გათენდა და დილაც იმაზე მეტად ლამაზი აღმოჩნდა ვიდრე მზის ჩასვლა, მთები უკვე სულ სხვაფერად გამოიყურებოდა, პირველი ტურისტი დილის 9 სთ-სთვის ესტუმრა ქორულდს, ვიღაც ფოტოგრაფი, რომელიც იმ სილამაზეს ფოტოზე აღბეჭდავდა რაც იქ ცოცხალი თვალითაც ძალიან მარტოვად აღიქმებოდა.
120 კილომეტრი მთაში - დღე პირველი >>>
ცხენების რემა რომელიც წინა ღამით გვესტუმრა, ჩვენი კარავის შორიახლოს დასეირნობდა და მეც ვეცადე დავახლოვებოდი და ერთი გემრიელი სელფი გადამეღო ჩვენს ახლად შეძენილ მეგობართა.
ჩავლაგდით, ავკეცეთ ბანაკი, მოძრაობაც დავიწყეთ, ჩვენს საბანაკე ადგილს დავშორდით და ქორულდის ტბების სილამაზით უკვე სიმაღლიდან ვტკბებოდით, ისევ ცხენების რემა და ლამაზი პეიზაჟი.
შევუდექით ქორულდის ქედის მწვერვალს, ნაშალი, და ქარაფები, რომელიც პირველი სირთულე იყო ჩვენი მოგზაურობის, საკმაოდ დამღლელი გზა და ციცაბო აღმართი, მწველი მზე და უწყლობა პირადად ჩემთვის ართულებდა სიმაღლისკენ სწრაფვას.
როგორც იქნა "ავღოღდი" შემორჩენილ მყინვართან, და დავიწყე თოვლის ჭამა, თან ბოთლი ავავსე თოვლით და ცოტა მოვედი გონს, ჩვეული ნელი სვლით გავაგრძელე სიმაღლეზე ასვლა
გზადაგზა იცვლებოდა პეიზაჟი ემოცია, ფიქრი, თავდაჯერება, ერთმანეთის ყურადღება, მზე ზენიტს უახლოვდება და მცხუნვარება პიკს აღწევს უფრო, გზას ვაგრძელებთ.
დაღლა უფრო გვეტყობა თუმცა მწვერვალისკენ გული იჩქარის, ქედს უფრო და უფრო ზემოდან ვექცევით და უშბა ნელნელა თავს აჩენს და დიადი სიდინჯით გვხვდება და თითქოს უნდა მოვუყვეთ ის რაც თეთნულდმა მასთან დაგვაბარა, მაგრამ ჩვენ უბრალო ადამიანებმა დიდრონი მთების დინჯი ისტორიების მოყოლა უბრალოდ არ შეგვიძლია, ენა არ გვესმის მათი.
უშბა შთამბეჭდავია ჩვენთვის, დინჯი, ამაყი, ძლიერი და თავმდაბალი, სწორედ ისეთი როგირიც ეკადრება მბრძანებელს მთას, სწორედ ისეთი როგორიც შემდეგ ხდება მთასმშვლელი როდესაც პირველად მწვერვალს დაადგამს ფეხს და მასთან მიახლოვებამდე განვლილ გზაზე "ხედნის" მკაცრი მთა და მაქსიმალურად ცდილობს უბრალო და პატარა არსება ადამიანი დაიმსგავსოს და შეიყვაროს სწორედ ისეთი როგორიც თვითონ არის.
ცოტა დავისვენეთ, ცოტა საჭმელიც მივირთვით, და უცებ დავინახეთ რომ ბანგურიანისკენ ქედზე ცეცხლის პატარა ბოლი ჩანს, გადავრეკეთ მესტიაში მეგობართან მაშველ ბესო ხერგიანთან და ინფორმაცია მივაწოდეთ, თუმცა მან გვითხა რომ ეს ინფორმაცია აქვთ და ელოდებიან ზუგდიდიდან სამაშველო ჯგუფს და ტექნიკას.
არა და... ჩანს რომ სახანძრო მანანა იქამდე ვერ ავა და ჩვენი აზრით აუცილებელია სამაშველო ოპერაციაში ვერტფრენის ჩართვა, ფეისბუქის საშუალებით ჩავერთეთ ლაივში და ჩვენს გულშემატკივარს მოვუყევით აღნიშნული ამბავი ხანძრის შესახებ და გავაგრძელეთ გზა მწვერვალისკენ.
უშბით მოხიბლული ავედით ქორულდის წვერზეც, ფოტოს გადაღებისას უშბა ფონად დაგვიდგა როგორც ერთერთი ჩვენი მეგობარი და გულშემატკივარი რთულად გავლილ გზაზე, თითქოს გვაჩვევს სირთულეებს რომ მერე თვითონ მიგვიღოს, აგვიპატიჟოს და უკვე კარგათ გაწვრთნილებს სირთულეებით დაღლილებს ზეიმი გვაჩუქოს მომავალში.
დავეშვით, გზა ისევ ქედზე გადადის, ქარაფები და ნააშალი, მყინვარის გავლა და ციცაბო კლდეები სიფრთხილეს გვთხოვს, კლდე კლდე, ბილიკ ბილიკ სიარულის შემდეგ გულის ქედისკენ ტბა დაგვხვდა სადაც შევისვენეთ წყალი ავავსეთ და გზა განვარძეთ.
მკაცრი გარემო და არაერთფეროვანი სილამაზე, მცხუნვარე მზე და დამღლელი შუადღე ჩვენზეც აისახა, დავიღალეთ, და მკაცრ გარემოში დასვენებასაც ვახერხებთ
ფოტოაპარატიც მოვიხსენი და უშბის წვერს დავუწყე ყურება ხოლო გიომ GPS-ს კორდინატების დათვლა და განვლილი მარშუტის დათვალიერება დაიწყო.
ბოლო ძალები მოვიკრიბეთ და დავეშვით დაღმართზე, ისევ ნაშალი და არამყარი გრუნტი გვაქვს გასავლელი, ქვაზე ფეხიც დამიცდა და მოვახერხე ხელია მომვარდნოდა და ძველ ტრამვას შეეხსენებინა თავი, ჩამოვრჩი, არ დავუძახე ბიჭევს და შევეცადე ჩემით მომეგვარებინა ჩემი პრობლემა, ჩანთის მოხსნა ცოტა გამიჭირდა, საკმაოდ მძიმე და უხერხული იყო მოსახსნეალად მაგრამ საკუთარი თავის გამოცდა მინდოდა და წარმატბითაც მოვახერხე, ჩავისვი ამოვარდნილი ხელი და გზა გავაგრძელეთ, გამოჩნდა ტყე და მყარი გრუნტი, მწემსების ქოხები და შორს სოფელი მაზერი.
გზად ტურისტებიც გვხვდებოდნენ და ცხენოსანი ადგილობრივები რომლებიც ტურისტებს ეხმარებოდნენ ბილიკზე გასასვლელად, ცივ წყაროსაც მივადექით, დრონიც ავაფრინეთ ვიდეო გადავიღეთ, ფოტოც სამახსოვროდ გადავიღეთ იქვე წყაროსთან, ბიჭებმა ველური ჟოლოც მოკრიფეს და დავაგემოვნეთ გემრიელი კენკრა, დავისვენეთ და ისევ გავუდექით გზას,
თან მზე უკვე ილეოდა და ჩვენი მოგზაურობის ეს დღეც მალე დასასრულს მიუახლოვდებოდა. ჩავედით ბეჩოში, გავყევით მდინარის ხეობას, მანამდე მიტოვებული სვანური სოფელი გავიარეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩვენთვის.
ჩავედით საკარვე ადგილიც მოვნახეთ მდინარესთან, საგულდაგულოდ შეგუბებულ ადგილას ვივახშმეთ და ჩამოღამებისთანავე ინტერნეტში ვესტუმრეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს და აღმოვაჩნე რომ ჩვენი გადაღებული ფეისბუქ ლაივი რუსთავი2-ის ეთერში გასულა და მეგობარმა მომწერა რომ ჩვენს ტელეფონს რუსთავი ორის ჟურნალისტები ეძებდნენ რადგან პირდაპირ ეთერში გვეამბო ხანძრის ამბავი, საქმე იმაშია რომ ჩვენი ლაიბის მერე გაუგზავნიათ სამაშველო ვერტფრენი მესტიაში და ხანძარი მას შემდეგ ჩაუქრვრიათ, ასე რომ კეთილი საქმეც მოულოდნელად გაგვიკეთებია.
Comments