწოდეს მეორე ინდუსტრიული ცენტრი.
3) საქართველოს რკინიგზის მთავარი არტერია ამ ქალაქის გვერდის ავლით გაიყვანეს და ქუთაისი ჩიხში მოაქციეს.
4) "სობოროს" აი, ამ ტაძრის დანგრევისთვის:

მერე კიდევ, უნდა მორჩეს ამ ქვეყანაში Y-ური აზროვნება, რაც კომუნისტების პერიოდიდან მოდის, რომ ყველაფერი საუკეთესო დედაქალაქში უნდა იყოს.
ქალაქს უნდა დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია და უნდა იქცეს საქართველოს კულტურულ, სამეცნიერო და სულიერ ცენტრად.

და კიდევ ერთიც: ვისთვისაც ქუთაისი მარტო ქურდულ გაგებასთან ასოცირდება მოვუ##ან გაგება.

წყარო

ავტორი