Tuesday, December 29, 2009

აღმოჩენა!..

http://infokutaisi.com/photo/

ამ საიტის არსებობის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცის, არადა ძალიან საინტერესო ფოტოები აქვს ავტორს, უარავი თემა: პორტრეტები, პეიზაღები, სიუჟეტები, ქალაქები, შავთეთრი ფოტოები, ნიუ არტები, საპროტესტო აქციებზე გადაღებული რეპორტაჟები და სხვ. მოკლედ ეწვიეთ საიტს არ ინანებთ, პირიქით შეიძლება გესიამოვნოთ კიდეც..
კომენტარები არ დაიშუროთ ოხრებოო...

Friday, December 25, 2009

ვსწავლობ და ვარ რა...

ნუ სულ რამოდენიმე დღეა რაც ფოტოაპარატი დავიკავე ხელში და ვსწავლობ და ვერთობი ფოტოგრაფიით, აბა შემიფასეთ ეს ჩემი პირველი კადრია, რომელსაც ვაქვეყნებ და შემიფასეთ დადგება ჩემგან ფოტოგრაფი, აა გუშინ გადავიღე ეს კადრები...

მოდელი: მარი































Wednesday, December 23, 2009

ზოგიერთი საინტერესო თარიღი საქართველოს ისტორიიდან


1089 წ. - მეფე გიორგი 2 გადადგა და ტახტი დაუთმო 16 წლის შვილს დავითს

1093 წ. და 1095 წ. - დავითმა ორჯერ შეიპყრო ლიპატიტ ბაღვაში , რომელიც საბოლოოდ ბიზანტიაში გააძევა , ხოლო მისი სამფლობელოები სახელმწიფო საკუთრებად აქცია

1097 წ. - დავით ამაშენებელმა ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს

1101 წ. - დავითმა კახეთის მეფე კვირიკეს ზედაზნის ციხე წაართვა

1104 წ. - ერწუხის ბრძოლა , მეფე დავითსა და სელჯუკთა სულთნის ლაშქარს შორის , რომელსაც ემხრობოდნენ განძის ათაბაგი და კახეთ-ჰერეთის დიდებულთა ნაწილი. მეფემ მათზე დიდი გამარჯვება მოიპოვა

1105(1103 ,1104) წ. - გაიმართა რუის-ურბნისის საეკლესიო კრება , რომლის ხელმძღვანელი (''კრების თვალი'') იყო გიორგი ჭყონდიდელი , ხოლო მის მუშაობაში მონაწილეობდა მეფე დავითი . კრებამ გადააყენა მეფის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მღვდელმთავრები , შეადგინა ''ძეგლისწერა'' , ანუ კანონთა კრებული , დაადგინა სინოდიკონი - უმაღლეს საერო და სასულიერო პირთა მოხსენიების წესი. კრების ''ძეგლისწერას'' დაერთო არსენ მონაზონის ''შესხმა'' დავით მეფისა.

1110 წ. - გიორგი ჭყონდიდელი-მწიგნობართუხუცესის მეთაურობით ქართველთა ჯარმა ქართლში ციხე-ქალაქი სამშვილდე წაართვა თურქ-სელჯუკებს. ამით შეშინებულმა თურქ-სელჯუკებმა უბრძოლველად დატოვეს სამშვილდის მიმდებარე ციხეები და სოფლები.

1115 წ. - ქართველთა ჯარმა რუსთავი გაათავისუფლა თურქ-სელჯუკებისგან.

1116 წ. - ქართველთა ჯარმა ტაო გაათავისუფლა თურქ-სელჯუკებისგან

1117 წ. - დავითმა აუღო გიშის ციხე. ამით ჰერეთი საბოლოოდ შემოუერთდა დანარჩენ საქართველოს.

1118 წ. - ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახის გადმოსახლება საქართველოში რუსეთის სამხრეთ სტეპებიდან , მათგან 40 ათასი მუდმივი ცხენოსანი ჯარის შექმნა და სამხედრო რეფორმის დასრულება დავითის მიერ.

1118 წ. - ქართველთა ჯარმა აიღო ლორეს ციხე და ციხე-ქალაქი აგარანი. ამით დასრულდა ქვემო ქართლის თურქ-სელჯუკებისგან გათავისუფლება

1121 წ. - 12 აგვისტო - გაიმართა ბრძოლა დიდგორში თურქ-სელჯუკთა კოალიციური ლაშქარსა და საქართველოს სამეფო ჯარს შორის დავით აღმაშენებლის მეთაურობით. ქართველებმა ''ძლევაი საკვირველი'' აჩვენეს და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს .

1122 წ. - დავით აღმაშენებელმა პირველივე იერიშით აიღო ქ. თბილისი და გაათავისუფლა იგი მაჰმადიანთა 400 - წლიანი ბატონობისაგან

1123 წ. - დავითმა უბრძოლველად აიღო ქ. დმანისი - მაჰმადიანთა უკანასკნელი საყრდენი პუნქტი საქართველოში.

1124 წ. - დავითმა საქართველოს სამეფოს უშუალოდ შემოუერთა შარვანი

1124 წ. - დავითმა ზედიზედ აიღო ჩრდილოეთ სომხეთის ციხეები , ანისის თავკაცების თხოვნით გაილაშქრა ანისზე და გაათავისუფლა იგი თურქთა ბატონობისაგან. ანისი უშუალოდ შემოუერთდა საქართველოს სამეფოს.

1125 წ. - დავით აღმაშენებელი გარდაიცვალა 54 წლის ასაკში , დაკრძალულია გელათში.

Monday, December 21, 2009

Infokutaisi.com | v.2 - დანგრეული "დიდების მემორიალი" (ფოტო რეპორტაჟი)


Infokutaisi.com | v.2 - დანგრეული "დიდების მემორიალი" (ფოტო რეპორტაჟი)

19 December, KUTAISI :(

არ არსებობს ადამიანი საქართველოში ვინამაც არ იცის კუთაისში, 19 დეკემბერს დატრილებული ტრაგედიის შესახებ, ეს ტრაგედია გადაღებულია თვითმხილველების მიერ, კადრები ძალიან მძიმეა და ვისაც სუსტი გული გაქვთ გთხოვთ თავი შეიკავოთ ყურებისგან. :(

Friday, December 18, 2009

სულ დამამიწყდა...

თქვენთვის ეს მე არ მიჩვენებია, არადა ეს არის ის რაც ერთ თავ ვალს გამასტუმრებინებს... საკმაოდ სარფიანადაც გავყიდე ფონად დადებული ფოტოც და მერე ეს დადიზაინებული აფიშაც :)
მადლობა პატრულს

(უფროსწორად სალომეს)

რაც მთავარია ინფოქუთაისის ლოგო არ დამვიწყებია :P :))

ესეც ასე... ერთი ნაბიჯით წინ...

ესეც ასე ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ, ინფო ქუთაისზე უკვე დავამატე "შარინგის" ღილაკები, ნუ წინა 3 სტატიაზე ხელით ვაბავდი ხოლმე იმ მოდულს მარა ახლა ავტომატიზირებულად იქნება, დააკვირდით აბა კალენდარის ქვევით რა კოკროჭინად გამოიყურება...
საყუარელიიიიი

Wednesday, December 16, 2009

როგორ დაკრძალეს ზვიად გამსახურდია

დავპოსტიალობდი ჩემთვის ფორუმზე, პოლიტიკის განყოფილებაშჲ და უცებ ერთი კარგახნის დავიწყებული თემა გაიჩითა (დავიწყებული საზოგადოებისგან და არა ფორუმლებისგან)
ფორუმ.გე

გთავაზობთ ჩემს ბლოგზე


 ჯოჰარ დუდაევი ემშვიდობება თავის მეგობარსა და მასწავლებელს.
თვითონ ჯოჰარს არ ეღირსა ასეთივე პატივით დაკრძალვა
 
საქართველოს უზენაეს მთავარსარდალს სამხედრო წესისამებრ საბრძოლო მანქანაზე გამობმულ ქვემეხის ლაფეტზე დასვენებულ საქართველოს დროშაგადაფარებულ კუბოთი მიასვენებენ
 
საქართველოს უზენაესი მთავარსარდლის კუბოს ჩეჩენი მეომრების საპატიო ყარაული მიაცილებს - ეს სიმბოლოა დროის სიდიადისა და ტრაგიკულობისა
 
კავკასიის მთების ტრადიციისამებრ მებრძოლ პრეზიდენტს დაობლებული ცხენი მიაცილებს
 
სამგლოვიარო პროცესია გროზნის მთავარ მოედანზე სადაც საქართველოს პრეზიდენტს ბოლო პატივს მიაგებს ჩეჩნეთის პრეზიდენტი, ჩეჩნეთის მთავრობა, ათიათასობით ჩეჩენი, ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალები
 
სამგლოვიარო პროცესიას წმინდა ჯვარი მიუძღვის წინ
ასობით ქართველი ჭირისუფლი ჩამოვიდა საქართველოდან თავის პრეზიდენტთან გამოსათხოვრად
 
დახრილი და დამწუხრებული საქართველოს დროშები

პ.ს. პრეზიდენტი გამსახურდია უდიდესი პატივით დაკრძალეს ჩეჩნეთში. მთელი ეს დღეები ჩეჩნეთში გამოცხადებული იყო გლოვის დღედ და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიები აკრძალული. პრეზიდენტის ცხედარი მთელი ეს დღეები დასვენებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტის სასახლეში სადაც საპატიო ყარაულში იდგნენ ჩეჩნეთის მთელი მთავრობის წევრები, ეროვნული ხელისუფლების წევრებთან ერთად.

გლოვის დღეებში, ჩეჩნეთის ტელევიზიით გადაიცემოდა ქართული საეკლესიო გალობანი, ხოლო დაკრძალვის დღეს, გროზნოს ცენტრში ასევე ჩართული იყო ქართული საგალობლები....

------------------------------------------------------------------------
ეს კიდე ვიდეო რომელიც იგივე თემაში იყო და ვიღაც ჩეჩენი მღერის



ჯოჰარ დუდაევის მიმართვა

Карлос & Пиндос - Привет от Сосо Павлиашвили клип 2009

ბებერი ტაო კლარჯეთი

2009 წლის ზაფხულში ვიმყოფებოდი ტაო-კლარჯეთში და რამოდენიმე ფოტოს დავდებ, იმედია არ გეწყინებათ.

მადლოობთ

ხახულის მიმდებარე ტერიტორია - ტაოკლარკეთი
(საქართველოს ლანშაპტია 100%-ით) უხ თურქებო, ლენინო და სტალინო თქვენი დდსვც

იშხანი - ტაოკლარჯეთი


არტანუჯი - ტაოკლარჯეთი
სამწუხაროდ ციხექალაქიდან მხოლოდ ეს ქვის ლოდებია შემორჩენილი

არტანუჯი, ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. ძველი ქართული ტრადიციით ციხე ვახტანგ გორგასალს აუგია. VIII საუკუნის I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX საუკუნეში განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დაარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. X საუკუნეში გამაგრებული და დიდი რაბათის (წინაქალაქი) მქონე არტანუჯი, მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და კლარჯეთის დედაქალაქი იყო. აქ საქონელი ტრაპეზუნტიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდან, სომხეთიდან, სირიიდან და სხვ

ბანა - ტაო კლარჯეთი


ოთხთა - ტაო-კლარჯეთი

Thursday, December 10, 2009

პატარა ჰაკერი

კომპიუტერი ისე ვიცი უკვე ვჭამ



უფრო კარგად რომ ნახოთ ფოტო დააჭირეთ და გაიზრდება

დაუკარიიით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეეეეს!..

აი ასეთ პათოსზე დამაყენა დილიდან მიღებულმა ინფორმაციებმა და მსოფლიო პოლიტიკის უსუსურობამ, საქართველოს უსუსტესობამ და რუშეთის ნელნელა კიდე უფრო გაძიერებამ.

აქააოდა იმხელა გემი მიყიდა დედამოტ*(&(მა ფრანგებმა, მერე კიდე ებრაელები უპილოტო თვითმფრინავების ახალ პარტიას გადასცემენ 100 მლნ-ს სანაცვლოდ, მოკლედ სრულ ტრაკში ვართ!..

Wednesday, December 9, 2009

რაღაც უჩვეულო დღეა ხოიცი...

ახლა ვათვალიერებდი მეგობრის ბოგს ხოდა.. რაცხა იმფერ ხასიათზე დავდექიიიი მ,ომინდა მეც რამე დამეწერა...
სად იყო და სად არა... დავიწყე...
ჩვეულებრივად სტნდარტულად ვარ სამსახურში, ნუ ჩემს დავალებებში ტყიბულის მოთხოვნა აგდია ანუ ტყიბულს უჭირს და მე უნდა მივეხმარი, კი ბატონო ბაზარი არაა დავეხმარები მარა ჯერ ამ ბლოგის წერას მოვრჩე უვააააააააააა...
აგერ ახლა ერთმა მეგობარმა მომწერა, წეხან გავუგზავნე ბმული დარეგისტრირდითქო და ხმა მმემეცითქო, ხოდა მომწერა რო როგორ დავრეგისტრირდეო... ხოდა როგორ და... მოიცა მივწერ და მოვალ...
მოვედი ნუ ავუხსენი ყველაფერი ოკ-ეით არის, გარდა ამისა დღეს ერთი 50 მანეთიანი სქმე მაქვს გასაკეთებელი ჩემს აპარატს ვენაცვალე რა... როგორ მგზნებარეს მხდის რო ვეხები ნეტა იცოდეთ :)
ნუ მოკლედ მგონი დრეს ბლოგი მივამატე რა მაგარია ეეეეეე...

სულ დამავიწყდა სამტრედიამ დამირეკა აუუ დეს გამოგიგზავნი ჩემსასო და მომეხმარეო რაოო... მეთქი შეთანხმება რათგინდა ქალოუუუ, მაგაზე ხო ვილაპარაკეთთქო... მარა ხო იცი ახლა იმერული ამბავი იქეთ უნდა გახვეწნინონ ხოლმე საქმე რო გაუკეთო ხალხს

არა რა უნიკალური მხარეა იმერეთი... ჩეეეეემი იმერეთი


"ლირიული გადახვევა"

შედით აქ: http://rustavi2.com/photocontest/index.php 
დარეგისტრირდით, მერე მოძებნეთ APACHI იმფერ სურათს ნახავთ აქ რომ დევს და მიეცით ხმა, მე კიდე მადლობას გადაგიხდით  :)

Tuesday, December 8, 2009

არტანუჯელი ბავშვები - (სერია ტაოელები)

გადაღებულია ტაო-კკლარჯეთში მოგზაურობის დროს (ძველი ქართული მიწაა) 2009 წელი